x
მეტი
  • 22.05.2019
  • სტატია:90235
  • ვიდეო:340125
  • სურათი:452526
ჟანა

image
1# სახლის მეორე სართულიდან პატარძალი ფანჯრიდან იცქირება, მისთვის ნანატრ ოცნებას ფრთები შეესხა და იმ ადამიანის ცოლი ხდება ვინც მთელ ქვეყნიერებას ურჩევნია, მშობლები ჟანას გადაწყვეტილებას არ იწონებდნენ, მაგრამ თვრამეტი წლის ჟანა ვერაფერს ხედავდა მის ირგვლივ, არც მშობლებს დაემორჩილა და ისინიც იძულები გახდნენ, რომ დათანხმებულიყვნენ შვილს რომელიც ძალიან უყვარდათ. ჟანა დედმამიშვილებიდან მესამე იყო, ოჯახის ყველა წევრი ანებივრებდა და ყველა სურვილს უსრულებდა, მისი უფროსი და ძმა როგორც მშობლები თავს დასტრიალებდნენ, პატარა ჟანას დაბადებამ დიდი სიხარული და ბედნიერება შეიტანა ოჯახში არა მარტო მშობლებისთვის არამედ მის უფროს და ძმისთვისაც. ჟანას მამას გული წყდებოდა რომ მის პატარა გოგონას ათხოვებდა და შორეულ რუსეთში უშვებდა, დედას კი არც სიხარული და არც ბედნიერება ეტყობოდა სახეზე, ის არასდროს გამოხატავდა შვილების მიმართ ისეთ სიყვარულს როგორც მისი მეუღლე, მაგრამ დედა ხომ მაინც დედა არის და გულში ვინ იცის რა სევდას და სიხარულს ატარებდა ქალიშვილის გათხოვების გამო. ეზოში ბაბთებით გაწყობილი მანქანა შემოვიდა, მაყრიონთან ერთად, ჟანამ ფარდა გადაწია, უნდოდა დაენახა მისი საოცნებო მამაკაცი, რომლის ცოლი ხდებოდა, როგორც იქნა გოდერძი მანქანიდან გადმოვიდა, ირგვლიმ მყოფი სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ სიძის დანახვაზე, ამბობდნენ: ყოჩაღ ჟანა ეს რა ბიჭი ჩაგიგდია ხელში. სიძემ პიჯაკი გაისწორა, თითქოს იცოდა ჟანა ფანჯრიდან რომ იცქირებოდა მალულად, თვალი ზუსტან იმ ფანჯრისკენ მიაპყრო, ჟანამ მაშინვე ჩამოაფარა ფარდა და ფანჯარას მოსცილდა. დიდი მხიარულება გაიმართა. ახლად დაქორწინებულები სიხარულით შესცქეროდნენ ერთმანეს, მაგრმა ჟანა უფრო მხიარული და ბედნიერი ჩანდა ვიდრე გოდერძი, ქორწილის შემდეგ რამდენიმე დღე დარჩნენ ახლად დაქორწინებულები საქართველოში და შემდეგ რუსეთში გაემგზავრნენ. ჟანას უამრავი სიურპრიზი ელოდა მოსკოვში, მან ახალი ცხოვრება დაიწყო სხვა ქვეყანაში მშობლებისგან შორს, მისი ერთადერთი საყავრელი ადამიანი მხოლოდ ქმარი იყო და სხვას არავის იცნობდა, მხოლოდ გოდერძის იმედად იყო თვრამეტი წლის ჟანა მოსკოვში. გოდერძიმ მეუღე ნათესავების სახლში მიიყავან, ჟანას უთხრა ცოტა ხნით გარეთ გავალ და მალა დავბრუნდებიო, ეს ცოტახანი რამდენიმე დღე აღმოჩნდა, პირველი ღამე უცხო ქალაქში, უცხო ოჯახში ქმრის გარეშე გაატარა ჟანამ, თვალი არ მოუხუჭავს იმის იმედად რომ წუთი- წუთზე გოდერძი კარებს გააღებს და სახლში მოვაო, მაგრამ სამი დღის შემდეგ დაბრუნდა გოდერძი სახლში, ჟანას მაშინვე