x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 ცნობილი ქალი, რომლებმაც უკეთესობისაკენ შეცვალეს სამყარო

წლების მანძილზე ისტორიას უნახავს მკაცრი, ინტელექტუალური, ძლიერი და შთამაგონებელი ქალები, რომლებიც ქალთა უფლებებისა და რასობრივი თანასწორობისთვის იბრძოდნენ; მათ მეცნიერების, მათემატიკის, ავიაციისა და ლიტერატურის სამყაროებს საკუთარი კვალი დააჩნიეს. ეს ცნობილი 10 ქალი განსხვავებულ ეპოქაში, სხვადასხვა ისტორიით ცხოვრობდნენ - იყვნენ გამომგონებლები, მეცნიერები, ლიდერები, პოლიტიკოსები ან მწერლები, მაგრამ მათ უდავოდ აერთიანებთ ფაქტი, რომ უკეთესობისკენ შეცვალეს სამყარო.

  • ადა ლავლეისი (1815 – 1852)
ინგლისელი მათემატიკოსი და მსოფლიოში პირველი კომპიუტერული პროგრამისტი. საზოგადოების აქტიური წევრი იყო, მეგობრობდა ჩარლზ დიკენსთან. მათემატიკით გატაცების გამო მეუღლისაგან მიიღო წოდება „პარალელოგრამების დედოფალი“. ცნობილი გახდა კალკულატორის გამოგონებით, ასევე კომპიუტერისთვის განკუთვნილი ლოგარითმით, რომელიც სიახლე იყო იმ პერიოდისთვის. მისი ნაშრომები რთულად გასაგები იყო მის გარშემო საზოგადოებისთვის, ამიტომ გამოყენებადი ვერ გახდა. გარდაიცვალა 36 წლის ასაკში სიმსივნით. მისი სიკვდილის შემდეგ, ხალხს ერთი საუკუნე დასჭირდა დაეფასებინათ ადას ნაშრომი და გამოეყენებინათ კომპიუტერის შესაქმნელად. image

  • ედით ქოუანი (1861 – 1932)
მისი სახე აღბეჭდილია $50 დოლარის კუპიურაზე და მისი სახელი ჰქვია ერთ-ერთ წარმატებულ უნივერსიტეტს დასავლეთ ავსტრალიაში. მან ბავშვობაში მრავალი ტანჯვა გადაიტანა, რამაც განაპირობა მისი მენტალური სიძლიერე. ის იყო ავსტრალიის პარლამენტის პირველი ქალი წევრი და ქალთა უფლებადამცველი, მტკიცე აქტივისტი. პარლამენტში ყოფნისას შეცვალა კანონი, რომლითაც ქალებს საშუალება მისცა ჰქონოდათ ოფიციალური პროფესია. ხელს უწყობდა მიგრანტთა კეთილდღეობას და სქესობრივ განათლებას სკოლებში.image

  • ამელია ეარჰარტი (1897 – 1937)
ამერიკელი ავიატორი, მსოფლიოში პირველი ადამიანი რომელმაც მარტომ იფრინა ჰავაიდან ამერიკამდე და პირველი ქალი, რომელმაც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა. ეარჰარტი საავიაციო ჩანაწერს ამზადებდა, ეს იყო მისი მცდელობა, პირველი ადამიანი ყოფილიყო ვინც მსგავსი ტიპის ჩანაწერს შექმნიდა, თუმცა ეს გახდა მიზეზი მისი გაუჩინარებისა. 1937 წლის ივლისში ეარჰარტი გაქრა სადღაც წყნარი ოკეანის სანაპიროზე. მისი თვითმფრინავი დღემდე არ არის ნაპოვნი. ამელიას გაუჩინარება მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გადაუჭრელ საიდუმლოდ რჩება. image

  • მაია ანჯელოუ (1928 – 2014)
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი ამერიკის ისტორიაში. იყო პოეტი, მომღერალი, მემუარისტი, სამოქალაქო უფლებათა დამცველი. მას რთული ბავშვობა ჰქონდა, უხდებოდა გენდერული და რასობრივი დისკრიმინაციის ქვეშ ყოფნა. „მე ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი“ და სხვა მისი ნამუშევრები ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი გამოძახილია სამოქალაქო უფლებების დაცვის ისტორიაში. ის წერდა რასიზმზე, ფიზიკურ ძალადობაზე, განათლების მნიშნელობაზე და იმაზე თუ როგორ შეუძლია ლიტერატურის სიყვარულს ტრამვის გადალახვაში დახმარება.image

  • დედოფალი ელიზაბეტ I (1533 - 1603)

