x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 ხრიკი, თუ როგორ ,,ვაიძულოთ" ადამიანები, რომ მოვწონდეთ
ნდობა-რთული რამაა. ჩვენს ტვინს წამზე ნაკლები დროს სჭირდება იმის განსასაზღვრად, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ ადამიანის ნდობა. მაგრამ ტვინის გადაწყვეტილება ყოველთვის სწორი რომ იყოს, არც ღალატი იარსებებდა, არც უნდობლობა და არც იმედგაცრუება. აქედან გამომდინარე, ადამიანები ბუნებით ეჭვიანები არიან და უნდობლობას იჩენენ ახალგაცნობილი ადამიანის მიმართ.

თუ გინდათ, რომ ადამიანზე პირველი შეხვედრისთანავე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ და თავი მოაწონოთ, გაითვალისწინეთ ეს ფსიქოლოგიური ხრიკები:


1. აგრძნობინეთ, რომ მოგწონთ

imageგსმენიათ “უერთიერთსიმპათიის ფენომენის" შესახებ? ჩვენ ხომ ის ადამიანები გვიყვარს, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი ასე სითბოს და სიმპათიას გრძნობენ თავის მისამართით და ამასთან, სასიამოვნოა იმის ცოდნაც, რომ ვიღაცას ვუყვარვართ. ამიტომ, თუ გინდათ ვინმეს ყურადღება მიიპყროთ, გამოავლინეთ მის მიმართ პოზიტიური ემოციები და სულ მალე საპასუხოდ იგივეს მიიღებთ.



2.დაღვარეთ ყავა

imageეს შესაძლოა უცნაურ რჩევად მოგეჩვენოთ და იკითხოთ: “რატომ უნდა დავტოვო პირველი შეხვედრისას მოუქნელის შთაბეჭდილება?" სინამდვილეში, როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, თქვენი “მოუხერხებლობა" თქვენს საიმედოობასა და მიმზიდველობაზე მიუთითებს.

მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ 2 რამ: სანამ “მოუქნელობას" გამოამჟღავნებთ, თქვენი პარტნიორი დარწმუნებული უნდა იყოს თქვენს ავტორიტეტსა და ეფექტურობაში. და მეორეც: არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც თქვენს რეპუტაციას დააყენებს ეჭვქვეშ. მაგალითად, ფსიქიატრს შეუძლია ყავა დაღვაროს და თქვას-“რა მოუქნელი ვარ, ყველაფერი ხელიდან მივარდება." აი, ქირურგმა კი ეს ნამდვილად არ უნდა თქვას.


3.თანაგრძნობის გამოხატვა

imageასევე ეფექტური, მაგრამ ცოტა მივიწყებული საშუალებაა- თქვათ: “ძალიან ვწუხვარ". მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს ფრაზა განსაკუთრებით მაშინაა ეფექტური, თუ თქვენ მხოლოდ თანაგრძნობას გამოხატავთ და ბრალი არ მიგიძღვით არაფერში. მაგალითად, როცა ამბობთ, “ძალიან ვწუხვარ ამინდის გამო", ამით იმ ადამიანის მიმართ გამოხატავთ სიმპათიას და თანაგრძნობას, რომელსაც წვიმიანმა ამინდმა რაღაცაში ხელი შეუშალა.


4. იმოქმედე მაიმუნივით

imageეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბანანები ჭამოთ და ხიდან ხეზე იხტუნოთ. მხედველობაში გვაქვს სახის მიმიკები, ჟესტები და ა.შ. ამას სარკისებრი ეფეტი ეწოდება და ის ნამდვილად მოქმედებს.

მაგალითად, ერთ კვლევის დროს გამოვლინდა, რომ ოფიციანტებს უფრო მეტ გასამრჯელოს მაშინ უტოვებდნენ, როცა ისინი კლიენტების მიბაძვას ახდენდნენ.

მეორე კვლევაში მამაკაცები უპირატესობას იმ ქალებს ანიჭებდნენ, რომლებიც პაემნის დროს მათ ვერბალურ თუ არავერბალურ “არეკვლას" ახდენდნენ.

თუმცა, არ დაგავიწყდეთ: აუცილებლად დადებითი ემოციები უნდა “აირეკლოთ".


5.გაუმხილეთ საიდუმლო

imageეს მეთოდი ნამდვილად ახდენს შთაბეჭდილებას. გახსოვთ თქვენი შეგრძნებები, როცა ტქვენს ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მომენტის შესახებ მოგიყოლიათ?-მღელვარება, ცახცახი, ჟრუანტელი...

როცა თქვენს საიდუმლოს სხვას უზიარებთ, ის გრძნობს, რომ ენდობით და უფრო გიახლოვდებათ.რაც იმას ნიშნავს, რომ მათაც შეუძლიათ გენდონ და თავისი საიდუმლოებები გაგიმხილონ.


6.ილაპარაკეთ ნდობის სიჩქარით

imageსპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მეტყველების სწორად შერჩეული ტემპი ნდობის ფაქტორის გაჩენას უწყობს ხელს. სწორი არ იქნება, თუ მხოლოდ ერთ ტემპს დაამუშავებთ და ყოველთვის მას გამოიყენებთ. სხვადასხვა სიტუაციას სხვადასხვა ტემპი უნდა მოარგოთ. მაგალითად, სწრაფი მეტყველება მღელვარებასა და ემოციებზე მიუთითებს, მაშინ, როცა ნელი ტემპი გვეხმარება ყურადღება გავამახვილოთ მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩვენს შეხედულებებზე და ა.შ.


7. შემთხვევითი შეხება

imageშემთხვევითი შეხება შესაძლოა ის მძლავრი კატალიზატორი აღმოჩნდეს, რომელიც თქვენდამი ნდობას უფრო გაამყარებს.

კვლევისას, სიმპათიური მამაკაცი ქუჩაში შემხვედრ ქალებს ტელეფონის ნომერს სთხოვდა. შედეგად, იმ ქალების უმრავლესობამ, რომელთაც მამაკაცი “შემთხვევით" შეეხო, მას თავისი ტელეფონის ნომერი მისცა.

თუმცა, ამ მეთოდის გამოყენებამდე აუცილებელია სოციალური და კულტურული ნორმები გაითვალისწინოთ. შეხება მხოლოდ უარყოფით შედეგს გამოიღებს, თუ თქვენ ამით ადამიანის პირად საზღვრებს არღვევთ.


8. გამოავლინეთ ინტერესი მის მიმართimageამ მეთოდის გამოყენებისას თქვენ მეორე ადამიანის ინტერესებზე, შეხედულებებსა და რეალობის მისეულ აღქმაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და არა საკუთარზე.

“ყოველ ჯერზე, როცა ორი ადამიანი საუბრობს, ერთი მოთმინებით ელის, თუ როდის დაამთავრებს მეორე- თავის საყვარელ ისტორიას, რომ ახლა მან დაიწყოს თავისი საყვარელი ისტორიის მოყოლა".

შეეცადეთ არ ჩაიციკლოთ თქვენს თავსა და ამბებზე და დაუსვით პარტნიორს ისეთი შეკითხვები, რომლებიც თქვენს ინტერესს გამოხატავენ მის მიმართ. გარწმუნებთ, შედეგით მალე აღფრთოვანდებით.




0
605
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
605
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0