x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ორმა გორილამ კონგოში რეინჯერებთან სელფი გადაიღო
სელფიგორილებმა სელფი გადაიღეს ვირუნგას ნაციონალური პარკის რეინჯერებთან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საინტერესოა, რომ ფოტოში გორილა ისე პოზიორობს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი – დგას ორ ფეხზე და უყურებს კამერას.

სელფის ავტორმა, მატეუ ჩამავუმ სურათები სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა. ცხოველებს იგი საკუთარ მშობლად მიაჩნიათ. 2007 წელს მატეუმ ორი პატარა გორილა გადაარჩინა, რომელთა მშობლებიც მოკლეს ბრაკონიერებმა.

სელფიგადარჩენილი გორილები, რომლებიც მხოლოდ ოთხი თვის იყვნენ, ეროვნულ პარკში ცხოველთა თავშესაფარში მიიყვანეს რეინჯერებმა.
პატარა გორილები ჰბაძავდნენ მომვლელებს და ორ ფეხზე დადიოდნენ.

"მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როცა დავინახე ... ძალიან სასაცილო იყო, ძალიან საინტერესოა იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება გორილამ ადამიანთა ქმედებებს მიჰბაძოს და ორი ფეხზე იდგეს", - ამბობს პარკის დირექტორის მოადგილე ინოსენტ მბურანუმვემ.


სელფივირუნგას ეროვნული პარკი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ერთ-ერთი უძველესია აფრიკაში. პარკში ძირითადად იცავენ მთის გორილებს, რომლებიც გადაშენების პირასაა.

სელფითუმცა, ამ ცხოველთა პოპულარიზაცია ბოლო 50-60 წლის განმავლობაში მინიმუმ 10-ჯერ შემცირდა. თუ 1959 წელს პარკში 26.5 ათასზე მეტი ბეჰემოთი იყო, 2005 წლისთვის მხოლოდ 887 დარჩა.


0
83
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0