x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ერთ ღამეს შეწირული მშვენიერება- მაიკო ორბელიანის ტრაგედია


image

მარიამ (მაიკო) (1817/18-1849) ორბელიანი ცნობილი თბილისელი არისტოკრატი ქალი გახლდათ. მამამისი- ქაიხოსრო ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილის დედის, ეფემია ორბელიანის, ბიძაშვილი იყო. ალბათ, ამ ნათესაურმა კავშირმაც შეუწყო ხელი ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მაიკო ორბელიანის დამეგობრებას.

ისტორიული წყაროების მიხედვით, მაიკო ორბელიანი მისი თანამედროვეობის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლებოდა. იგი არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ სულიერი სილამაზითაც გამოირჩეოდა. მაიკოს კარგი განათლებაც ჰქონდა.

ორბელიანის უმშვენიერეს ასულს საქმროც ჰყავდა, მაგრამ ქორწილი არ შედგა. იქნებ იმიტომაც, რომ საქართველოში მყოფ ნიკოლოზ I-ს უღირსმა ქართველებმა მაიკო ერთი ღამით მიჰგვარეს. ეს ამბავი 1837 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც ნიკოლოზ I საქართველოს ეწვია. მას ქართველმა თავადაზნაურებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს. ჩამოსვლის მეოთხე დღეს კი ნიკოლოზის საპატივისმცემლოდ მეჯლისი გამართეს. მეჯლისზე იმპერატორს 3 ქალი მოსწონებია: გრაფი სიმონოვიჩის ასული, უკვე დაქვრივებული ნინო ჭავჭავაძე–გრიბოედოვი და მაიკო ორბელიანი. ეს უკანასკნელი კი უღირსმა ქართველებმა იმპერატორს საძინებელში მიჰგვარეს. ამის შემდეგ შეურაცხყოფილი ქალი ჭლექით დაავადდა და გარდაიცვალა.

ასე გაიმეტა მაშინდელმა თავადაზნაურობამ 16 წლის მშვენიერი მაიკო ორბელიანი. ან რა გასაკვირია, ამ სიბინძურის ნაწილი ხომ არა ძლიერი და ჭეშმარიტი ქართველები (ნამდვილი მამულიშვილები მაშინ გადასახლებულები იყვნენ), არამედ გადასახლებას გადარჩენილი, ჩინ-მედლებსა და "ოქროს ჯაჭვებზე" დახარბებული უღირსი თავადაზნაურები იყვნენ.


1
2130
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენა18
ელენა18
2130
  
სულ მიკვირდა ეს ამბავი, რას ჰქვია მიჰგვარეს? - თან მაშინელ პერიოდში, კეთილშობილობასა და ქალწულობას რამხელა თამასა ჰქონდა?! როგორ დაითანხმეს მამამისი, დედამისი ან თავად?
0 1 1