x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რა უნდა ვიცოდეთ კვებითი აშლილობის შესახებ

image
კვებითი დარღვევები მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა.იგი განსაკუთრებით დომინირებს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში და რამდენიმე სახისაა: ბულიმია, ანორექსია, ატიპიური კვებითი აშლილობები, დამოკიდებულება რაიმე კონკრეტულ საკვებზე, თუმცა მათ აერთიანებთ საერთო სიმპტომები რომლებიც შესაძლოა რომ კვლევის ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, თუ რამდენად დგას ესა თუ ის პიროვნება დაავადების განვითარების საფრთხის წინაშე. ეს სიმპტომებია:ზეღირებულოვანი იდეები საკუთარ სხეულთან დაკავშირებით - როდესაც ადამიანი საკუთარ ღირსებას მხოლოდ საკუთარი სხეულის პროპორციებით აფასებს, ამიტომ მთელი მისი ფსიქიკური ენერგია იხარჯება ამ თემაზე ფიქრსა და შეფასებაში, რომელიც როგორც წესი არაადეკვატურია. პიროვნება იმდენად წუხს თითოეულ მომატებულ გრამებზე რომ ამ მიზეზით შესაძლოა დეპრესიაც განუვითარდეს და დაუქვეითდეს სიცოცხლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. ასევე უმნიშვნელოვანესი სიმპტომია დიეტების შედეგად ორგანიზმის გადაშიება, რასაც თან სდევს სხეულის განლევა და გამოფიტვა. ხშირად პირიქითაც ხდება, საკვები ნივთიერებების დეფიციტის გამო პაციენტს უკონტროლო კვების ეპიზოდები აქვს შემდეგ კი სინანულის გამო სხეულიდან მისი გამოდევნა ხდება პირღებინების გზით რაც სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ერთ-ერთ დამახასიათებელ სიმპტომად შეიძლება რომ ჩაითვალოს ამენორეა ( მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა ქალებში) და სექსუალური ინტერესის დაქვეითება. ეს ის ფსიქიკური დარღვევაა რომელიც შესაძლოა რომ ლეტალურად დასრულდეს თუკი დროულად არ ჩაერთვებიან სპეციალისტები.

ადამიანი რომელიც თვითნებურ მონო დიეტას იწყებს და საკვებს გამორიცხავს რაციონიდან, გარკვეულწილად ზემოთჩამოთვლილი სიმპტომების აღმოცენების საფრთხის წინაშე დგება, ამიტომ უთხარით არა დიეტას და მიმართეთ სწორ, მრავალფეროვან კვებას რომელიც თქვენი ჯანმრთელობის გარანტია იქნება, ოდითგანვე გავრცელებული ფრაზა გვეუბნება "შენ ხარ ის რასაც მიირთმევ".

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ცხვედიანი
მარიამ ცხვედიანი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0