x
მეტი
  • 24.07.2019
  • სტატია:92705
  • ვიდეო:341602
  • სურათი:454713
ის, რაც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს - რა მისცა საქართველომ მსოფლიოს

ხშირად გაიგონებთ სიამაყით წარმოთქმულ ფრაზას:
"მე ქართველი ვარ".

საქართველო, რომ ულამაზესია ამაზე არავინ დაობს, მაგრამ

image

მაინც ვინ ვართ ეს ქართველები მსოფლიოსთვის და რა მივეცით მას?

აი, მცირე ჩამონათვლი

1.1991 წელს საქართველოში, კერძოდ კი დმანისის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილი იქნა ადამიანის ნაშთები, რომელიც დაახლოებით 1.8 მილიონი წლისაა.

ეს ევროპაში აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთებია, რომლითაც დასტურდება, რომ ქართველებმა სათავე დაუდეს თეთრ კანიან რასას.

image

2. "ამერიკამ მსოფლიოს მისცა ავიაცია, გერმანიამ - მანქანა, ბრიტანეთმა - ინტერნეტი, მაგრამ საქართველოს წვლილი ბევრად უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია - საქართველომ მსოფლიოს მისცა ღვინო''-

არც ისე დიდი ხნის წინ განაცხადა TOP GEAR-ის ყოფილმა წამყვანმა ჯერემი კლარქსონმა.

მართლაც, საქართველო არის ვაზისა და ღვინის სამშობლო. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დრო აღმოჩენილ იქნა ყურძნის ეგ . წ. "წიპწები", რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება.

საქართველოს ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი მარანი.

და ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოში 500-ზე მეტი ყურძნის ჯიშია.

imageფოტოზე: 135 წლის ვაზი, რომელსაც კახეთში შავ თითას ეძახიან და რომელიც არის თელავის რაიონის სოფელ წინანდალში.

3. საქართველო არის ხორბლის სამშობლოც.

მსოფლიოში 27 სახეობის ხორბალი არსებობს. აქედან 23 არის კულტურული სახეობა. ამ 23-დან კი 14 არის ქართული ხორბლის ჯიში.

image

4. ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან აღმოჩენილი იქნა ყორღანი, რომელიც მესამე ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება და დაახლოებით 5500 წლის არის.

არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს თაფლის ორი ჭურჭელი, რომელიც ტუტანჰამონის სამარხში არსებულ ცნობილ თაფლზე, თითქმის 14 საუკუნით უფრო ძველია.

5. ყველაზე ძველი ჭინჭრისგან დამზადებული ძაფი ნაპოვნი იყო ჩეხეთში და მისი ასაკი 29 ათასი წლის სიძველით თარიღდებოდა.

თუმცა საქართველოში 32 000 წლის წინანდელი ფენიდან აღებულ მასალაში აშკარად ადამიანის ხელით დართული სელის ნაწილაკები ჩანს.

6. მსოფლიოში 7000-ზე მეტი ენა არსებობს.
დამწერლობა კი 14-ია.

14 დამწერლობას შორის ერთი ქართულია (მეხუთე ადგილზე ძველი კვლევების მიხედვით, ახალი კვლევებით კი - მესამე).

image

7. მსოფლიოში 5000-მდე ერია და მხოლოდ 200-მდე სახელმწიფო.

აი, ის მცირე ჩამონათვალი, რის გამოც ქართველობა მსოფლიოს წინაშე საამაყო ტონად ითვლება.

...

საკითხავი მხოლოდ ერთი რამ დარჩა ... დღეს რა შეგვიძლია...