დედოფალმა საკუთარ თავს „ქალწული დედოფალი“ უწოდა, რადგან უარს აცხადებდა მამაკაცთან ქორწინებაზე. მან აირჩია დაქორწინებულიყო საკუთარ ქვეყანაზე. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი მონარქი იყო. მისი მმართველობის დროს ინგლისი გახდა წამყვანი ევროპული ძალა პოლიტიკაში, ვაჭრობასა და ხელოვნებაში. ელიზაბეთს მრვალი წინააღმდეგობა ჰქონდა ტახტზე ასვლამდე, თუმცა მან დაამტკიცა, რომ შეეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ქალი ლიდერი ევროპულ სივრცეში. image

  • ეკატერინე II დიდი (1729 – 1796)
რუსეთის იმპერატორი სამ ათწლეულზე მეტი ხნით, მსოფლიოს დიდი ისტორიული ფიგურა და ამავდროულად სასტიკი დედოფალი. რუსეთის მეფესთან უსიყვარულო ქორწინებაში მყოფმა გადატრიალება მოაწყო და პეტრე III დაამარცხა, შემდეგ კი თვითონ ავიდა ტახტზე. მან დაარსა პირველი რუსული სახელმწიფო სკოლა გოგონებისთვის; გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები.image

  • როზა პარკსი (1913 – 2005)
1955 წელს როზა პარკსი მონტგომერში, ალაბამას შტატში ავტობუსში იჯდა, როცა ავტობუსის მძღოლმა ოთხ ფერადკანიანს უთხრა ადგილი დაეთმოთ თეთრკანიანი მამაკაცისთვის; - იმ პერიოდში სამოქალაქო ტრანსპორტში მოქმედებდა კანონი, რომელიც გამოყოფდა ფერადკანიანთათვის ადგილებს ავტობუსის უკანა ნაწილში. - სამი დათანხმდა მოთხოვნას, ერთმა კი უარი განაცხადა, ის ერთი - როზა პარკსი იყო და ასე დაიწყო მისი ბრძოლა სამოქალაქო უფლებების დასაცავად.

როზამ რთული ცხოვრება გამოიარა; კოლეჯში სწავლის პარალელურად ავადმყოფ დედას უვლიდა და მუდმივად იყო რასობრივი სეგრეგაციის ქვეშ. სპარკსი დააპატიმრებს საპროტესტო გამოსვლების გამო. 92 წლის ასაკში, როცა გარდაიცვალა ის გახდა პირველი ქალი ამერიკის ისტორიაში, რომელიც დაკრძალულია ვაშინგტონის კაპიტოლიუმში. image

  • მარი კიური (1867-1934)
დაიბადა პოლონეთში. იყო პიონერი ფიზიკასა და მეცნიერების დარგებში. მან დაამტკიცა რადიოაქტიურობა; აღმოაჩინა ქიმიური ელემენტები - რადიუმი და პოლნიუმი, განავითარა რენტგენის აპარატი. ის იყო პირველი ადამიანი ვინც მიიღო ორი ნობელის პრემია სხვადასხვა დარგში - ფიზიკასა და ქიმიაში. მისი კარიერის განმავლობაში მუდმივად მწვავე დისკრიმინაციის ქვეშ იყო, რადგან მეცნიერების დარგში იმ პერიოდისთვის ქალები არ მოღვაწეობდნენ. ამჟამად მისი კვლევები და ნამუშევრები უმნიშვნელოვანესია მეცნიერების სფეროსთვის.image

  • ჯეინ ოსტინი (1775-1817)
მან სრულად განსაზღვრა ის ლიტერატურული ჟანრი, რომელიც გულისხმობს ადამიანზე სოციალურ დაკვირვებებს. მისი ნოველები მხიარული, სიყვარულით აღსავსეა და ყურადღებას ამახვილებს ქალის როლზე მაშინდელ საზოგადოებაში. („სიამაყე და ცრურწმენა“, „გრძნობა და გონება“) ოსტინი სიცოცლეში მალავდა იდენტობას. ამჟამად პოპულარული ნოველების უმრავლესობა გამოქვეყნებულია მწერლის სიკვდილის შემდეგ, მისი ძმის ჰენრის მიერ. ჯეინ ოსტინის ლიტერატურული გავლენა დღემდე შენარჩუნებულია. image

  • ანა ფრანკი (1929 – 1945)
„ანა ფრანკის დღიური“ გერმანელი გოგონას მიერ აღწერილი მეორე მსოფლიო ომის მწვავე მიმდინარეობაა. გოგონა ებრაულ ოჯახში დაიბადა, დევნის გამო მას და მის ოჯახს უხდებოდათ იატაკქვეშა ოთახში ეცხოვრათ, სადაც ანამ წერა დაიწყო. ისინი იპოვნეს და საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გადარჩა მხოლოდ მამა, რომელმაც ანას დღიური გამოაქვეყნა. თარგმნილია თითქმის 70 ენაზე.image

0
378
შეფასება არ არის
ავტორი:მარი ბირთველიშვილი
მარი ბირთველიშვილი
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0