x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიდევ ერთი ხანძარი პარიზში...ცეცხლი ამჟამად ვერსალის სასახლეს უტევს
ფრანგული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ისევ მძვინვარებს ხანძარი. ცეცხლი ამჟამად ვერსალის სასახლეს უტევს, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს.



image


წინასწარი ინფორმაციით, ცცხლი მოედო ავტოსახელოსნოს, რომელიც სასახლის გვერდით მდებარეობს. ხანძარი გავრცელდა სასახლის ავტოფარეხებზეც. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილიდან ვერსალის სასახლემდე დაახლოებით ორი კილომეტრია, ხანძრის გავრცელების საშიშროება მაინც არსებობს. ამჟამად შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და მაშველები. ევაკუირებულია მოსახლეობა ხანძრის კერასთან ახლომდებარე სახლებიდან.


შემთხვევის ადგილზე გადაღებული პირველი ვიდეოდან კარგად ჩანს, თუ რა მასშტაბის ხანძართან გვაქვს საქმე.





ვერსალის სასახლე ან უბრალოდ ვერსალი ფრანგი მეფეების სადღესასწაულო სასახლეა ვერსალში, პარიზის გარეუბანში. სასახლის აგების პერიოდში ვერსალი სოფელი იყო, ამჟამად კი პარიზის გარეუბანია საკუთარი ქალაქის სტატუსით. 1662- 1789 წლებში ვერსალის კარი საფრანგეთის ძველი რეჟიმის ძალაუფლების ცენტრი იყო, მე-17 საუკუნიდან კი ის ევროპის მონარქებისა და დიდებულთა სასახლეებისთვის გახდა ნიმუში. 1979 წელს იუნესკომ ვერსალის სასახლე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ მთელი მსოფლიო შეძრა პარიზის ცენტრში მომხდარმა ხანძარმა, რომელმაც ნახევრად გაანადგურა ნოტრ-დამ დე პარი ანუ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.

1
1737
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
1737
  
2019, 23 აპრილი, 23:56
უიიი რა ეცათ
0 1 1