6
2993
3-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
2993
  
23 აპრილი, 17:22
სწორი მიდგომაა და მართალი ხარ – მხოლოდ ერთი მცირე შენიშვნა მექნება. ჩამონათვალში გიწერია მტრულად განწყობილი იმპერიები და მანდ ურარტუს ადგილი არ არის. ურარტუ იბერიულ–კავკასიური კულტურა და და ხალხია რომელიც შემდგომ ასურეთიდან შემოსული ვაჭრების (...) და მათ შემოყოლილ სამხედროების მოძალებამ იმსხვერპლა და გადაასხვაფერა (გაგვიუცხოვა). ურარტუს ტერიტორიებზე მოგვიანებით ცოცხლდება ქართული სული „არიან ქართლის“ სახელის ქვეშ. ყველამ უნდა იცოდეს რომ ურარტუ ისეთივე ქართული სახელმწიფოებრივი ნაწილი და კულტურული განშტოებაა როგორც „იბერიის სამეფო“, დიაოხი, კოლხა, „გურგანი“ და სხვა... ზოგადად კი სწორად აზროვნებ და მიხარია...
ეეხ თორნიკე, მსგავსი მონოლოგი მეც მითქვამს, ქართველთა სიზარმაცესა და ცუდად მომხსენებელთათვის არაერთგზის, დავამატებ ხოლმე, ბიბლიის მსგავსად, მართლაც 40 წელი უნდა გავიდეს ალბათ, სანამ ჩვენს თავს "ვიპოვნიდეთ" ამ მსოფლიოს აბობოქრებულ ოკეანეში... და თუ მომავალ ათწლეულშიც ვერ შევძელით ჩვენი საკადრისი სახელმწიფოს შექმნა ("კაკ რას" 40 წელი გადის), არ ვყოფილვართ ღირსნი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა, რაც მე მწამს, რომ ძალიანაც ვიმსახურებთ:)
მართლაცდა ჩვენი ლამაზი , უმშვენიერესი ქვეყანა და ...დღეს ასე საცოდავ დღეში! ჩემი საცოდავი ხალხი - მრავალჭირნახული ,დიდი ისტორიით .. და დღეს - უმძიმეს სიტუაციაში! მიყვარხარ ჩემო ქვეყანავ!!!
23 აპრილი, 9:24
აი ასეთი უნდა იყოს ქართველი კაცის სიტყვა!
22 აპრილი, 21:00
თუ არ გჯერათ შეგიძლიათ კალკულატორი გამოიყენოთ და გიფრთხობს მსხვილ ინვესტორებს მიმდინარე და მცოცავი ოკუპაციით, ფეთქებადსაშიში მდგომარეობით, მე მგონი უნდა დაფიქრდე, რომ მთლად შენი "სიზარმაცის" ბრალი აღარ გამოდის შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა.
22 აპრილი, 21:00
დღეს რანი ვართ და დღეს არსებული 5000--ზე მეტი ეთნოსიდან მხოლოდ დაახლოებით 194-მა შექმნა ოფიციალურად აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო და ერთ-ერთი წარმატებულთაგანი ქართველებიც არიან. და მერე გადავრჩით სად, შევქმენით სად, როგორ არამდგრად და დაძაბულ რეგიონში - კავკასიაში, ევროპისა და აზიის შესაყარზე, სადაც ეჯახებიან ერთმანეთს კონტინენტები, ცივილიზაციები, რელიგიები, იმპერიები, ცხოვრების წესები და იდეოლოგიები. სადაც 50-მდე ეთნოსი ცხოვრობს და გვხვდება თითქმის ყველა რელიგია რაც კი არსებობს. რა არ გამოვიარეთ, ისტორიის მანძილზე - გავუძელით ასურეთს, ურარტუს, რომს, ბიზანტიას, არაბებს, სპარსელებს, მონღოლებს, ოსმალ-თურქებს, რუსებს და დღესაც კი ამ კოსმოსურ ეპოქაში, როდესაც მსოფლიო გადადის კიბორგიზაციასა და რობოტიზაციაზე, როდესაც კაცობრიობა უკვე სერიოზულად ფიქრობს და გეგმავს მუდმივი ბაზების (ფაქტობრივად დასახლებების) შექმნას სხვა პლანეტებზე, ამ განვითარებულ ეპოქაშიც კი მტერი არ გვაძლევს ნორმალური, ადამიანური, მშვიდობიანი არსებობის საშუალებას... და თან ვინ გვეჭიდავება - მსოფლიოს უდიდესი იმპერია და ამავე დროს მოქცეულნი ვართ ისლამურ ოკეანეში და ისლამურ რკალში. მაინც ჩვენს "ცუდ ქართველობას" ვაბრალებთ ჩვენს გაჭირვებას. დღეს ჩვენი ხალხი გადავარდნილია ზედმეტად საკუთარი თავის, თავისი ქვეყნის და ხალხის ძაგებაში. ბევრს ჰგონია რომ თურმე ჩვენი "სიზარმაცის" ბრალია ის, რა სიღარიბე და გაჭირვებაც გვჭირს. ეს დეზინფორმაციაა და ნახეთ რატომ - დღეს რომ საქართველო მთლიანად გენიოსებით იყოს დასახლებული და ამავე დროს ყველა მოსახლე რომ იაპონელებივით ან ჩინელებივით მშრომელი იყოს, მაინც გაჭირვებული იქნებოდა ეს ქვეყანა ისეთ გეოპოლიტიკურ ჩიხშია შესული. როცა ბოლო 30 წელიწადში 4 ომს გადაგატანინებენ 4 მილიონ ადამიანს, ქვეყნის 22% ტერიტორიას ოკუპაციის ქვეშ მოგიქცევენ და ნახევარ მილიონ ადამიანს იქიდან გამოგიდევნიან ძალის გამოყენებით, 30 ათას კაცს დაგიხოცავენ ამ ომებში და ჩაგიტარებენ ეთნიკურ წმენდას (საერთაშორისოდაა აღიარებული) და გენოციდს (ჯერჯერობით არაა აღიარებული), მერე ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებენ, რომ ბოლომდე გაგტეხონ როგორც ერი და ამას აკეთებს შენზე ზუსტად 246-ჯერ დიდი სახელმწიფო
0 1 6