დაავიწყდა ქმრის დანახვაზე თუ როგორ ტიროდა ის ღამეები მარტოდ რომ იყო, ქმარს მოეხვია და კოცნა დაუწყო, თანვე ჰკითხა:- სად იყავი გოდრძი? გოდერძიმ ცოლი მოიცილა ისე რომ არც შეუხედავს მისთვის უპასუხა: - საქმეზე ვიყავი რომელიც შენ არ გეხება და არასოდეს დამისვა ეგ კითვა სად ვიყავი! ჟანა უსიტყვოდ მოსცილდა მეუღლეს და უკან გაჰყვა, სამზარეულოში შევიდნენ საჭმელი გაუმზადა მეუღლეს და თვითონაც იქვე გვერდით დაუჯდა. ისე გავიდა სამი თვე ჟანას ერთი თბილი სიტყვა არ ღირსებია ქმრისგან, საკუთარ თავს ეკითხებოდა რამ შეცვალა ეს ბიჭი? ნუთუ ეს ის გოდერძია რომელიც მე მიყვას? ეს ის გოდერძი ხომ არის რომლის გამოც მშობლები და ძმა დავტოვე და მას გამოვყევი, ეს ხომ ის სიყვარულია რომელზედეც გაცნობის დღიდან ვოცნებობდი. გოდერძი ასე რამდენიმე დღე სახლში გაჩერდებოდა შემდეგ კი ისევ გაუჩინარდებოდა და გამოჩნდებოდა. კითხვაზე კი სად იყავი გოდერძი ვითომც არ ესმოდა, არ პასუხობდა. სამითვის ფეხმძიმე ჟანას ქმარმა სამუშაოდ წასვლა მოსთხოვა. - გეყოს რაც დაისვენე და ჩემს კისერზე იცხოვრე, ჯობია შენი ფული თვითონ გამოიმუშავო და ბაზარში წახვიდე, ჩვენებთან როგორც ისინი ვაჭრობენ შენც იგივე გააკეთე!!! ისიც დათანხმდა და სიცივეში ქარში თუ წვიმაში ბაზარში იდგა და ვაჭრობდა. ფეღმძიმე ჟანას უჭირდა დილით ადგომა და წასვლა ბაზარში, ამის გამო სულ ჩხუბი მოსდიოდათ ცოლქმარს, გოდერძი ეუბნებოდა: გეზარება წასვლა და იგონებ რომ ავად ხარ. ერთ დილას ჟანამ წინაარმდეგობა გაუწია ქმარს და უთხრა: - დღეს ვერ წავალ ბაზარში არ შემიძლია თან ძალიან ცივა და არ გავცივდე მეშინია. გაცოფდა გოდერძი და ფეღმძიმე ცოლს თბეში სწვდა, საწოლიდან გადმოათრია და იატაკზე დააგდო. უყვიროდა: -დროზე ადექი ჩაიცვი და ბაზარში წადი! შენი წუწუნი შენთვის შეინახე ჩემთან ეს არ გაგივა, შენს მშობლებთან ხომ არ გგონია რომ ხარ?! ჩემი ცოლი ხარ და მე უნდა დამემორჩილო, რასაც გეტყვი იმას გააკეთებ!!! ახლა კი ადექი და მომეზადე სასწრაფოთ ბაზარში წადი! ჟანა ტირილით წამოდგა იატაკიდა, ტანსამელი ჩაიცვა და წავიდა...!!! 2#ნაწილი 1995 წელი. მოსკოვი ქუჩის ბაზრობაზე იმყოფება და ვაჭრობს ლამაზი გოგონა, ცისფერ თვალება. სახეზე ტკივილს და სევდას ადვილად შეამჩნევდით, შემცივნებულ ხელის მტევნებს ერთმანეთზე ისმევდა რომ გამთბარიყო.. გამვლელები გაკვირვებულები ხშირად ეკითხებოდნენ ჟანას: ნუთუ პატრონი არ გყავს? ამ სიცივეში ფეხმძიმე ქალს რომ გარეთ გიშვებენო? მათ კითხვებს ჟანას ნაცვლად გოდერძის მამიდა პასუხობდა: -რაც შენი საქმე არ არის იქ ცხვირს ნუ ჰყოფ. ჟანას პრობლემა ის იყო საბუთის გარეშე არალეგარულად იმყოფებოდა მოსკოვში, რაც მისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ჟანას