x
რას შეიძლება ველოდოთ უკრაინის მომავალი პრეზიდენტისგან, ვლადიმერ ზელენსკისგან?

imageუკრაინაში დასრულდა საპრეზიდენტო რბოლა. დასრულდა საკმაოდ საინტერესო შედეგით - ხმების 90.25%-ის დათვლის შედეგად გამოჩნდა, რომ ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს 73, 13%-ით, პეტრო პოროშენკომ კი ხმების მხოლოდ 24, 49% მიიღო. თუ ამ მონაცემებსა და წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებულ რეიტინგებს გადავხედავთ, ეჭვი აღარავის შეეპარება, რომ უკრაინის შემდეგი პრეზიდენტი ზელენსკი იქნება.
საინტერესოა, რომ ბოლო წინასაარჩევნო რეიტინგების მონაცემები თითქმის ზუსტად დაემთხვა არჩევნების შედეგებს. 18 აპრილის მონაცემების მიხედვით, ზელენსკისთვის ხმის მიცემას უკრაინელი ამომრჩევლების 73% აპირებდა, პოროშენკოსთვის კი 25%.

დაახლოებით იგივე
რეალობა აჩვენა პირველივე ეგზიტპოლებმაც, რომელთა მიხედვითაც ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 25.3%.

თუმცა კითხვის ნიშანი მაინც რჩება - ვინ არის ის უმრავლესობა, რომელმაც მხარი დაუჭირა ზელენსკის? მისი მხარდამჭერები, თუ ისინი ვისაც პოროშენკოს ხელისუფლებაში დარჩენა არ სურდა და პრინციპულად არ მისცეს ხმა მოქმედ პრეზიდენტს? ალბათ, შედეგებზე ორივე ფაქტორმა იმოქმედა.

უკრაინელებმა განაჩენი გამოუტანეს "შოკოლადის მეფეს", მაგრამ როგორი შეიძლება იყოს მსახიობისა და კომიკოსის პრეზიდენტობა?

ამაზე მსჯელობისთვის 19 აპრილს ჩატარებული დებატები შეგვიძლია გავიხსენოთ. დებატები, უფრო სწორად კი ურთიერთბრალდებებით გაჯერებული კამათი დაახლოებით საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, სამწუხაროდ, ვერც ერთი კანდიდატისგან ვერ მოვისმინეთ არსებითი განცხადებები სამოქმედო გეგმაზე, პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ვერ მოვისმინეთ თუ რით შეიძლება პრეზიდენტი ზელენსკი პრეზიდენტ პოროშენკოს სჯობდეს.
გამოიკვეთა, რომ ვლადიმერ ზელენსკი, მიუხედავად კარგი მომზადებისა, პოლიტიკაზე საუბრისთვის მზად არ ყოფილა. ის კარგად იყო მომზადებული ბრალდებებისთვის, პროვოკაციული განცხადებებისთვის, თუმცა ისიც რეალობაა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული სასაუბრო დროის შევსება უჭირდა...

რა თქმა უნდა, ძნელია წინასწარ განსაზღვრო ვინ როგორი იქნება, თუმცა, ჩემი აზრით, ვლადიმერ ზელენსკი წმინდა პოპულისტი პრეზიდენტი იქნება. პრეზიდენტობის დასაწყისში არ არის გამორიცხული გაატაროს "არსებითი" რეფორმები, შეცვალოს თანამდებობის პირები, შეიძლება ვიღაცები დააპატიმროს, მაგრამ რა იქნება შემდეგ? იხილეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო
0
40
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0