x
პარიზის "ნომერი ორი მშობლის" ტაძარი დაიფერფლა
ვალერი კვარაცხელია

სოციოლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი კვარაცხელია სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება საფრანგეთში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენას და შემდეგი სახის პოსტს უძღვნის:


ღვთისმშობელი ხომ დედაა, მაგრამ რაკი დედას საფრანგეთში მშობელი ნომერი ერთი, ან ორი (მთლად ბოლომდე არ ვარ გარკვეული, როგორა აქვს მშობელთა ნუმერაციის საკითხი გადაწყვეტილი საფრანგეთის ლიბერასტულ მთავრობას) უწოდეს, შესაბამისად, საფრანგეთში ღვთისმშობლის ტაძარი კი არა, პარიზის "ნომერი ორი მშობლის" ტაძარი დაიწვა. ნომერი ორი-მეთქი ვამბობ, ვინაიდან მშობელი ნომერი ერთი ამ შემთხვევაში, ალბათ მამა ღმერთი უნდა იყოს, მაინც...

ღვთისმშობლის ტაძარი 2019 წლის 15 აპრილს კი არ დაიწვა, საფრანგეთის კანონმდებლობამ "დედისა" და "მამის" ცნება როდესაც გააუქმა, მაშინ დაიწვა. ხალხი და სახელმწიფო, რომელიც დედის და მამის ხატს ზურგს შეაქცევს, ღვთისმშობლის ტაძარს ანადგურებს, ვინაიდან ღმერთისგან, ბუნებისგან და უზენაესისგან "დედა" და "მამა" მოდის და არა - "მშობელი ნომერი ერთი" და "მშობელი ნომერი ორი".


უმთავრესი ტაძრის შინაარსია და არა - ფორმა. ღვთისმშობლის, როგორც დედის მიმღებლობაა მთავარი, ამ ხატის სულსა და გულში არსებობაა საწყისი, ხოლო ყოველგვარი არქიტექტურული შედევრი მეორადია და სიმბოლოა იმისა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ადამიანში, ერსა და საზოგადოებაში არსებობს. აქედან გამომდინარე, როდის იწვის, როდის ინგრევა და ნადგურდება სულიერი მდგომარეობის სიმბოლურად გამომხატველი ტაძარი? მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანში, ერსა და საზოგადოებაში, მის გრძნობასა და გონებაში იწვის და ნადგურდება ტაძრის სულიერი შინაარსი და პირველსაწყისი.

ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და მეცნიერმა დომენიკ ვენერმა, 2013 წლის 21 მაისს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, პირდაპირ საკურთხევლის წინ, დემონსტრაციულად მოიკლა თავი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების გამო პროტესტის ნიშნად და განაცხადა, რომ მისი ეს საქციელი ერის სინდისის გამოღვიძებისკენაა მიმართული.
- ესაა დიადი წამი, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის! - თქვა მან და შუბლში ტყვია დაიხალა.

ეს მართლაც დიადი წამი იყო, ადამიანში ღმერთის, სინდისისა და ზნეობის გადასარჩენად მოწოდებული, მაგრამ სადღაა ადამიანი?! ვინ და როგორ უნდა გადაარჩინოს ღმერთი ადამიანში, თუკი ადამიანი აღარ არსებობს უკვე? სადღაა ღმერთის ადგილი ადამიანში, რომელმაც ადამიანი უკვე გააძევა საკუთარი არსიდან?

როდესაც დომენიკ ვენერის თავგანწირვამ შედეგი ვერ გამოიღო, როდესაც ამ მართლაც უდიადესმა აქტმა ვერაფერი გააღვიძა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მაშინ დაიწვა და დაიფერფლა.

ვიღაცა იტყვის, რა კავშირია ადამიანის, ერისა და საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობასა და მატერიალური ტაძრის შემთხვევითობით გამოწვეულ ფიზიკურ განადგურებას შორისო. საფრანგეთში ამორალური კანონების მიღებას როგორ უნდა გამოეწვია ხანძარი ერის ამ უპირველეს მატერიალურ ძეგლშიო.

აპოკალიფსისში ("გამოცხადება იოანე ღმრთისმეტყველისა") აღწერილი უსაშინლესი ფიზიკური მოვლენები როგორ უკავშირდება უზნეობის მომრავლებასა და სოდომ-გომორის ცოდვას? "მოისმა ციური ტაძრიდან და ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა! და იქმნა ელვა და ქუხილი და გრგვინვა და მიწისძვრა დიდი, რომლის მსგავსი არა ყოფილა მას აქეთ, რაც კაცნი არიან ქვეყნად. და ყოველი კუნძული გაუჩინარდა და გაჰქრნენ მთანი."

როგორ უკავშირდება უზნეობის აღზევებას ეს საშინელი ფიზიკური მოვლენები - მიწისძვრა და კუნძულთა და მთათა გაქრობა-გაუჩინარება?

