x
image
Teklamaisuraze
იცოდით, რომ მებრძოლებს ომში თან ცოლ-შვილს, მონებს და ქალებს ატანდნენ

მათს მოძრაობას თვითონ მემკვიდრე ხელმძღვანელობდა, მან მოაწყო ცხენოსანი პატრულის ორი მწკრივი, რამზესმა ერთი კვირის განმავლობაში თვითონ შემოიარა და დაათვალიერა სხვადასხვა გზით მიმავალი პოლკები, რათა დარწმუნებულიყო წესრიგშია თუ არა მეომრების იარაღი, აქვთ თუ არა თბილი ლაბადები, საკმარისია თუ არა ორცხობილას, ხორცისა და თევზის მარაგი. მან ბრძანა : ცოლები შვილები და მონები სამხედრო პირებისა, ხომალდებით გადაეყვანათ.

image

თითქმის ყველა ოფიცერს, თან ჰქონდა ტახტრევანი, რომელსაც ოთხი ზანგი მოეზიდებოდა. სამხედრო ორთვალა, ძვირფასი კარავი, ტანსაცმლისა და სურსათის ყუთები, ღვინითა და ლუდით სავსე კოკები. გარდა ამისა ოფიცრებს თან მისდევდა მომღერალ და მოცეკვავე ქალთა მრავალრიცხოვანი დასი .

მათ თან მოჰყვებოდათ სამხედრო მინისტრი ხერიჰორი. მას თავისი ტახტრევანი იქ გადაჰქონდა სადაც საჭიროდ თვლიდა, იმის მიხედვით თუ როგორ მოძრაობდა კოლონა . ხან წინ მიდიოდა, ხან ისევ ისვენებდა ვეებერთელა მარაოს ჩრდილში. რომელიც ადიუტანტს ეკავა მის თავზე.

image

ღირსპატივსაცემი ხერიჰორი ძალუმი აგებულების, ორმოც წელს გადასული მამაკაცი გულჩათხრობილი იყო და იშვიათად თუ ლაპარაკობდა, ასევე იშვიათად თუ შეხედავდა ადამიანს თავისი ნახევრადმოჭუტული თვალებით.

როგორც ყველა ეგვიპტელი, ჰერიხორიც მკლავტიტველი, ფუხშიშველი, და მკერდ მოღეღილი დადიოდა, ფეხთ მარტო სანდალი ეცვა, თეძოებზე მოკლე ქვედატანი ჰქონდა შემოკრული. და ზედ თეთრი ლურჯზოლიანი წინსაფარი ეფარა.

image

როგორც ქურუმი, იგი წვერ - ულვაშსა და თმას იპარავდა და მარცხენა მხარეზე ავაზას ტყავი ჰქონდა გადაკიდებული. როგორც სამხედრო პირი, თავზე იხურავდა გვარდიის პატარა მუზარადს, რომლის ქვეშიდან კისერსა და მხრებზე ეფინებოდა აგრეთვე თეთრი ლურჯზოლებიანი მსუბუქი მანდილი,

image

ყელზე სამმაგი ოქროს ძეწკვი ეკიდა, ხოლო მკერდის მარცხენა მხარეს, თითქმის იღლიაში ძვირფასად მოკაზმულ ქარქაშში ჩამჯდარი მოკლე მახვილი.

image

მის ტახტრევანს, რომელსაც ექვსი შავკანიანი მონა მიეზიდებოდა, მუდამ თან სდევდა სამი მახლობელი პირი:

ერთს მარაო ეკავა, მეორეს - მინისტრის ჩუგლუგი, ხოლო მესამეს პაპირუსებიანი კოლოფი. ეს მესამე პირი იყო მინისტრის მწერალი ქურუმი პენტუერი, ტანხმელი ასკეტი. რომელიც პაპანაქება სიცხეშიც კი არაფერს იხურავდა სამართებლით მოპარულ თავზე. პენტუერი ხალხის წრიდან იყო გამოსული, მაგრამ თავისი იშვიათი ნიჭის წყალობით დიდი სახელმწიფოებრივი თანამდებობა ეკავა .

image
image

(სტატია დაწერილია ბოლესლავ პრუსის რომანის “ ფარაონის " მიხედვით. მსოფლიო ლიტერატურიდან)

ასევე დააინტერესებთ

რომის დაარსების ლეგენდები

image

მაგრამ თეზევსს დიდი ხანია სწვავდა ცეცხლი ჰერაკლესავით საგმირო საქმეების ჩადენისათვის

image

რამზეს XII ეთათბირა ღმერთებს და ტახტის მემკვიდრედ თავისი 22 წლის ვაჟი რამზესი გამოაცხადა

image

გაიუს იულიუს ცეზარი, სინამდვილეში რა წარმომავლობის იყო

image

1
429
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
429
  
2019, 4 მაისი, 0:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1