x
მეტი
  • 20.07.2019
  • სტატია:92575
  • ვიდეო:341563
  • სურათი:454607
ჩაკრულო კოსმოსში

ჩაკრულო კოსმოსში


1977 წლის აგვისტოსა და სექტემბერში აშშ-დან, "NASA"-ს პროგრამით გაიგზავნა 2 ხომადლი - "Voyager 1" და "Voyager 2". მათი მისია კოსმოსის კვლევასთან ერთად, მაღალგანვითარებული უცხო ცივილიზაციებისათვის, დედამიწაზე განვითარებული კაცობრიული ცივილიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად. კოსმოსში გაიგზავნა საგანგებოდ შერჩეული მასალა: დედამიწის ბუნებრივი ხმების ჩანაწერები, ერწინადადებიანი მისალმება 55 ენაზე.


ჩაკრულო კოსმოსში


შერჩეული იქნა დედამიწის მილიონობით სიმღერიდან სულ 31 სიმღერა, რომელიც ნასას ჟიურის აზრით სრულად ასახავდა და საუკეთესოდ წარმოაჩენდა კაცობრიობას და მის კულტურას იმ უცხო ცივილიზაციებისთვის, რომლებიც ამ გზავნილს აღმოაჩენდნენ. ამ 31-დან ერთ-ერთი იყო კახური მრავალხმიანი სიმღერა "ჩაკრულო" ქართული ხალხური სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ანზორ კავსაძის ხელმძღვანელობით. სოლისტები: ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი. ჩაკრულო დღემდე ისმის გალაქტიკის დაუსაბამო სივრცეებში და ასე იქნება მანამ, სანამ ვინმე არ აღმოჩენს.





კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. ჰიტლერი

5. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
290
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
290
  
ქართული ჩაკრულო უმაგრესია
0 1 2