x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ინტერნეტში გავრცელდა ბრიტნი სპირსის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაღებული ფოტოები
imageროგორც ცნობილია აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტნი სპირსი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს.თუმცა როგორც პოპ-მომღერლის მამამ განაცხადა, ბრიტნი უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობას გადის ფსიქიურად დაავადებულთა კლინიკაში.


ამ დღეებში ბრიტნი სპირსი ორი დღით გამოუშვეს კლინიკიდან, რომ აღდგომას სახლში შეხვედროდა.ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ბრიტნი სპირსის საავადმყოფოდან გამოსვლის მომენტია აღბეჭდილი.სურათებიდან აშკარად ჩანს, რომ ბრიტნის მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა.

image

image
image
პირველად ფსიქიატრიულ კლინიკაში პოპ-ვარსკვლავი ჯერ კიდევ 2008 წელს მოხვდა, კევინ ფედერლაინთან გაყრის შემდეგ, მაშინ ბრიტნის სპირს ექიმებმა დიაგნოზი-ბიპოლარული აფექტური აშლილობა დაუდგინეს, რა დროსაც მომღერლის მეურვედ მისი მამა, ჯეიმს სპირსი დაუნიშნეს.



ბოლო ხანებში თვით ჯეიმს სპირსაც შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, 66 წლის მამაკაცს გასული წლის ნოემბერში მსხვილი ნაწლავი გაუსკდა, რასაც ორი ოპერაცია და შემდგომი გართულებები მოჰყვა.ბრიტნი ძლიერ განიცდიდა მამის ავადმყოფობას.







0
335
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0