ახლა კარგად დამიგდეთ ყური:

იქნებ ეს ყველაფერი, ეს ბოლო ნაწილი - კუნძულთა და მთათა გაქრობა, მხოლოდ შედარებაა და ალეგორიაა, მხოლოდ მხატვრული წარმოსახვაა და ფანტაზიაა იმის ემოციურად მოსატანად და გასააზრებლად, რაც უკვე მოხდა მაშინ, როდესაც ადამიანი ზნეობას (ღმერთს, ბუნებას და კოსმიურ წესრიგს) აუჯანყდა?
ადამიანის მიერ ღმერთის (უმაღლესი ზნეობის) უარყოფა და სატანისკენ შებრუნება უკვე ნიშნავს და ტოლფასია კუნძულთა და მთათა გაუჩინარებისა. აპოკალიფსი, ანუ ზემასშტაბური, გლობალური ნგრევა საწყისისა და საყრდენისა, სადღაც, ადამიანის მიღმა კი არ ხდება, ადამიანში ხდება, მის გონებაში ხდება, საზოგადოებრივ ცნობიერებაში ხდება და ეს იმდენად დიდი უბედურებაა, რომ ბიბლია მას ასე აღწერს: "ყოველი კუნძული გაუჩინარდა და გაჰქრნენ მთანი", ანუ სამყარო კი არ დაინგრა, ადამიანი დაინგრა, მაგრამ ეს ნგრევა სამყაროს ნგრევას ნიშნავსო...

ადამიანო, როდესაც ზნეობას კარგავ, მაშინ ხორციელდება ეს ეპიზოდები (კუნძულთა და მთათა გაუჩინარება-გაქრობა) შენში, შენს არსებასა და ცნობიერებაში. შენი გადაგვარების შემდეგ სულაც აღარაა საჭირო ეს ფინალი, რადგან ეს მხოლოდ თვალსაჩინოებაა იმისა და სხვა არაფერი, რაც უკვე მოხდა შენში, როდესაც ღმერთი უარყავი და სატანას ემონე.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მაშინ დაიწვა, როდესაც დომენიკ ვენერის გაფრთხილება არ შეისმინეს!
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მაშინ დაიწვა, როდესაც, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების გამო, პარიზის ქუჩებში პროტესტით გამოსული მილიონობით ადამიანის ღაღადისი არ შეისმინეს!
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მაშინ დაიწვა, როდესაც "დედის" და "მამის" ღვთაებრივი ცნებები წაშალეს და სატანური "მშობელი ნომერი ერთი" და "მშობელი ნომერი ორი" დაადგინეს!

ვიღაცა მაინც იტყვის: პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვა შემთხვევით მოხდაო. ნება თქვენია, გწამდეთ, როგორც გწამთ, მაგრამ, ვინ იცის, სად, რაში და როგორ ვლინდება კანონზომიერებისა და შემთხვევითობის არცთუ მარტივად გასაგები დიალექტიკა.
იქნებ ყველაზე შემთხვევითი რაც გვგონია, სწორედ ისაა ყველაზე კანონზომიერი?
ვის შეუძლია ამტკიცოს, რომ ყველაზე დიდი კანონზომიერებანი ყველაზე შემთხვევითი მოვლენების სახით არ გვეძლევა ამ სრულიად შეუცნობელ სამყაროსა და ცოდვით აღსავსე წუთისოფელში?!

2019 წლის 15 აპრილს საფრანგეთმა და მსოფლიომ მხოლოდ რეტროსპექტივით იხილა ის, რაც უკვე მომხდარი იყო, მაგრამ რასაც აქამდე ვერ ხედავდა...

3
792
2-ს მოსწონს
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
792
  
2019, 22 აპრილი, 23:30
თქვენ გაიხარეთ.
ეს შევარდნაძის კარის ჟურნალისტი იყო სამხედრო გადატრიალების ერთერთი იდეოლოგი, დოქტორი კი არა აკდემიკოსიც, რომ იყოს ეს არაა ქართველი, ესაა ქართული გვარის მატარებელი მანქურთი, რომელიც რუსეთის ღია აგენტია საქართველოში.
მთელი ცხოვრება ათეისტი იყო და ახლა გამხდარა ეს არაკაცი დიდი "მორწმუნე".
სადა აქვს ამას სინდისი?
2019, 22 აპრილი, 22:32
აი ეს, მორწმუნე კომუნისტები, რა მოვლენაა ჯერ ვერ ამოვხსენი.
ავტორს პატივისცემა - აი, ამ "სოციოლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი კვარაცხელიას" რაც შეეხება კი... მაინტერესებს, თავად თუ "გაიღვიძა" როდესაც საწყალმა გია აბესაძემ თავი დაიწვა სასტუმრო "თბილისის"(ახლანდელი Mარიოტ თბილისი) წინ 1991 წელს, როდესაც მაშინდელი ოპოზიციის მიტინგზე დემონსტრაციულად მოიკლა თავი ქართველთა დაპირისპირების პროტესტის ნიშნად და მანამდე განაცხადა, რომ მისი ეს საქციელი ერის სინდისის გამოღვიძებისკენაა მიმართული".
ზემოთ ამ კვარაცხელიას სიტყვები გამოვიყენე და ეს მაინტერესებს, მას თუ აწუხებს სინდისი ჩვენი ქვეყნის დაქცევაში შეტანილი მედია წვლილისთვის, არადა ფრანგებს დიდად ანამუსებს?..
0 1 3