x
მეტი
  • 20.07.2019
  • სტატია:92546
  • ვიდეო:341557
  • სურათი:454566
"რვა აფეთქება, 300 -მდე დაღუპული, 500-ზე მეტი დაშავებული" - კაკულიას წინასწარმეტყველება 25 წლის შემდეგ ახდა

image

ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან შრი-ლანკაში მომხდარი ტრაგედია 1994 წელს იწინასწარმეტყველა.

"შრი-ლანკა — ცნობილი როგორც ცეილონი 1972-მდე. ტროპიკული კუნძული-ქვეყანა ინდოეთის სუბ-კონტინენტიდან 31 კმ-ში. სტრატეგიული პოზიცია უჭირავს ინდოეთის ოკეანეში.

"ასეთია მცირე ინფორმაცია ქვეყნის შესახებ, რომლის დედაქალაქშიც კვირას რვა აფეთქება მოხდა — რვავე ქრისტიანულ ტაძრებში. დაიღუპა 300-მდე ადამიანი და დაშავდა 500-ზე მეტი. მათ შორის ბავშვებიც.

ეს მცირე ექსკურსი და შრი-ლანკის გეოგრაფიული მდებარეობისთვის (აზია, ინდოეთი) ხაზის გასმა კი იმისთვის დაგვჭირდა, რომ შეგვეხსენებინა ქალბატონ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება, რომელიც 1994 წელსაა ჩაწერილი, მერე კი არაერთხელ გამოქვეყნებული როგორც მის საავტორო გაზეთში, ისე სხვადასხვა წლებში გამოცემულ წიგნებში „ახალი სიტყვა“.

აი, რას წინასწარმეტყველებდა ქალბატონი ლელა 25 წლის წინ.

1994 წელი, 25 აპრილი, საღამოს 5 საათი.
აზია აირევა. ჯერ ერთმანეთს დაერევიან, მერე შეერთდებიან. შეერთება ეხება მუსლიმებს.
ინდოეთში უფრო გამძაფრდება სარწმუნოებრივი ომი, ვხედავ, დიდი ცეცხლი დაინთება – იქნება შეჯახებები, რომელთა შეჩერება შეუძლებელი იქნება.
მთავრობა იძულებული შეიქმნება, მუსლიმებზე მოახდინოს ზეწოლა და შეავიწროვოს. ამით თითქოს საომარ მდგომარეობას აიცილებს და ჩაწყნარდება ყველაფერი.
მუსლიმები იკეტებიან, აწყობენ არნახულ ტერორებს, მთავრობასაც შეეხებიან და ამის გამო დაიწყებენ მუსლიმთა განდევნას ინდოეთიდან...
მუსლიმები, ვხედავ, დაიწყებენ მღვდლების ხოცვასა და ეკლესიების ნგრევას, ფაქტობრივად, ინადირებენ მათზე.
რომის პაპი მოუწოდებს მსოფლიოს ქრისტიანებს, გაერთიანდნენ ამ ძალადობის წინააღმდეგ...", -წერია ლელა კაკულიას "ფეისბუქ" გვერდზე.

0
583
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
583
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0