x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
"ყოველი გავლილი დღისთვის ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადო. თუ საკუთარი დაბადების დღეების გეშინია, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას?“- ბარბარა სტრეიზანდი 24 აპრილს 74 წლის გახდა
ბარბარა სტრეიზანდი - იგივე ბარბარა ჯოანია, 1942 წლის 24 აპრილს ნიუ იორკში დაიბადა.

მორცხვი და მარტოსული...

image

მამა 6 თვისას დაეღუპა, დედამ მუშაობა დაიწყო.

ოჯახს ძალიან უჭირდა..

„ასეთი მახინჯებისთვის ნაყინს არ ყიდულობენ! “… - სამუდამოდ მოუკლა გული მამინაცვლის სიტყვებმა..


ნუთუ მართლა ასეთი მახინჯია? არც ისე.. თუმცა... ძალიან გამხდარია, მოუხერხებელი, დიდი ცხვირითა და ელამი თვალებით...

ხშირად დაცინვის ობიექტი ხდება .

თანატოლებთან ურთიერთობას ერიდება...

image

ერთადერთ განტვირთვად კინო მიაჩნია, სადაც ფილმების სანახავად თითქმის ყოველ შაბათს დადის...

თხუთმეტი წლის ასაკში მოძრავ თეატრში მიიღეს... დამლაგებლად... თუმცა მალე მცირე როლებიც მისცეს..

მსახიობაბაზე ოცნება გაძლიერდა ...

ახლობლები ცდილობენ გოგონას ეს ოცნება გადააფიქრებინონ, რადგან მსგავსი ნაბიჯი სრულ სისულელედ მიაჩნიათ. (?! ...)

...

ბარბარამ წარმატებისკენ სვლა ღამის კლუბებში გამოსვლით დაიწყო. მან კარგად გაიაზრა, რომ თუ საზოგადოების ყურადღებას სილამაზით ვერ იპყრობ, მაშინ ეს ორიგინალურობით მაინც უნდა მოახერხო.

წითური თმები, თეთრი სახე, წითელი ფრჩხილები, ეგზოტიკური სამოსი...

საოცარი ხმა! უჩვეულო მუსიკალური რეპერტუარი... და შედეგიც..

ის საზოგადოებამ მიიღო!

პირველი სერიოზული წარმატება კი 1964 წელს „სასაცილო გოგონაში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა.

"სრულყოფილი!" - ასე შეამკეს ის...

თავად კი ფიქრობდა, რომ

"სრულყოფილებას ნაკლი უნდა ჰქონდეს, რადგან იდეალურობა საშინლად უსიცოცხლო და მოსაწყენია ... "

მსახიობი მალე გარეკანად აიტაცეს ისეთმა ჟურნალებმა, როგორებიცაა „Life”, “Time” “Show”, "Vogue"..

დამკვიდდრდა ტერმინი " "სტრეიზანდისეული იმიჯი"...

შემდეგ ... „გრემის“ რამდენიმე პრემიაც მოვიდა...

/ მთლიანობაში გამოშვებული აქვს 12 მულტიპლატინის, 24 პლატინის და 40 ოქროს დისკი /

გაფორმდა რამდენიმე მილიონიანი კონტრაქტი სატელევიზიო გადაცემებთან.

ვარსკვლავმა დიდი პოპულარობა მოიხვეჭა და მას მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი სცემდა თაყვანს.

სიყვარული...

image

ეგვიპტელი საოცარი კაცი...

ომარ შარიფი... მრავალი ულამაზესი ქალის ოცნება... ის ბარბარას ფილმში უწევდა პარტნიორობას.

....

შრომა, სწრაფვა...

დაუღალავი... შეუჩერებელი... და ბარბარა „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიის მფლობელიც გახდა.

ამას მოჰყვა მიუზიკლი „ჰელოუ დოლი“, კომედია „ფილინი და კნუტი“ და „რა მოხდა, ექიმო?“.

...

ყველასათვის საყვარელი ბარბარა სტრეიზანდი - დღემდე პოპულარული და აქტუალური...

ასაკი?..

„რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის ხარ? თუ დილით გაიღვიძე — ეს უკვე ბედნიერებაა. ყოველი გავლილი დღისთვის ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადო. თუ საკუთარი დაბადების დღეების გეშინია, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას?“ - ბარბარა სტრეიზანდი

0
154
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0