ფიქრებში აშენებული ბროლის კოშკი თანდათან იმსხვრეოდა, მაგრამ სიყვარული მაინც არ ქრებოდა გოდერძის მიმართ. თითქოს მასზე იყო მიჯაჭვული და თავის დაღწევას ვერ ახერხებდა, ვერც საკუთარ მშობლებს ეკონტაქტებოდა ხშირად. დრო მოვიდა და გოგონა გააჩინა, მასავით ლამზი ცისფერ თვალება, ჟანა ბედნიერი იყო თავისებურად, რადგან გვერდით ყავდა მამაკაცი, რომელიც უყვარდა და ეყოლა მისგან შვილი, ყველა ტკივილი თუ დამცირება ავიწყდებოდა, როცა გოდერძის ხედავდა, მაგრამ მალევე ქრებოდა ის ბედნიერება რადგან გოდერძის უხეშობას საზღვრები არ ჰქონდა. რამდენიმე დღე დაჰყო ჟანამ სამშობიაროში და სახლში გამოწერეს. უფლის მადლით პატარა კარგი გასაზრდელი ბავშვი იყო. მშვიდი მხოლოდ ჭამის დროს თუ წამოიტირებდა და მაშინვე ჩუმდებოდა. ხუთი თვის იყო ნია როცა ჟანას ქმარმა მოსთხოვა ემუშავა ისევ ბაზარში. "უკვე გეყო სახლში ყოფნა! ჩემი და დედაჩემის ხარჯზე ცხოვრება, წამოდი იმუშავეო." რა გაეწყობოდა. დათანხმდა ჟანა, ბავშვი საბავშო ეტლით წაიყვანდა და მთელი დღის მანილძზე, სიცივეში თუ მზეზე იჯდა ბაზარში ბავშვთან ერთად. 3# წლის და ორითვის გახდა ნია, ჟანას დედამთილმა განაცხადა. -მე საქართველოში უნდა წავიდე, ბავშვს წავიყვან და თქვენც მალე ჩამოდით, გვეყო რაც აქ ვიმუშავეთ, ჩვენს სოფელს დაუბრუნდეთო. ჟანა დაეთანხმა დედამთილს, წინააღდეგი რომც ყოფილიყო არავინ დაუჯერებდა, მაინც ისე იქნებოდა, როგორც დედამთილს სურდა. პატარა ნია ბებიამ წაიყვანა საქართველოში, ჟანას იმედი ჰქონდა, რომ შვილს მალე ნახავდა. რთული აღმოჩნდა დედისთვის შვილის დაშორება, დღე და ღამე ტიროდა იგი. დედას შვილი ენატრებოდა, სულ მისი ხმა ჩაესმოდა ყურში, ხშირად იყო, რომ შვილის ტანსაცმლს გულში ჩაიკრავდა, ფიქრებში ესაუბრებოდა. გოდერძი დღითი დღე უფრო უარესად ექცეოდა, ხშირად სცემდა უმიზეზიდ. ჟანას მშობლებს მისი შვილი ბედნიერი ეგონათ შორეულ რუსეთში, ჟანა არ უმხელდა წერილებში მშობლებს, თუ რაოდენ გაუსაძლის მდგომარეობაში იყო. როგორ სცემდა ის ადამიანი, რომლის გამო ოჯახის წინააღმდეგ წავიდა და მას გაჰყვა ცოლად. ჟანა ძველებურად აგრძელებდა ცხოვრებას ტირილში და დარდში. შვილი ყოველთვის ენატრებოდა, მეუღლე ხშირად დატოვებდა და რამდენიმე დღის შემდგე გამოჩნდებოდა, მთელ ღამეებს კლუბებში და ძმაკაცებთან ატარებდა, ნარკოტიკებს მიეძალა. ხან მთვრალი ბრუნდებოდა სახლში, ხან კიდევ ნარკოტიკიკით გათიშული, სახლში მოსული გოდერძი ჟანას სცემდა, ცოლის წინადადებაზე ერთად გაეყიდათ ბაზარში ბოსტნეული, გოდერძი ბრაზდებოდა და ეუბნებოდა: - ამას როგორ მკადრებ. ეს შენი საქმეა და შენ გააკეთე. მე შემეშვი ჩემი ცხოვრება მაქვს. ერთ დღეს ბაზარში ჟანას იქვე მოვაჭრე კაცმა უთხრა: