x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ქალიშვილმა მიატოვა, მაგრამ საბედნიეროდ წლების შემდეგ მხსნელად ჟურნალისტი მოევლინა...

ცხოვრება რთული და სასტიკია - ამას კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს 87 წლის რუსი ქალის ისტორია, რომლის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. ქალბატონის სახელი წყაროზე მითითებული არ არის, თუმცა ისტორიის რეალობა ეჭვგარეშეა.


ზუსტად 28 წლის წინ, ერთადერთმა ქალიშვილიმა დედა მიატოვა ასეთ მდგომარეობაში. როგორც ცნობილია, მას არ შეეძლო დედის ატანა ასეთ სიტუაციაში. ქალბატონს კიდურის ძვლების დაავადება აქვს და სიარული არ შეუძლია, ამის გამო ქალიშვილმა ის ქალაქგარეთ ერთ "მიყრუებულ" სოფელში დაასახლა, მის სახლს პატარა ქოხი წარმოადგენდა..


რას იზამდა მოხუცი ქალი, რომელსაც სიარულიც არ შეეძლო? - თავისთავად ყველა ფიქრობდა, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა, მით უმეტეს, რომ ის წლების განმავლობაში ჭუჭყიანი ქვაბიდან ჭამდა, ამავე პერიოდში გამოუცვლელ ლოგინში იძინებდა... მოკლედ, რომ ვთქვათ სიბინძურეში უწევდა ცხოვრება, მაგრამ მეტიც ნამდვილად არ შეეძლო. თავდაპირველად მეზობლები მცირედ ყურადღებას იჩენდნენ. მას კონსერვებს და სხვა მზა საკვებს სთავაზობდნენ, რათა შიმშილისგან არ მომკვდარიყო, თუმცა ყველაფერი დროებითია... მალევე მოჰბეზრდათ მეზობლებსაც მოხუცებულის მოვლა და ყურადღებას აღარ აქცევდნენ.


image



ერთადერთი ცოცხალი არსება მისი კატა იყო, რომელსაც ქალი გამუდმებით ესაუბრებოდა. ასე გრძელდებოდა საცოდავი ქალის ცხოვრება იქამდე, სანამ ის ჟურნალისტმა შემთხვევით აღმოაჩინა.


ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, ქალის მდგომარეობა გადასცა სოციალური მომსახურების სააგენტოს. სააგენტომ პირველ რიგში საავადმყოფოს ძებნა დაიწყო, სადაც მოხუცებულს დააწვენდნენ, მაგრამ ყველა მხრიდან უარი მიიღეს, მიზეზად მოხუცებულის ასაკი დასახელდა. ქალი "გაძვლატყავებულიყო" შიმშილისგან. რამოდენიმე კვირის შემდეგ, ჟურნალისტმა ამჯერად მისი ქალიშვილის მისამართი გაიგო, თუმცა აქედანაც უშედეგოდ დაბრუნდა, ქალიშვილმა ყველანაირ დახმარებაზე უარი განაცხადა, მით უმეტეს, რომ დედის პენსიით ცხოვრობდა.


ერთადერთი გამოსავალი, რაც ჟურნალისტს და სოციალურ სააგენტოს დარჩა, ეს იყო ახლად გახსნილი მოხუცთა თავშესაფარი. მალევე დადებითი პასუხი მიიღეს და მოხუც ქალბატონს დღეს უკვე ნორმალური კვება და ტანსაცმელი გააჩნია. ხოლო ეს ყველაფერი უბრალოდ გამვლელი ჟურნალისტის დამსახურებაა. არადა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო იგივეს გაკეთება, რაც ამ გმირმა გააკეთა. თქვენ რას ფიქრობთ, ადამიანები ზარმაცები უფრო ვართ თუ უყურადღებოები?


image






დროებით გემშვიდობებით ❤️

















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი










>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



მილიონერი რონალდინიო გაუჩოს მდიდრული ცხოვრება - ეს მას ეკუთვნის

image



გაბრწყინებული და მდიდრული ცხოვრებით, ცოტა რამ ვინ დიზელის შესახებ!


image



4 ფოტოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა (II ნაწილი)

image



წუთიერად დაივიწყეთ პოლიტიკა - საინტერესო ფაქტები რუსეთის შესახებ!

image



გოგონა გაყინულ მდგომარეობაში იპოვეს... რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად დაუჯერებელია!

image



4 ფოტოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა!

image



89 წლის მილიარდერზე დაქორწინებული ახალგაზრდა გოგონას ტრაგიკული ისტორია

image




0
959
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
959
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0