x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მიზეზები, რომელიც იწვევს იმპოტენციას
image

ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია) არის მდგომარეობა, როდესაც სექსის დროს რთულად ვითარდება ან ნარჩუნდება ერექცია. დროდადრო ერექციის პრობლემის ქონა შემაშფოთებელი არ არის, თუმცა თუ ის მუდმივად გაწუხებთ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გთავაზობთ იმპოტენციის გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. ესენია:


image


სხვადასხვა დაავადებები - გულისა და სისხლძარღვების პრობლემები, ათეროსკლეროზი, მაღალი ქოლესტერინი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, პარკინსონის დაავადება და სხვ. ყველა ამ პათოლოგიის დროს დარღვეულია სისხლის ნორმალური მიმოქცევა, რაც აუცილებელი პირობაა ერექციისათვის.


image

თამბაქო - ის ამცირებს სისხლის მიმოქცევას ვენებსა და არტერიებში, რაც დროთა განმავლობაში სხვადასხვა პრობლემის საფუძველი ხდება, მათ შორის ერექციული დისფუნქციის.


image


ჭარბი წონა - სიმსუქნე და ჭარბი წონა ერთ-ერთი ძლიერი დამაბრკოლებელი მიზეზია სისხლის სწორი მიმოქცევისთვისათვის, განსაკუთრებით კი ქვედა ღრუ ვენებში.


image


ალკოჰოლი - ხანგრძლივი დროის მანძილზე ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლისა და წამლების გამოყენებას ერექციული დისფუნქციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.


image

ფსიქოლოგიური მდგომარეობა - დეპრესია, გაღიზიანება, სტრესი და შფოთვა მოქმედებს ჰორმონების წარმოქმნასა და ბალანსზე, რაც უარყოფითად აისახებს სექსუალურ აქტივობაზე.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


თუ თქვენს ბავშვს ეს სიმტომები ხშირად აწუხებს, მაშინ...


რატომ არის ალუბალი ჯანმრთელობის საწინდარი?


გურული ბებია


ებრაელი ექიმი


მსოფლიოში 10 ყველაზე მომაკვდინებელი დაავადება


0
555
2-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0