x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"რამ აიძულა პანკისელი ქალები ხელში ჯოხი დაეჭირათ და ქვა ესროლათ...კარგად ხედავენ, რომ ხეობის დასასრული დადგება... "

image


ჟურნალისტი ოლიკო ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში პანკისის ხეობაში ორი დღის წინ მომხდარ ამბავს ეხმაურება.


როგორც ცისკარიშვილი წერს, არავის უთქვამს რამ აიძულა პანკისელი ქალები ხელში ჯოხი დაეჭირათ და ქვა ესროლათ.


"რამდენი დღე გავიდა პანკისის მოვლენებიდან და ერთს არ უთქვამს რამ აიძულა პანკისელი ქალები ხელში ჯოხი დაეჭირათ და ქვა ესროლათ... შემხვდა მოსაზრებები, რომ ისინი აგრესიულები არიან, აბა, სხვანაირ შვილებს როგორ გაზრდიანო... (სად ურტყავენ ალბათ ხვდებით.. ისედაც სტრეოტიპებით დამხრჩვალ კუთხეს) ხოდა, რა მინდა ვთქვა... მე ვყოფილვარ პანკისში, მინახავს როგორ ცხოვრობენ.... კაცს კი არა, ქალს ვერ შეხედავან მორიდების გარეშე.... ფეხისწვერებზე დადიან... აგრესიას კი არა, თმას არ აჩენენ მზის სინათლეზე, სახლის ზღურბლს ფეხსაცმლიანი არ აბიჯებენ... ვიდრე ოჯახის წევრს ან სტუმარს არ დააპურებენ თავად პირში ლუკმას არ იდებენ... ხმას არ უწევენ და მშვიდი, გაწონასწორებული ლაპარაკი აქვთ... ასეთ ადამიანებს მეეჭვება ქვასროლიობის იმიჯი ხიბლავდეს... წარმოიდგინეთ რამხელა საფრთხეს გრძნობენ რომ კაცი ქუდზე გამოვიდა და მათ გვერდით ქალები ამოუდგნენ... ისინი ხეობას იცავენ - უწყლობისგან, ისედაც მოუსავალმიწანი მიწის გაპარტახებას, ახალადფეხადგმული ტურიზმის განვითარებაც დასრულდება... რასაც საბოლოოდ, ადგილობრივების მიგრაცია მოყვება... ეს ქალები კარგად ხედავენ, რომ ხეობის დასარული დადგება... (რაშიც ეჭვი არ მეპარება) და თუ არ დადგება აუხსენით როგორმე... სწორედ, ამიტომ შიშველ ხელებში რაც მოხვდათ, იმით დაიწყეს ბრძოლა... ძალადობას არასდროს ვამართლებ, არასდროს... თუმცა სახლში ვინმე რომ შემომივარდეს იარაღით და მითხრას - აქანე სტენკას დავდგამო, - მეეჭვება, რომ ცოცხალი გადამირჩეს... ხოდა, მოკლედ, ეს რომ არ მეთქვა სინდისი ვერ მომასვენებდა... და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მოეშვით ამ კუთხის სტერეოტიპის დამკვიდრებას... მადლობა ყურადღებისთვის..."- წერს ოლიკო ცისკარიშვილი.

0
88
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0