შენმა ქმარმა ჩემგან ფული ისესხა. უკვე დიდი დრო გავიდა და თუ იმ ფულს ერთ კვირაში არ დამიბრუნებთ მერე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებო. ჟანამ ტირილი დაიწყო არ იცოდა იმ წუთს რა მოემოქმედებინა. მერე გადაწყვიტა გოდერძის მამისთვის დაერეკა და მოეყოლა ეს ამბავი. გოდერძის მამა რამდენიმე დღეში ჩავიდა მოსკოვში და ჟანას დაუწყო კამათი.... შენ არ ყოფილხარ ჩემი შვილის ცოლობის ღირსი, თავიდანვე არ მომწონდა ეს საქმე, ვიცოდი რომ არაფერი გამოგივიდოდა და ვერ მოახერხებდი ქმრის იმ ჭაობიდან ამაყვანას სადაც ის იყო, ვიცოდი შენ ვერ შეძლებდი მიგეხედა ოჯახისთვის. ჩემი ცოლის ბრალია რომ იფიქრა რუსის ქალების აკიდებას მაინც ქართველი ყავდეს ცოლად ის ჯობიაო, აი შედეგიც ეს მივიღე! გოდერძი ისევ იმ ცხოვრებით ცხოვრობს, ისევ იკარგება და ისევ ფულს სეხულობს შენ რა ცოლი ხარ თუ ქმრის მოვალ პატრონობა ვერ შეძელი, სადაც ქმარს ვერ მიხედე იქ ვერც შვილს გაზრდი. შენ შეიძლება დედობის უფლება ჩამოგართვათ!!! ჟანა ისმენდა და პატარა ბავშვივით ტიროდა, არაფრის თქმის სურვილი არ ქონდა. იცოდა რომც ეთქვა მის სიტყვას ფასი არ ქონდა.ფიქრობდა: რისთვის ღმერთო, რისთვის ვისჯები ასე სასტიკად, რა დავაშავე, მე ხომ არავისთვის არასოდეც ცუდი არ მდომებია, მე ხომ არასდროს ბოროტება არ ჩამიდენია, ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ის ადამიანი შევიყვარე ასე ძალიან ვინც ჩემი ღირსი არ არის, ალბათ იმის ბრალი არის რომ ყველაფერი დავთმე მის გამო, მშობლებს არ დავუჯერე თავის დროზე, საკუთარ ცხოვრებაზეც კი ვთქვი უარი და აი შედეგი, ყველა ჩემი წინააღმდეგია, ყველას თვლის რომ მე ვარ დამნაშავე, არა მეტი არ შემიძლია ჩემს მშობლებს აუცილებლად უნდა გავაგებინო როგორ ვარ მე აქ, ესენი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბავშვი წამართვან, მამას უნდა ვთხოვო დახმარება ის შემიცოდებს, ის არის ერთადერთი ამ ქვეყნად ვისი იმედიც მაქვს. 4#ჟანამ მის დას ეკას დაურეკა ტელეფონზე, მოუყვა მისი გასაჭირი, ეკამ მაშინვე მამას მოუყვა ჟანას ტკივილი, განრისხებული მამა სასწრაფოდ წავიდა გოდერძის მშობლების სახლში. იქ შვილიშვილი დახვდა, რომელიც ჯერ არ ენახა. გოდერძის დედას მოთხოვა, რომ ბავშვი დედასთან წაეყვანა, გოდერძის დედამ ჟანას მამასთან საუბარის შემდეგ ბავშვი მოსკოვში დედასთან წაიყვანა. დედა ნიასათვის უცხო აღმოჩნდა. არ ეკარებოდა, მხოლოდ ბებოსთან სიახლოვე სურდა, დედა როგორც კი ხელს მოჰკიდებდა მაშინვე ტირილს იწყებდა. მას დედა ორი წელი არ ჰყავდა ნანახი, პატარა ნიასთვის ბებო იყო უკვე დედა. სხვა დედა მან არ იცოდა. ჟანასთვის წამების ტოლფასი იყო შვილის ასეთი ქცევა. ამიტომ ცდილობდა როგორმე