x
მეტი
  • 22.05.2019
  • სტატია:90232
  • ვიდეო:340123
  • სურათი:452526
საბედისწერო რეისი ET 302 და სასწაულებრივად გადარჩენილი ერთადერთი სიცოცხლე

image


კვირას, 10 მარტს, 08:44 წუთზე, მსოფლიო კიდევ ერთმა საზარელმა ამბავმა შეძრა. ეთიოპიაში თვითმფრინავმა ბოინგ 737 MAX 8, რომელიც ადის - აბებადან ნაირობის მიმართულებით ავიარეის ასრულებდა, აფრენიდან 6 წუთში კატასტროფა განიცადა. საჰაერო ლაინერი ავიაკომპანია "Ethiopian Airlines" ეკუთვნოდა. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფიდან რამდენიმე წუთში კომპანიის მხრიდან საგანგებო განცხადება გაკეთდა, რომ თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, არავინ გადარჩა.. ამ სევდიან ისტორიაში მხოლოდ ერთ მამაკაცს - ბერძენ ანტონის მავროპულოს გაუმართლდა.


image



თვითმფრინავში ჩასხდომა სულ რაღაც 2 წუთის დასრულებული იყო, როცა მგზავრი აეროპორტში დაგვიანებით მივიდა, ის ყვიროდა, იმუქრებოდა, ითხოვდა, პერსონალს ევედრებოდა, რომ ბორტზე დაეშვათ.. თუმცა ამაოდ, მისი არავის ესმოდა, მამაკაცი ვერც კი ხვდებოდა, რომ ცხოვრება სასიკვდილო ბილეთს სიცოცხლეში უცვლიდა.. რამდენიმე წუთში მთელი მსოფლიო თავზარდამცემმა "სიახლემ" მოიცვა, თვითმრფრინავი აფრენიდან ზუსტად 6 წუთში, ზღვის დონიდან 2700 მეტრის სიმაღლიდან, ქალაქ ბიშოვტუსთან ახლოს ჩამოვარდა.


imageimageimageimageimageimage


ანტონისი დიდი ხნის განმავლობაში მომხდარს ვერ იჯერებდა, მოულოდნელად თავსდამტყდარი გაორებული ემოციები მოგვიანებით მან სოციალური ქსელის მეშვეობით საკუთარ პოსტში, სახელწოდებით - "ჩემი ბედნიერი დღე" აღწერა, რომელსაც საბედისწერო ბილეთიც დაურთო.


image


"ამ პოსტის დაწერა ცოტა ხნის წინ მიღებულ, წარმოუდგენელ ფსიქოლოგიურ შოკთან გასამკლავებლად გადავწყვიტე. მსურს გითხრათ, რომ ბედისწერის უხილავი და გაუმტარი ძაფების ერთობლიობა, ერთგვარ ქსოვილს წარმოადგენს, რომელსაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია. არსებობს მილიონი ასეთი პატარა ძაფი, რომელთა არსებობას ჩვენ თითქმის ვერასდროს ვგრძნობთ, მაგრამ საკმარისია ერთი მათგანიც რომ გაწყდეს, მყისიერად მთელს ქსოვილს დაარღვევს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უსაზღვროდ მადლიერი ვარ რომ ცოცხალი ვარ, რომ უამრავი ასეთი კარგი მეგობარი მყავს, რომლებმაც ამ დღეებში უდიდესი სიყვარული მაგრძნობინეს, გკოცნით ყველას და მხარდაჭერისთვის მადლობას გიხდით". ყველაზე იღბლიანმა მგზავრმა ამაღელვებელი პოსტი ბრიტანული როკ - ჯგუფი "Jethro Tull" - ის ერთ - ერთი ცნობილი სიმღერის ტექსტით დაასრულა: "როკ - ენ - როლისთვის შეიძლება საკმაოდ მოხუცი, მაგრამ სიკვდილისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ".


image



0
95
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
95