x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
"ეს რა ვნახე და რა მოვისმინე, შევარცხვინე ასეთი სამართალი და ასეთი ქვეყანა"- ნიკა გვარამია

image


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქისტი ქალის, ლუიზა მუთოშვილის შესახებ წერს.


მისი თქმით, ეს საოცარი ქალი არ უნდა იყოს პარლამენტში და ადა მარშანია და გუგული მაღრაძე უნდა იყვნენ?


როგორც გვარამია წერს, ამ ქალის მოსმენის შემდეგ სიამაყის და ბედნიერებისგან მხრებში გაიშალა და ქისტების თემზე შეყავრებულია.


"ეს რა ვნახე და რა მოვისმინე - ლუიზა მეთოშვილი, პანკისიდან. მხრებში გავიშალე ბედნიერებისგან და სიამაყისგან, ასეთი თანამოქალაქე რომ მყავს. ან როგორი გონიერია, ან როგორი ქართულით მეტყველებს, ან როგორი ლამაზი და სათნოა. წარმოუდგენელია.

შეადარეთ ახლა პარლამენტში მყოფ ქალებს, და გინდა კაცებს. ეს საოცარი ქალი არ უნდა იყოს პარლამენტში და ადა მარშანია და გუგული მაღრაძე უნდა იყვნენ? შევარცხვინე ასეთი სამართალი და ასეთი ქვეყანა.

ps ქისტების თემზე შეყვარებული ვარ. ეს ხალხი ყოფილა ჩვენი განძი."- წერს გვარამია.


პანკისის მკვირს ლუიზა მუთოშვილის განცხადებით, პანკისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მოსახლეობასაც ეკისრება და ხელისუფლებასაც.

როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, ორი დღის წინ სპეცრაზმმა მოახდინა მოსახლეობის პროვოცირება და დგილობრივების პროვოცირებით მთავრობამ საზოგადოებას დაანახა, თუ როგორი მოსახლეობა ცხოვრობს პანკისის ხეობაში და ის, რომ მათთან ძალის მიერი მეთოდებით საუბარია აუცილებელია.

„დაგვანახეს ძალა. გამომწვევად იქცეოდნენ. ბიჭებს ეძახდნენ, თუ მაგარი ბიჭები ხართ, მოდითო, “ - განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.

ლუიზა მუთოშვილი აცხადებს, რომ, თუკი მასობრივი დაკავებები დაიწყება, მაშინ პანკისის ხეობის ყველა მკვიდრი ჩავა თელავში და მოითხოვს, რომ ყველა დააკავონ, რადგან ხეობის დაცვაში ყველა იყო ჩართული.

0
1335
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0