შეეყვარებინა შვილისთვის თავი, უმღეროდა, ზღაპრებს უყვებოდა და ნელ-ნელა მიიჩვია კიდევაც, პატარა ზოგჯერ ტირილს დაიწყებდა და ბებოსთან გაიქცეოდა. ჟანა ისევ დაორსულდა, ქმარი და დედამთილი ურჩვდნენ მოეცილებინა, მაგრამ ჟანამ გადაწყვიტა ბავშვის გაჩენა. ერთ დღეს ფოსტიდან მშობლებთან დარეკა. გაიგო რომ მამა ცუდად იყო და მას ჟანა ძალიან ენატრებოდა. გოდერძის და დედამთილს ფული სთხოვა, მისცეს და ნიასთან ერთად საქართველოში წავიდა. 1997 წლის ივლისი იყო, ჟანა საქართველოში გაემგზავრა. სახლში მისულ ჟანას დედა დახვდა, დედამ თითქოს ვერ შემაჩნია შვილის დაბრუნება, არც შვილისშვილისკენ გაუხედავს, გაოგნებული უცქერდა ჟანა, დედისგან არ ელოდა ასეთ რეაქციას, მას ხომ რამდენიმე წელი არ ენახა დედა, ფიქრობდა ახლა მაინც ვიგრძნობ დედის სითბოს რომ ჩავალ მონატრებული ვეყოლები და ჩემს შვილთან ერთად გულში ჩამიხუტებსო, მაგრამ ამაო გამოდგა ჟაას ფიქრი, დედა ისევ ისეთი ცივი დახვდა. რა გაეწყობაო გაიფიქრა და მამა მოიკითხა, დედამ უპასუხა: მამა ყანას თოხნის. მაშინვე გაიქცა ჟანა ყანაში. მამამ მის დანახვაზე ტირილი დაიწყო სიხარულიდან. - ჩემი გოგო მოსულა, მამამ ენაცვალოს, რატომ ჩამოდი შვილო ამხელა გზაზე ცოდვა ხარ, ფეხმძიმე, მე აწი კი უნდა წავიდე იმ ქვეყნად, შენ კი უნდა იმრავლო შენ ქმარშვილთან ერთად. -როგორ მამა რა გამაჩერებდა იქ როცა გავიგე, რომ შენ ცუდად იყავი, რატომ ხარ აქ, რატომ არ ისვენებ? -არაუშავს შვილო საქმე არ იცდის, მარტო შენი ძმა ვერ გაწვდება სამეურნეო საქმეს, ცოტა წავეხმარე მეც, წამოდი ახლა სახლში დავისვენოთო. მეორე დღიდან დედამ დაიწყო წუწუნი, რომ ძალიან უჭირდათ. - არაფრის საშუალება არ გვაქვს რომ წამალი ვიყოდო. -აქ ძლივს გაგვაქვს თავი საჭმელი რომ ვჭამოთ, ახლა მამაშენის ავადმყოფობა დაგვემატა, დამხმარე არავინ გვყავს, ყველა თავისთვის ფიქრობს, ერთს არ იფიქრებს ვინმე რომ ხელი წამაშველოს. - დედა როგორ ფიქრომ მე რომ მქონდეს რაიმე საშუალება არ მოგეხმარებოდით? მე რომ მქონდეს ფული როგორ ფიქრობ მამას წამალს არ ვუყიდდი, აქ რომ ჩამოვსულიყავი ფული მოვისესხე და ისე წამოვედი, მხოლოდ უკან გასაბრუნებელი ფული მაქვს.უპასუხა ჟანამ დედას. -რას მოეთრეოდი მერე ფული თუ არ გქონდა, შენი თავი რით მომჭრა იმას ფიქრობ სულ, ჯერ ის რომ ეს ფეხმძიმე ქალი ჩამოდი მარტო, ქმრის გარეშე, რას იფიქრებს ხალხი, არ იტყვიან რომ ქმარმა გამოგაგდო? რას მოდიოდი საერთოდ, დატეულიყავი იმ შენ მოსკოვში, ვინ შეგეხვეწა რომ ჩამოდი, უფულო ჩემი თავი არ მინდა შენ რას დამემატე, ის ფული რაც მგზავრობაში დახარჯე ჭკუა გეხმარა და გამოგეგზავნა, რა გაუკეთდა ახლა მამაშენს შენი ნახვით? არაფერი, ფულს კი გამოვიყენებდით, წამლას ვუყიდდით