x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ტობამ გაიღვიძა - ვულკანი, რომელმაც უძველეს დროში კაცობრიობა თითქმის გაანადგურა
image
ტობას დიდი ტბა ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში ვულკანური ზეგანის ფარგლებში ტექტონიკურ ქვაბულში მდებარეობს.
არც ისე დიდი ხნის წინ, პლეისტოცენის მყინვარების ეპოქაში, როდესაც კაცობრიობა მხოლოდ იწყებდა ჩვენს პლანეტაზე დასახლებას, ამ ვულკანის ამოფრქვევამ კაცობრიობა გადარჩენის ზღვარზე დააყენა. ტობას ვულკანის წყალობით ჩვენი წინაპრები თითქმის გაქრნენ. დედამიწაზე მცხოვრები ყველა თანამედროვე ადამიანი, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ძალიან მცირე რაოდენობის გადარჩენილი უძველესი ხალხისგან მოდიან.

თავად ვულკანის მასშტაბზე შეიძლება ვიმსჯელოთ ვულკანური ტექტონიკური ქვაბულის მიხედვით, რომელიც წარმოიქმნა მისი ძლიერი ამოფრქვევის შედეგად. ამ გეოლოგიური ფორმირების ფართობი 1775 კვადრატული მეტრია. პალეონტოლოგების აზრით, ეს კატასტროფა დაახლოებით 75 ათასი წლის წინ მოხდა და 25 მილიონი წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი ამოფრქვევა იყო.
ის პერიოდი იყო მორიგი გამყინვარების ეპოქა დედამიწაზე. პლანეტის პოლარული რეგიონები და ფართო ტერიტორიები დაფარული იყო მყინვარებით, ზღვის დონე დაბალი იყო. მრავალი თანამედროვე კუნძული და კონტინენტი ერთმანეთთან მიწით იყო დაკავშირებული. ტროპიკულ და ეკვატორულ ლატეიტებში კლიმატი ჯერ კიდევ თბილი და ტენიანი იყო, ამიტომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები უძველესი ხალხის ჯგუფები სრულ კეთილდღეობაში იყვნენ, ზუსტად მანამდე, სანამ კატასტროფა მოხდა თანამედროვე კუნძულ სუმატრაში.image
გეოლოგიური გამოკვლევების თანახმად, ტობას ვულკანის ამოფრქვევისას მალაიზია 9 მეტრის სისქის ფერფლით დაიფარა. ასევე, ვულკანურმა 6 მეტრი სისქის ნაცარმა დაფარა ინდონეზიის კონტინენტი.
ამ ვულკანურმა კატასტროფამ თანამედროვე რეკონსტრუქციის თანახმად, მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ვულკანური სქელი ფენით დაფარა. ამოფრქვევამ გამოიწვია მთელი პლანეტის გაგრილება, რაც ატმოსფეროში ფერფლის ნაწილაკების და გაზების ამოფრქვევამ გამოიწვია. ეს გაგრილება 3-5ºС-დან 15 ºС-მდე მოხდა.
ტობას ამოფრქვევამ პლანეტას მძიმე შედეგები მოუტანა, როგორც ფლორას სამყაროს, ასევე, ფაუნის წარმომადგენლებსაც. ვულკანური ზამთარი გაგრძელდა დაახლოებით 5-6 წელი ამოფრქვევის შემდეგ და მყინვარების წარმოქმნა გააქტიურდა მთელს პლანეტაზე.image

რა თქმა უნდა, ასეთი გრანდიოზული კატასტროფა მოსახლეობის პოპულაციაზე გავლენას მოახდენდა. ამგვარი გავლენის შესახებ მოსაზრებები ორად გაყოფილია.
ყველაზე ავტორიტეტული ანთროპოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანების რაოდენობა მკვეთრად არ შემცირდა. რიგი ავტორიტეტული ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ტბაზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ დედამიწაზე ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა. თუნდაც, შედარებით თბილი აფრიკაში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 100 000 პრიმიტიული ადამიანი იყო, მხოლოდ 10 000 გადარჩა, ხოლო, ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილის მკვიდრნი სრულიად დაიღუპა. გენეტიკოსთა საერთაშორისო ჯგუფის კვლევის თანახმად, თანამედროვე ადამიანი წარმოიშვა მხოლოდ გადარჩენილი უძველესი 2 000 ადამიანისგან.
პალეოკლიმატოლოგები ცდილობენ წარსულის მოვლენების რეკონსტრუქციას. ტობა ვულკანმა გამოღვიძება დაიწყო. შუა ტბაში მდებარე კუნძული სამოსირი არის ნაშთები უძველესი ვულკანისა. კუნძულს აქვს დამახასიათებელი კონუსური ფორმა და მდებარეობს დაახლოებით 640 კვადრატული მეტრი ფართობზე. იქ ცხოვრობს 100 000 ადამიანი.
სუმატრა განლაგებულია უკიდურესად არასტაბილურ სეისმურ რეგიონში, სადაც ლითოსფერული ფირფიტები აქტიურად მოძრაობს და ოკეანის ფირფიტა გადაადგილდება კონტინენტის ქვეშ.
სამხრეთ-აღმოსავლეთის კუნძულებზე ათეულობით აქტიური ვულკანია, ხოლო, რეგიონში ხშირად ხდება ძლიერი მიწისძვრა, რაც ძლიერ ცუნამს იწვევს. ბოლო ათწლეულების მანძილზე სუმატრას კუნძულზე გეოლოგიური აქტივობა მუდმივად იგრძნობა, ამიტომ, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ტობას ვულკანმა დაიბრუნოს ყოფილი ძალა. გეოფიზიკოსებმა ვულკანის ქვეშ აღმოაჩინეს მაგმას დაგროვება, რომლის მოცულობაც თანდათან იზრდება.
1
804
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
804
  
2019, 23 აპრილი, 13:16
სათაურმა ლამის გამაგიჟა, სამეგრელოს მაღალმთიანეთში მდებარე ტობას ტბაზე მეგონა საუბარი, ისიც ვულკანური წარმოშობის კრატერშია განთავსბული. :)
0 1 1