x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გერმანელმა ქალმა დაუჯერებლად იდეალურად შენახული 1977 წლის "მერსედესი "გაყიდა
image
1977 წელს გამოშვებული მოდელი
Mercedes 450 SLC AMG , რომელიც პენსიონერ ქალს ეკუთვნოდა იმდენად იდეალურად გამოიყურება, რომ გეგონებათ ახლახან გამოიყვანეს ავტომაღაზიიდანო.


გაიცანით ქალბატონი ბოზემი, რომელმაც 1977 წლის 1 ივნისს შეიძინა ავტომობილი ოფიციალური დილერისგან.

image

SL კლასის მერსედესი R107 და SLC-C107 1971 წელს გამოვიდა და მზადდებოდა 1989 წლამდე, ამავე 1971 წელს გამოდის უფრო მძლავრი 350SL და 450SL მოდელები V8 ძრავით და შესაბამისად 3, 5/ 4, 5 ლიტრი მოცულობით.



აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი დიდხანს იყო ლიდერი წარმოების ხანგრძლივობის მხრივ, მთლიანად 18 წლის განმავლობაში გაიყიდა 300 175 ავტომობილი, სიმძლავრის გამო ავტომობილი განსაკუთრებით პოპულარული იყო აშშ-ში, სწორედ ამიტომ ამ სერიის ავტომობილების 62% სწორედ ამ ქვეყანაში გაიყიდა.


ახლა კი დავუბრუნდეთ ქალბატონ ბოზემს, მისი ოჯახი 1985 წელს გერმანიიდან კალიფორნიაში გადასახლდა, კერძოდ მზიურ ქალაქ სანტა- ბარბარაში, სადაც 2014 წლამდე დადიოდა ამ მანქანით თითქმის ყოველდღე, შემდეგ კი გაყიდვამდე ფაქტობრივად სახლში გააჩერა.

image

მაგრამ როგორც ჩანს ბოზემი საოცრად იდეალურად უვლიდა ავტომობილს, ძრავა, შიდა სალონი, ტყავის სავარძლები იმდენად იდეალურად არის შენახული, რომ უნებლიედ გაგიჩნდება კითხვა საერთო ჯდებოდ ვინმე ამ ავტომობილში?

imageimage
imageimage



უფრო მეტიც, ავტომობილის 42 წლის წინანდელი საბუთებიც კი ისე იდეალურად არის შენახული, თითქოს სულ ახალი დაბეჭდილიაო.

imageimage

ახლა დავხედოთ სპიდომეტრს, გავლილი აქვს 114.000 ათასი კილომეტრი, გამოდის, რომ წელიწადში 3000 კილომეტრზე ნაკლებს გადიოდა, ხოლო 3000-ს თუ გავყოფთ 365-ზე მივიღებთ დღეში 8 კილომეტრს.

image

ქალბატონმა ბოზემმა განცხადება Ebay-ზე განათავსა და მყიდველიც ორ დღეში გამოუჩნდა, ულაპარაკოდ გადაიხადა 16 000 დოლარი.

imageimage

0
560
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0