და დალევდა. განრისხებული ეუბნებოდა ჟანას დედა. ერთი თვე გაჩერდა ჟანას საქართველოში და წავიდა ისევ მოსკოში. ჟანა ჩაფრინდა მოსკოვში მეუღლე აეროპორტში დახვდა, ეგონა სიხარულით შეხვდებოდა გოდერძი, მაგრამ პირიქით მოხდა, არ გახარებია მეუღლის და შვილის დაბუნება. სახლში მიიყვანა ცოლშვილი თვითონ კი როგორც ყოველთვის წავიდა, ჟანა გააფრთხილა სახლიდან გარეთ ფეხი არ გაედგა რა გაეწყობოდა ეგუებოდა ჟანა ბედს იმის იმედად რომ ერთ დღესაც ყველაფერი დალადგებოდა. ჟანამ მეზობლიდან გაიგო რომ გოდერძის საყვარელი გაუჩენია, ის კი კატეგორიულად უარყობდა ამას მან მეუღლლის უფრო დაიჯერა ვიდრე მეზობლის, მას ხომ ძალიან უყვარდა მეუღლე, არ უნდოდა დაეჯერებინა რომ სხვა ქალი კიდევ არსებობდა მისი საყვარელი მამაკაცის ცხოვრებაში, მაგრამ ეს ყველაფერი მცდარი ფიქრები აღმოჩნდა. ერთ დღესაც ყველაფერი ნათელი გახდა, გოდერძის მართლაც ყოლია საყვარელი და მის გამო საკმაოდ ბევრი ვალი დადებია, მევალეების გამუდმებული სტუმრობამ ჟანა დარწმუნდა გოდერძის საქმე კარგად არ იყო. გოდერძის დედა ყოველთვის შვილს ამართლებდა, ამბობდა ერთოთახიანში ვცხოვრობთ და გოდერძი ვერ ეგუება ასეთ სივიწროვესო. ჟანამ თუ ეს ხელს უშლის გოდერძის სახლში მოსვლას გადავიდეთ სხვა სახლში და ისიც გაჩერდება სახლშიო, ასეც მოხდა, იქირავეს სხვა უფრო დიდი ბინა, მაგრამ გოდერძი ისევ არ მიდიოდა სახლში. ჟანას მშობიარობის დროც დადგა ეყოლა გოგონა რომლის დაბადება ჟანას მეტს არავის გახარებია, ზედაც არ უყურებდა არც ბებია ბაბუა და არც მამა პატარას, დრო გადიოდა ჟანა სახლში შვილებს უვლიდა ქმარი როგორც ყოვეთლთვის ღამის კლუბებში საყვარელთან ერთობოდა, სულაც არ ანაღვლებდა როგორ იყო მისი ცოლშვილი, ჟანას სახლში ყოფნა დიდიხანს ვერ აიტანა გოდერძის მშობლებმა და ისევ მოითხოვეს ჟანა ბაზარში წასულიყო მათთან ერთად სავაჭროდ ამიტომ უფროსი შვილი ბაღში წაიყვანა პატარა კი მასთან ერთად ბაზარში. თებერვლის თვე იყო ღია ცის ქვეშ იჯდა ბავშვთან ერთად და ხილ-ბოსტნეულს ყიდდა. სიცივეში მარისთან ერთად მთელი ზამთარი გაატარა ბაზარში, სახლში დაღლილი ბრუნდებოდა, არავინ იყო მისი შემცოდე, არც ქმარი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა, სწორედ ეგ იყო მიზეზი რომ ისჯებოდა. არავინ არ უნდა გიყვარდეს შენს თავზე მეტად, სადაც თავს კარგად ვერ გრძნობ ადგე და უნდა გაეცალო იქაურობას, მაგრამ წასასვლელი არსად ჰქონდა, ამიტომ ითმენდა ამ ყველაფერს იმის იმედად, რომ ოდესმე მისთვის დადგებოდა გაზაფხული. 