x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
მამაკაცმა სხეულის 90 % ამოისვირინგა, რათა თავი დაეღწია...

image


პოლონელმა მოდელმა, ადამ კერლიკალიმ უჩვეულო გარეგნობით მსოფლიო აალაპარაკა. ის ცნობადი, სხეულის მოდიფიკაციის შთამბეჭდავი სერიით გახდა. წარმატებულმა ბლოგერმა და სტაჟიანმა ვეგანმა არა მარტო სხეულის 90 % შავი ფერით მოიხატა, არამედ თვალის კაკლებიც კი შავად შეიღება.


imageimage

ადამმა საკუთარი სხეულის მოდიფიცირება სიმსივნის დასამარცხებლად წამოწყებული გამანადგურებელი ბრძოლის შემდეგ დაიწყო, რომელმაც მის სხეულსა და სულზე ტანჯვის წარუშლელი კვალი დატოვა. ამგვარად, ცნობილი ბლოგერის მიერ სხეულის მუქ ტონალობებში მოხატვა, პოსტ - ტრამვული სტრესული აშლილობის წინააღმდეგ, ერთგავრ პროტესტის აქტად იქცა.


imageimageimage

დღესდღეობით მისი სხეულის 90 % შავია. თუმცა, ის ამ პროცენტულ მაჩვენებელზე გაჩერებას არ აპირებს, უახლოეს მომავალში მისი მიზანი 99 % მიღწევაა.


imageimage


"სწორედ ტატუს წყალობით, საკუთარი თავისთვის კვლავ მიმზიდველი და საინტერესო გავხდი, ჩემი სხეული მე მეკუთვნის, მაქვს ჩემი თავის გარკვეული ხედვა, რომელსაც ყოველდღე, ნაბიჯ - ნაბიჯ ვესწრაფვი. ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ უკვე აღარ ვფიქრობ რა იქნება ხვალ. ცხოვრება ხომ წამიერი სიზმარია.. რა მნიშვნელობა აქვს რისი კეთება გაბედნიერებთ? მთავარია ის აკეთოთ, რაც თავად გსურთ, მით უმეტეს როცა ეს თქვენს სხეულს ეხება"- ამბობს ცნობილი ბლოგერი.


imageimage




0
274
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
274