x
image
სფინქსი
მიხეილ სააკაშვილი

imageსააკაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან – დღემდე, პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამფუძნებელი, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36 წლის ასაკში).
მეუღლე წარმოშობით ჰოლანდიელი — სანდრა რულოვსი, ჰყავთ შვილები, ედუარდი და ნიკოლოზი.

განათლება :

მიხეილ სააკაშვილი დაიბადა თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.
მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, განათლებით ექიმი, მეცნიერებათა კანდიდატი და თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორია. დედა, გიული ალასანია,
პროფესიით ისტორიკოსია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე
საშუალო სკოლა, ხოლო 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1992 წელს სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო. იმავე წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ მცირე ხანი მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად. ამავდროულად მუშაობდა ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში. 1994 წელს მან დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ
ვაშინგტონის უნივერსიტეტისიურიდიული ფაკულტეტის ლექციებს ესწრებოდა.


პოლიტიკური კარიერა საქართველოში :
1995 წელს სააკაშვილს დაუკავშირდა ზურაბ ჟვანია,
რომელმაც ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელით მიიწვია პარტია„საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ წევრად. 1995 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის მანდატით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 1995-1998 წლებში იყო პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე. 1998-99 წლებში - ფრაქცია საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე.
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილმა კვლავ მოიპოვა დეპუტატის მანდატი „მოქალაქეთა კავშირის“ სიით. 2000
წლისიანვარს დაინიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად .
2000 წლის 12 ოქტომბერს სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა. 2001
წელს ის დაუპირისპირდა ეკონომიკის მინისტრ ივანე ჩხარტიშვილს, უშიშროების მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესა და თბილისის პოლიციის მეთაურს — იოსებ ალავიძეს და ისინი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. 2001
წლის 5 სექტემბერს სააკაშვილი გადადგა მინისტრის პოსტიდან იმ მოსაზრებით, რომ ვერ მიიღო დახმარება შევარდნაძისაგან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმავე წელს, 21 სექტემბერს იყარა კენჭი ვაკის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად და კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი.
2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდა ბლოკში რესპუბლიკურ პარტიასთან და კონსერვატულ პარტიასთან ლოზუნგით „ბილისი შევარდნაძის გარეშე“. 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკმა გამარჯვება გაიყო ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად. პარტიებს შორის შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
სააკაშვილის თბილისის საკრებულოში მოღვაწეობამ გაზარდა პარტიისა და ბლოკის პოპულარობა. 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27%-ით.მაგრამ ოფიციალური მონაცემები კარდინალურად განსხვავებული იყო. ამის გამო ბლოკი გახდა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანოზატორი „გაერთიანებულ დემოკრატებთან“ (ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე)
და „ტრადიციონალისტებთან“ (აკაკი ასათიანი) ერთად.
ხალხმრავალი პოლიტიკური დემონსტრაციები ვარდების რევოლუციით დამთავრდა. სააკაშვილი პირადად შეუძღვა ხალხსსაქართველოს პარლამენტის შენობაში 22 ნოემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩასაშლელად, რასაც 23 ნოემბერს შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა. სააკაშვილი, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერი, აღმოჩნდა ერთადერთი რეალური კანდიდატი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში.
4 იანვარს ჩატარებულ არჩევნებში სააკაშვილმა ხმათა 96, 27% მიიღო და 25 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, გახდა საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი :
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით სააკაშვილი ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. მისი საარჩევნო პლატფორმის ძირითადი პირობა კორუფციასთან ბრძოლა და სოციალური დახმარებების გაზრდა იყო. ის ასევე მოსახლეობას შეჰპირდა საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებების მიღწევას. მიუხედავად პრო-დასავლური ორიენტაციისა, ის ასევე პირობას დებდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.


მისი პირველი გადაწყვეტილებები ეხებოდა საქართველოს დროშას,
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნეშტის გროზნოდან გადმოსვენებას, გამსახურდიას მომხრე პატიმრების გათავისუფლებას. ამის შემდეგ სააკაშვილის ინიციატივით შევიდა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში,
რომლითაც დაფუძნდამთავრობის ინსტიტუტი,
გაძლიერდა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები პარლამენტის ხარჯზე.


2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა სააკაშვილის ძალაუფლება, რადგანაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66, 2%-ით ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა ასევე 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

სააკაშვილის რეიტინგი დაეცა 2007 წლის შემოდგომაზე. ოქტომბერში ჩატარდა რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია, რასა მოჰყვა 2-7
ნოემბრის აქციები,
რომლის ორგანიზატორები ერთიანი ოპოზიცია და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყვნენ. საპროტესტო აქციები 7 ნოემბერს პოლიციის მიერ მომიტინგეთა დარბევით და ოპოზიციური ტელევიზიებში პოლიციის შეჭრით დასრულდა. სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.


მოვლენების ამგვარ გადაწყვეტას საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Human Rights Watch აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას მომიტინგეთა მიმართ „ჭარბი“ ძალის გამოყენების გამო, ხოლო International Crisis Group საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის შესახებ აფრთხილებდა. 2007 წლის 25 ნოემბერს სააკაშვილი გადადგა, ხოლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 2008 წლის 5 იანვარს. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ასევე დაინიშნა პლებისციტი, რომლითაც უნდა გადამწყდარიყო საპარლამენტო არჩევნების თარიღი.


რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა მიიღო ხმათა 53, 47% და მეორე და უკანასკნელი ვადით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნები დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, მაგრამ მისმა შედეგებმა გამოიწვია პროტესტი, რაც 6, 13 და 20 იანვრის საპროტესტო აქციებში გამოიხატა. სააკაშვილის პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ხმათა 59%-ით მოიგო იმავე წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.


სააკაშვილის კრიტიკა გაიზარდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში. 2009 წლის აპრილსა და მაისში არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ატარებდა ფართომასშტაბიან საპროტესტო კამპანიას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.



კონფლიქტები :

სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი თვეების მთავარი პოლიტიკური სირთულე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარული ლიდერის, ასლან აბაშიძის დაუმორჩილებლობა გახდა. კრიზისი შეიარაღებულ დაპირისპირებად გადაქცევის საშიშროებაში გადაიზარდა, თუმცა 2004 წლის 6 მაისის აქციების გამო აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთში გაქცეულიყო. აჭარაში წარმატებით იმედმოცემულმა სააკაშვილმა იმავე მეთოდებით სცადა სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება, რაც სიტუაციის გამწვავებით და 2004 წლის აგვისტოში შეიარაღებულ დაპირისპირებით დასრულდა.

1
174
3-ს მოსწონს
ავტორი:სფინქსი
სფინქსი
174
  
0 1 1