x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ინტერკულტურალიზმი საქართველოში
ინტერკულტურალიზმი მრავლისმომცველი და მნიშნელოვანი თემაა. ამ საკითზე საუბრისას უნდა განვასხვავოთ მულტიკულტურალიზმი და ინტერკლუტურალიზმი, ხოლო საქართველოსთან მიმართებაში განხილვისას უნდა ავღნიშნოთ - რა გავლენა იქონია ინტერკულტურულ გარემოში თანაცხოვრებამ საქართველოში თანამედროვე სამოქალაქო კულტურის განვითარებაზე; როგორ და რა ვითარებაში ჩამოყალიბდნენ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში და რა იყო ამის განმაპირობებელი მიზეზები.

„ინტერკულტურული განათლების იუნესკოს გზამკვლევის“ მიხედვით, ტერმინი „მულტიკულტურული“ აღწერს ადამიანთა საზოგადოების კულტურულად მრავალფეროვან ბუნებას. ის არა მხოლოდ ეთნიკური ან ეროვნული კულტურის ელემენტებს აღნიშნავს, არამედ მოიცავს ლინგვისტურ, რელიგიურ და სოციო-ეკონომიურ მრავალფეროვნებასაც. ინტერკულტურალიზმი დინამიკური კონცეფციაა, ერთგვარი პროცესია და აღნიშნავს კულტურულ ჯგუფებს შორის ურთიერთობას. ის განისაზღვრება, როგორც „მრავალფეროვან კულტურებს შორის თანასწორი ურთიერთობები და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე კულტურათა გაზიარების შესაძლებლობა“.

ინტერკულტურული ურთიერთობები თავისთავში გულისხმობს მულტიკულტურალიზმს ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ ან საერთაშორისო დონეებზე და კულტურათაშორისი გაცვლის შედეგია.

რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, საქართელოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემებით, ისინი ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 16, 2%-ს შეადგენენ.

  • სომხები (7%)
  • .აზერბაიჯანელები(6%)
  • ქისტები, ჩეჩნები, ინგუშები - (ვეინახები)
  • ბერძენები
  • რუსები
  • ოსები
  • ქურთები
  • ოსები
  • უკრაინელები
  • აფხაზები

თითოეული ეთნოსის ჩამოყალიბებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისი ისტორია აქვს. მათ ძველი დროიდან დღემდე ადაპტაციის რთული გზა განვლეს და თავის დამკვიდრების პროცესი დღემდე გრძელდება. განვიხილოთ ეს პროცესი რამდენიმე ეთნიკური უმცირესობის მაგალითზე:

აზერბაიჯანელები და სომხები


ანტიკური ხანა

აზერბაიჯანელი ისტორიკოსების ცნობით, თურქულენოვანი ტომები აღმოსავლეთ საქართველოში ძვ. წ. IV საუკუნიდან ჩნდებიან, ამაზე უფრო ზუსტი ონფორმაცია გვაქვს სომხების შესახებ, რომლებიც ძვ.წ III საუკუნის დამდეგს გამოჩნდნენ, როდესაც სელევკიური სირიის მეფის, ანტიოქ III-ის, სარდლებმა სომხური სახელმწიფოები საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე გააფართოეს.

შუა საუკუნეები (ადრეული პერიოდი)

ამ პერიოდში ქრისტიანობა დიოფიზიტობად და მონოფიზიტობად დაიყო. სომხეთმა მონოფიზიტობა არჩია, ხოლო დიოფიზიტი სომხების ერთი ნაწილი, რომელმაც უარი თქვა მრწამსის შეცვლაზე, საქართველოში გადმოსახლდა. აზერბაიჯანელების მასობრივ შემოსვლას „დიდი თურქობის“ დროს ვხვდებით;

მოგვიანებით (განვითარებულ შუა საუკუნეებში)

დავით აღმაშენებელმა სომხები გორში ჩამოასახლა, რადგან მათ საქალაქო ცხოვრების გამოცოცხლებაში შეჰქონდათ მნიშვნელოვანი წვლილი. ხოლო, მეფის მიერ ყივჩაღების გადმოსახლება აზერბაიჯანული (ძველი თურქული) ტომების შემდეგი ტალღაა.

