x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
მილიონერი რონალდინიო გაუჩოს მდიდრული ცხოვრება - ეს მას ეკუთვნის

რონალდინიო - რონალდო დე ასის მორეირა დაიბადა 1980 წლის 21 მარტს პორტუ ალეგრიში (ბრაზიალია). უფრო მეტად ცნობილია, როგორც რონალდინიოდა რონალდინიო გაუჩო. ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობდა შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. ამჟამად ესპანურ კლუბ „ბარსელონას ელჩია. უკანასკნელად თამაშობდა ბრაზილიურ „ფლუმინენსეში“. მფლობელი „ოქროს ბურთისა“, რომელიც გადაეცა 2005 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. 2004 და 2005 წლების მსოფლიოს წლის ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით. იცავდა ბრაზილიური „გრემიოს“, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“, ესპანური „ბარსელონას“, იტალიური „მილანის“, ბრაზილიური „ფლამენგოსა“ და „ატლეტიკო მინეიროს“, აგრეთვე მექსიკური „კერეტაროს" ღირსებებს. რონალდინიო ყველა დროის საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის არის დასახელებული.


image










ბრაზილიელი ლეგენდა ხშირად ხვდება პრესის ყურადღების ცენტრში, ოღონდ ამჯერად არა ჯადოსნური ფეხბურთის თამაშით, არამედ მდიდრული ცხოვრებით, რომელიც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ წამოიწყო.


image







უკიდურეს სიღარიბეში გაზრდილი ღიმილის ბიჭუნა, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი სახეა. მან წარმატებული წლები გაატარა ფრანგულ - პსჟ-ში, ესნპანურ - ბარსელონასა და იტალიურ - მილანში. 2005 წელს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ამ ტიტულის გარდა მას ტიტულების უდიდესი კოლექცია გააჩნია და რათქმაუნდა ეს ყველაფერი ფულია, რონალდინიომ ამ ბრწყინვალე წლების განმავლობაში, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიმუშავა, რითიც სიღატაკეში ცხოვრებას თავი ალბათ სამუდამოდ აარიდა.


წარმატებული საფეხბურთუ კარიერის დასრულებისას, მან ბიზნეს-სფეროში გადადგა შემდეგი ნაბიჯი. ღვინის სექტორში ბიზნესმენ ფაბიო კოდელას ბიზნეს-პარტნიორი გახდა, მანვე გამოსცა პირველი საფირმო ღვინო, სახელწოდებით - "ჩემპიონების სასმელი", რომელიც მოგვიანებით საკმაოდ პოპულარული გახდა და რონალდინიომ აქედანაც საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიმუშავა.


გაუჩო დღემდე მუშაობს ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორიცაა: Nike, pepsi, coca-cola და hermes-ი. მხოლოდ სარეკლამო რგოლების საშუალებით წელიწადში მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს.


image







რთული ბავშვობის დასავიწყებლად, გაუჩო ხშირად დადის გასართობ ცენტრებში. ღამის კლუბების მოყვარულია და ფეხბურთელობის პერიოდშიც უამრავ მოდელთან ჰქონდა ურთიერთობა. რონალდინიოს იანინა მენდესისგან შვილიც ჰყავს. სხვადასხვა საქველმოქმედო კომპანიებთან მეგობრობას დღემდე აგრძელებს. აფინანსებს შიდსთან ბრძოლის ორგანიზაციებს. გაუჩოს ქალებზე და ღამის კლუბებზე მეტად ავტომობილები მოსწონს, მის ავტოფარეხში 2 ლამბორჯინი -ავენდატორი, 2 პორშე - კარერა და 3 ფერარის მარკის ავტომობილი ინახება. გარდა ამ ყველაფრისა, ბრაზილიაში მდიდრული სახლი და ფლორიდაში საკუთარი ნავიც გააჩნია. რონალდინიოს მთლიანი სიმდიდრე "ფორბსის" მიხედვით 150 მილიონი დოლარია.


თვენ რას ფიქრობთ არის თუ არა ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი?


imageimageimageimageimageimageimageimageimage
























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



გაბრწყინებული და მდიდრული ცხოვრებით, ცოტა რამ ვინ დიზელის შესახებ!

image



4 ფოტოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა (II ნაწილი)


image



7 ადგილი დედამიწაზე, სადაც მიზიდულობის ძალა არ მოქმედებს!

image



11 წარმოუდგენელი დამთხვევა, რომელიც მილიონში მხოლოდ ერთხელ ხდება!

image



წუთიერად დაივიწყეთ პოლიტიკა - საინტერესო ფაქტები რუსეთის შესახებ!

image




თვალებს ვერ დაუჯერებთ! - სოფლებში აღმოჩენილი 4 შემზარავი არსება!

image



ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( V ნაწილი)

image

1
1778
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1778
  
2019, 28 აპრილი, 1:52
კიჭა........... ეკუთნის ამ ადამიანს
0 1 1