x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„საბრალო ბიჭი რომ გადარჩენილიყო და ეს ყველაფერი ენახა და მოესმინა, მეორედ მოიკლავდა თავს“

imageთვითმკვლელობა არ არის ისეთი მარტივად ასახსნელი აქტი, რომ ასე, დამწუხრებული მეზობლების ემოციური ვარაუდების საფუზველზე დაადგინო მისი მიზეზი და ქვეყანას მოსდო. მთელი საღამოა აბსოლუტურად ყველა გამოთქვამს თავის აზრს გარდა იმ სპეციალისტებისა, ვის კომპეტენციაშიც შედის თვითმკვლელობის პრობლემა. მე არ ვიცი საქართველოში არსებობს თუ არა სუსიდოლოგიის სპეციალისტები, მაგრამ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები რომ უამრავია, ეს ყველამ ვიცით. ნებისმიერი მათგანი დამიდასტურებს, რომ თვითმკვლელობის მიზეზის გარკვეული სიზუსტით დადგენის ერთადერთი საშუალება თავად თვითმკვლელის წერილობითი, ან რაიმე სხვა ფორმის დატოვებული შეტყობინებაა, რომ ამ მომენტში ადამიანი ფსიქიური პათოლოგიის მდგომარეობაში იმყოფება და დაზუსტებით თქმა, თუ რა მოხდა მის თავში, რატომ მოიკლა თავი, თითქმის შეუძლებელია. მით უმეტეს, ასე უცებ არ ხდება თავად აქტზე გადასვლა. არსებობს უამრავი ნიშანი, რომელსაც იძლევა პიროვნება და აქტზე მაშინ გადადის, როდესაც გადარჩენის ყველა რესურსი ამოწურული აქვს.
თვითმკვლელობა მოზარდებში სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ადგილზეა მთელს მსოფლიოში. როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში. ჩვენი უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ პრევენციის სერვისები არ არსებობს და არა ეს სრულიად აბსურდულობამდე რეზოლუციური მტკიცება, რომ საბრალო ბიჭი შიმშილობდა და სირცხვილისგან მოიკლა თავი. თუკი ეს მართლაც ასეა, ის რასაც ამ საღამოს ვუყურებ, საერთოდ ყოველგვარი მორალის მიღმაა, საბრალო ბიჭი რომ გადარჩენილიყო და ეს ყველაფერი ენახა და მოესმინა, თუ როგორ ამტკიცებენ საჯაროდ რომ "ბულკის" გამო მოიკლა თავი, ალბათ მეორედ მოიკლავდა თავს სირცხვილისგან.
მართლა სამარცხვინოა ასე გამარტივება ახალგაზრდა, მოზარდილი ადამიანის პიროვნული ტრაგედიის, მისი ფსიქიკის ტკივილის, ამ ყველაზე ძნელად მისაღები საშინელი გადაწყვეტილების.
ოჯახი?.. : . გამოდის რომ ან სპეციალურად აშიმშილებდნენ ბავშვს, თვითონ კი მშვენივრად იკვებებოდნენ, რაც დამეთანხმებით, კრიმინალია, ან თვითონ კიდევ უფრო მეტად შიმშილობდნენ, რომ ბავშვებს რაღაც ნამცეცი მაინც შეხვედროდათ და რაც ამ ვერსიაში ყველაზე ლოგიკურია. ეს თუ ასეა, მართლა ძალიან მწყრალად უნდა იყო მორალთან, ღირსებასთან, უბრალოდ ადამიანობასთან, რომ ასეთ საბრალო ხალხს, იმის ნაცვლად რომ სასწრაფოდ ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზო, ( რასაც მთელს მსოფლიოში აკეთებენ პირველ რიგში) კამერებით დააცხრე თავს პანაშვიდზე და აბსოლუტურად ვულგარული ფორმით წამების ტოლფასი დაკითხვები მოუწყო და ამით კიდევ ერთი თვითმკვლელობის პროვოცირება მოახდინო .
უამრავი სისაძაგლე მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი.. ეს საბრალო ბიჭი!.. დარწმუნებული ხართ, რომ სხვა პრობლემა არ ჰქონდა, მოზარდისთვის ცოტა უფრო წონადი, ვიდრე შიმშილი? მე არ ვარ დარწმუნებული, რადგან მქონია შეხება ადვილად მსხვრევად მოზარდებთან, რადგან ვიცი რომ მოზარდებში სუიციდი ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული და მზარდი პრობლემაა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და არასდროს არ მივცემ თავს უფლებას ასე უცებ, რამდენიმე წუთში გავამარტივო თხუთმეტი წლის ბიჭის თავმოყვარეობა, მისი ტკივილი და ტრაგედია.
ამ სტატუსს რომ ვწერ, ამისაც კი მრცხვენია, იმდენად დელიკატური და სათუთია ეს უმძიმესი დრამა, რომლისგანაც ნამდვილი ბაზრის ბალაგანი მოაწყვეს დღეს.image

2
99
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
99
  
2019, 23 აპრილი, 13:12
როცა "ჟურნალისტს" ნამუსის ძარღვი გაწყვეტილი აქვს ის ნებისმიერი ტრაგედიიდან სათავისო "ექსკლუზივის გამოდნობას" ცდილობა, ამიტომაცაა ქართული ჟურნალისტიკა დეპოში...
აბსოლუტურად ვეთანხმები პაატას - არც ისე მარტივად შეიძლება ამ პრობლების მხოლოდ შიმშილთან ასოცირება, მითუმეტეს თუ არც იდგა ასე მწვავედ ოჯახში "კუჭის საკითხი".
და ეს "უდარნი" ტელევიზიების მართლაც და "ჭურნალისტები" და განსაკუთრებით 1არხის სოფო მთივლიშვნილი(თუ რაღაც მაგგვარი) გამაგლეჯინა შუაზე რა... სინდისიც კაი საქონელიაო, არც კი გაუგიათ ამ უნამუსოებს...
0 1 2