მეფის რუსეთის ოკუპაციის ხანა -

1804 წელს გენერალმა ციციანოვმა ქვემო ქართლში ერევნის და ყარსის სახანოდან და 2000 ადამიანი ჩამოასახლა (მანამდე აქ 5000-მდე სომეხი ცხოვრობდა)

ვეინახები

უძველეს ქართულ წყაროებში ვეინახები (ქისტები, ჩეჩნები, ინგუშები) ღლიღვებად, ძურძუკებად და დურძუკებად მოიხსენიებიან. საუკუნეების მანძილზე ვეინახური ტომები ქართველი მეფეების მხარდამხარ იბრძოდნენ, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გამო. განსაკუთრებული სიყვარული აქვთ თამარ მეფისადმი, რომელმაც (ქართული წყაროების მიხედვით) მათი დიდი ნაწილი საქართველოში ჩამოასახლა.

ბერძნები

ხოლო რაც შეეხება ბერძნებს, მათი პირველი დასახლებების გაჩენა შავი ზღვის სანაპიროების ბერძნულ კოლონიზაციას უკავშირდება. ბერძნული მოსახლეობა საქართველოში ანატოლიიდანაა გადმოსახლებული. როდესაც მეფე ერეკლე II-ის ინიციატივით ჩვენში დაიწყო ვერცხლის და ტყვიის მოპოვება; მაშინ მოიწვიეს ანატოლიიდან ამ საქმის მცოდნე ბერძენი ოსტატები.

აქედან გამომდინარე ფაქტია, რომ მულტიკულტურა საქართველოში არსებობს, რაც გულისხმობს მრავალი ეთნოსის, სხვადასხვა კულტურის და ჩვეულების არსებობას ერთმანეთისგან სრულიად განცალკევებით, თუმცა გვხვდება კი ამ კულტურათა შერწყმა - კულტურული ასიმილაცია ან ერთი კულტურის გავლენა მეორეზე - ინტერკულტურალიზმი?

მულტიკულტურალიზმის გავლენა ანუ ინტერკლუტურალიზმი შეიმჩნევა ლიტერატურაში: ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ ასახავს კავკასიური კულტურის (ლეკების, ჩეჩნების) გავლენას; ასევე ქართულ არქიტექტურაში. ზუსტად, რომ ვთქვათ ეს გავლენა კიარა კულტურების არსებობის დადებითი შედეგია. მაგალითად:

გურჯაანის ყოვლადწმინდა - ბიზანტიური და დასავლეთ ევროპული არქიტექტურის შერწყმის გამოხატულება.image

ელიზაბეთთალი — (ახლანდელი ასურეთი) პირველი კარგად განვითარებული სოფელი საქართველოში 1819 წელს დაფუძნდა გერმანელების მიერ. მათ აქ უამრავი ნაგეობა ააშენეს თავიანთი არქიტექტურული სტილით - მაგალითად ლუთერანული ეკლესია, რომლის ნანგრევებიღაა შემორჩენილი; ასევე 1931 წელს გერმანული არქიტექტურის მარანი აშენდა, სადაც ღვინო მხოლოდ გერმანული ტექნოლოგიებით მზადდებოდა.

imageimageთბილისში მრავლად გვხვდება „არტ-ნუვოსა“ (ფრანგული), ბაუჰაუზისა (გერმანული) და „სტალინისტური“ (საბჭოთა კავშირის დროის) სტილის არქიტექტურა. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი „არტ-ნუვოს“, ხოლო მეცნიერებათა აკადემიის შენობა თბილისში „სტალინისტური“ სტილის გამოვლინებაა.

image


საბოლოოდ, ინტერკულტურალიზმი გარკვეული ზღვარით, დადებით პროცესად გვევლინება. „არც უამისობა შეიძლება და არც ზედმეტი არაა კარგი“.
ეთნიკური უმცირესობების ჩამოყალიბება ქვეყნის ტერიტორიაზე აყალიბებს მულტიკულტურალიზმს, რომლის შედეგადაც ინტერკულტურალიზმი - სხვადასხვა კულტურის ადგილობრივ სფეროებზე გავლენის გავრცელება ხდება. ამ პროცესის გარეშე ქვეყანათშრისი კავშირი, კულტურის გაცვლა და საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების, აზროვნების განვითარება ვერ მოხერხდება; თუმცა კულტურის შერწყმა, რომელიც გარკვეულ ზღვარს ცდება იწვევს ერთი დომინანტური კულტურის მიერ მეორის „შთანთქმას“, გაქრობას.


0
263
2-ს მოსწონს
ავტორი:მარი ბირთველიშვილი
მარი ბირთველიშვილი
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0