x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91334
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453305
გაირკვა, რომ ბედნიერების ყიდვა შეიძლება

ყველასთვის ცნობილი გამოთქმა – «ბედნიერებას ფულით ვერ იყოდი», თურმე სიმართლეს არ შეესაბამება. აღმოჩნდა, რომ ბედნიერების ყიდვა შესაძლებელი ყოფილა და ეს რომ ასეა, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში (მასაჩუსეტსი, აშშ) დაამტკიცეს. ჩატარებული კვლევის შედეგად, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუ ფულს გადავიხდით და ყოველდღიურ რუტინულ საქმეს, მაგ., რეცხვას, დალაგებას, სადილის მომზადებას და ა. შ. ვინმეს გადავაბარებთ, სტრესსაც ავირიდებთ თავიდან და ბედნიერებისთვის საჭირო ენდორფინის, სეროტონინის და დოფამინის დღიურ დოზასაც მივიღებთ (მიზეზ–შედეგობრივი კავშირი, ორგანიზმში სეროტონინის რაოდენობასა და კარგ განწყობას შორის, «ორმხრივია»: თუ ამ ნივთიერების დონე მატულობს, კარგი განწყობა იქმნება, ხოლო თუ კარგი განწყობა ჩნდება — სეროტონინის დონე მატულობს. რედ.).


image
კვლევის შედეგები Science Alert («Study Shows Money Really Can Buy Happiness – If You Buy Free Time») პლათფორმაზე გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი, პროფესორის ასისტენტი ეშლი უილიანსია (Ashley Whillans). მეცნიერის თქმით, თანამედროვე ადამიანის სტრესის გამომწვევი მთავარი ფაქტორი, დროის კატასტროფული დეფიციტია და ის დარწმუნებულია, რომ ამ დროის ყიდვა შეიძლება:

«მარტივი საყოფაცხოვრებო მომსახურებისთვის გადახდა, ადამიანებს საკუთარი დროის უკეთესად დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს», — ხაზგასმით აღნიშნავს უილიანსი. ის თვლის, რომ სახლის საქმეების თავიდან მოცილების შემთხვევაში, ადამიანი კარგ განწყობაზე დგება და თავს ბედნიერად გრძნობს და ეს გრძნობა, ახალი ნივთების შეძენით გამოწვეულ ბედნიერების გრძნობაზე უფრო დიდია.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აშშ-ში, კანადაში, დანიასა და ნიდერლანდებში 6 271 ადამიანი გამოკითხა. კვლევაში მონაწილეებს ეკითხებოდნენ, ხარჯავენ, თუ არა ისინი ფულს, თავისუფალი დროის ყიდვაში და თუ ხარჯავდნენ, თვეში რამდენს. გარდა ამისა, მეცნიერებს აინტერესებდათ, იყვნენ თუ არა ისინი, საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილნი?

როგორც გაირკვა, ადამიანებ, რომლებიც «თავისუფალ დროს» ყიდულობდნენ, ბევრად უფრო კმაყოფილები იყვნენ ცხოვრებით, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებდა.

თავდაპირველად, მეცნიერები თვლიდნენ, რომ ეს ეფექტი მხოლოდ დიდი შემოსავლების მქონე ადამიანებს ეხებოდათ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ «თავისუფალი დროით» «დაინტერესებულთა» სპექტრი უფრო ფართო იყო. მაგ., დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს, როდესაც ჰკითხეს: თუ რას გააკეთებდნენ, დაუგეგმავი 40 დოლარის შოვნის შემთხვევაში, უმრავლესობამ მომავალი უიქენდის დაგეგმვა დაიწყო და ხოლო, 2% განაცხადა, რომ «შრომას შეიმსუბუქებდა».

მოკლედ, ყველაფერი ინდივიდუალურია, – არიან შეძლებული ადამიანები, რომლებიც, მაგ., ბალახის გაკრეჭვაში ფულის გადახდის ნაცვლად, საკრეჭ მანქანას ყიდულობენ და საკუთარ პრობლემას თავად აგვარებენ და არიან ნაკლებად შეძლებულები, რომლებიც, თავისუფალი დროის სანაცვლოდ, უკანასკნელს გაიღებენ...


კვლევის შედეგი კი ასეთია: რაც უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვს ადამიანს, მით უფრო ბედნიერად გრძნობს თავს ის.

imageP.S. წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერებაა, რომ სახლის საქმეები სხვამ გააკეთოს, ხოლო თავად, იჯდეთ ფანჯარასთან და წიგნი იკითხოთ... დღის სინათლეზე და არა საწოლში, ნახევრად ჩაძინებულ მდგომარეობაში, ტორშერის ან ბრის შუქზე... როდესაც გაინტერესებს, შემდეგ რა მოხდება, მაგრამ თვალები თავისით გეხუჭება...

imageimageimageimageimageimageimageimageimage







0
79
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0