x
მეტი
  • 20.07.2019
  • სტატია:92546
  • ვიდეო:341557
  • სურათი:454579
რა უთხრა ზვიად გამსახურდიამ ერთ-ერთ პიროვნებას მეფე ერეკლე მეორეს შესახებ

ერეკლე და ზვიადიკოტე ჩოლოყაშვილის ნაამბობი: დამიბარა ტარიელ გელანტიამ. დიდი მაგიდის გარშემო მთავრობის წევრები ისხდნენ.
პრეზიდენტმა მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობაზე არჩევანი თქვენზე შეაჩერა, მხოლოდ თქვენი თანხმობაა დაჭირო, - მითხრა გელანტიამ.
მე ხელები გავასავსავე: - არც პროფესია მომცემს ასეთი დიდი ტვირთის ტარების უფლებას, არც ასაკი!..
გელანტიამ მაშინვე დაურეკა პრეზიდენტს და მოახსენა ჩემი უარის შესახებ. ყურმილი დაკიდა თუ არა, მითხრა: პრეზიდენტი გელოდებათო...
ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა ჩვენი საუბარი:
- თქვენი პროფესიის გამო კი არ შემოგთავაზეთ ეს თანამდებობა, თქვენი პატიოსნების გამო... ძალიან მარტო ვარ - მარტო რას გავხდები... ყველა ლუპით მაკვირდებით, გვერდზე დგომა არავის გინდათ! რაც შეეხება ასაკს, ერეკლე 75 წლისა იქნევდა ხმალს!
ასე გავხდი საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი და უნდა გითხრა, მოვალეობამ ძალა შემმატა, მთელი დღე პატარა ბიჭივით დავრბივარ...
ლელია ბეროშვილი
"გამოზამთრება" (ჩანაწერები), 2016

0
1363
1-ს მოსწონს
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
1363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0