x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
"მეამაყება, რომ შენს ქუჩაზე ვცხოვრობ" - აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის საფლავზე ბავშვმა წერილი დატოვა

image


სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე აგვისტოს გმირთან დაკავშირებით, ემოციურ პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს.


როგორც მიქატაძე წერს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 20 წლის ჯარისკაცის საფლავზე წერილი დახვდა, რომელიც სავარაუდოდ, ბავშვის დაწერილია.


წერილში შემდეგი სიტყვები წერია:


" მე მეამაყება რომ შენს ქუჩაზე ვცხოვრობ, შენ იყავი სამშობლოს გმირი და პატრიოტი".


"მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ასულს, ეს წერილი დამხვდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 20 წლის ჯარისკაცის, გიორგი წიქარიშვილის საფლავზე. ამ პატარებმა რომ ასე იაზროვნონ, სწორედ ამიტომ არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე, ენთუზიაზმი, უნარი, ყოველგვარი შესაძლებლობა და სამშობლოს შეწირული ბიჭების სახელები სამარადჟამოდ უკვდავყოთ..." - წერს მიქატაძე.

imageimageimage


0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0