x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანი - ცხოვრება ტატოსა და სამშობლოს გარეშე
... ჯვრისწერის დროს დედოფალს გული წაუვიდა... არავინ იცის რატომ... იქნებ იმიტომაც, რომ ტაძარში სვეტზე უღონოდ მიყრდნობილი ტატო ბარათაშვილი შენიშნა..

ეკატერინე ჭავჭავაძე სამგერელოს მთავარს დავით დადიანს გაჰყვა სამეგრელოში...

პატარა კოლხეთი კი მისთვის მალე მოსაწყენი გახდა.

ფიქრით გადასწვდა წლებს, როდესაც სულ სხვა ცხოვრება ჰქონდა და მიხვდა, რომ შეცდა... ტრფობა თურმე არ ბერდება და ყველაზე მეტად ის გრძნობები გიყვარს, ბავშვობაში რომ განგიცდია...


თბილისი და ტატო მოენატრა დედოფალს. მის ნაჩუქარ კრებულში თავჩარგულმა ბარათს მიაწერა:

image


“ან რა ბედნიერების ღირსი ვარ მე, დადიანებსა და მუხრანბატონებს შორის მერყეობაში, ციური ტახტი დავკარგე ბედშავმა“...

1853 წელს, მეუღლეც გარდაეცვალა... მემკვიდრის, ნიკოს სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა რეგენტად დაამტკიცა.

ამას დაემთხვა ყირიმის ომის პერიოდი (1853-1856). სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს. ოსმალთა სარდალმა ომარ ფაშამ მასთან შეთახმება მოისურვა.

აღშფოთებულა დედოფალი. როგორც ამობობენ თავად უწარმოებია სახალხო თავდაცვის ოგრანიზება ოსმალთა წინააღმდეგ .

პირადადაც მონაწილეობდა თურმე მტრის რაზმებზე თავდასხმაში - ქართველი ამორძალი.

image

დრო გადიოდა... პოლიტიკურმა ვითარებამ აიძულა სამთავრო დაეტოვებინა. ოდესისკენ მიმავალმა გემმა ღუზა შავ ზღვაში ჩაუშვა და დადიანების დინასტია სულ სხვა ნაპირზე გადაიყვანა.

თეთრი ღამეების ქალაქში გაგრძელდა მათი ცხოვრება.

ლენინგრადში ეკატერინე მწერალ ალექსანდრე დიუმას შეხვდა, რომელიც ძალიან დაუახლოვდა და ბევრ რამეშიც დაეხამარა .

ემიგრანტი დადიანები მალე პარიზში გადასახლდნენ და ფრანგი არისტოკრატების წრეში აღმოჩნდნენ. მთელი ევროპა მოიცვეს მოგზაურობით, მათ ყველაფერი ჰქონდათ, მაგრამ...

დედოფალი ხშირად მხოლოდ მოგონებებით ირთობდა თავს და წერდა:

image

“ჰოი, შენ წარსულო, შენი ფასი არაფერი ყოფილა ქვეყანაზე! ცხოვრება იქ არის, სადაც ბავშვობა და ახალგაზრდობაა. ეჰ, ღმერთსა ვთხოვ, რომ მშვიდობით დავბრუნდე შინ. ასეთ მოსვენებულსა და დამშვიდებულს მაინც სახლისკენ მიმიწევს გული. სამშობლო მაინც სხვა ყოფილა... ბედნიერია ის, ვინც ბედნიერია თავის სამშობლოში...“

ის, დაბრუნდა...

0
575
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
575
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0