5# დადგა ზაფხული, დათბა, უკვე ისეთი რთული არ იყო გარეთ ღია ცისქვეშ მუშაობა. ერთ დღეს დედამთლიმა უთხრა ჟანას: მე დავიტოვებ ბავშვს და შენ იმუშავე ბაზარშიო. ისიც დათანხმდა. გოდერძიმ როგორც კი ჟანა დაიგულა მარტო ბაზარში დაუწყო მიკითხვა და ფულის გამოძალვა ნარკოტიკებისათვის, თან აფრთხილებდა ჟანას, რომ არავისთვი ეს არ ეთქვა, თორემ ცემაში ამოხდიდა სულს, ისიც მთელი დღის ნაშრომს გოდერძის უწილადებდა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა დედამთილისთვის გაენდო ეს ყველაფერი. ერთ დღეს დედამთილი ბაზარში მივიდა ჟანასთან და ჟანამ უთხრა. -დედა რაღაც მინდა გითხრა, უკვე ვეღარ ვიტევ გულში, ამდენ დარდს და ფიქრს. -ჰმ, ნუთი შენ ფიქრის და დარდის უნარი გაგაჩნია? გაიღიმა. -ოღონდ სიტყვა მომეცი, რომ არ იტყვი მე რომ გითხარი. -რაიყო ვინმე მოკალი? რა საიდუმლო გაქვს ასეთი? -დედა გოდერძი წამალს იკეთებს. -რა წამალს გოგო, რას ბოდიალობ შენ, ამ შუა ბაზარში არ გამაგიჟო ახლა? -ის ფული რასაც თქვენ ფიქრობთ რომ იკარგება გოდერძის ვაძლევ, არ მაძლევს სხვა საშველს, მოდის აქ და მიაქვს ფული. ნარკოტიკებისთვის. დედამთილი განრისხდა, ყვირილი დაიწყო. -რეებს მიედ მოედები ახლა შენ?! საღამოს სახლში მოხვალ და იქ გაგცემ პასუხს, გოდერძის კი ყველაფერს ვეტყვი, სანამდე მიხვედი ფულს შენ იპარავ და მას აბრალებ!! სამუშაოდან სახლში დაბრუნებულ ჟანას კართან ტირილის ხმა მოესმა. კარი შეაღო და დედამთილი ტიროდა. -რა მოხდა ხომ მშვიდობა არის? რატომ ტირი? საქართველოდან ცუდი ხომ არ არის რაიმე? -რა საქართველოდან, გოდერძი მოკვდა... ვინ გოდერძი დედა რას ამბობ? -შედი და ნახე საძინებელში. საძინებლ ოთახში გოდერძი საწოლზე იწვა, მან ჟანას უთხრა: -რა აკივლებს იმ ქალს უთხარი გაჩუმდეს! ამის შემდეგ უკვე ცნობილი გახდა გოდერძის ნარკომანობა, უკვე ჟანას ფულს არ კმაყოფილდებოდა, სახლიდან დაიწყო ფულის მოპარვა. გავიდა დრო ჟანა ზრდიდა შვილებს და ეგუებოდა ნარკომან მეუღლეს, ვაჭრობაში ცოტა ფულიც დააგროვა და მაღაზია გახსნა, ჟანა ფიქრობდა დავიღალე აღარ მინდა ასეთი ცხოვრება, გავცილდები, მარგამ შვილები აკავებდა. რამდენიმეჯერ დააწვინეს გოდერძი ნარკოლოგიურში სამკურნალოდ, მაგრამ დადებითი შედეგი არ იყო, ერთ დღეს ჟანა სახლში დაბრუნდა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გოდერძიმ ჩხუბი დაუწყო, ბოთლი ესროდა და თავში მოხვდა ჟანას. წაიქცა და გაითიშა გონზე რომ მოვიდა სასწრაფოს ექიმი ადგა თავზე, გოდერძის მის მიმართ სიბრალულის გრძნობაც არ გამოუჩენია. გამოჯანმრთელების შემდეგ ჟანა ისევ სამუშაოს დაუბრუნდა.მისი მაღაზიის შემოსავალმა იმატა და მან ბინის ყიდვა გადაწყვიტა. ცოტა თანხით მამამთილი დაეხმარა და ოროთახიანი ბინა შეიძინა. თან მშობლებსთვის ფინასნურად დახმარება დაიწყო. ერთ დღეს ჟანს დედამთილს შეატყობინეს მისი ძმის ავადმყოფობის შესახებ დედამთილი და გოდერძი საქართველოში წავიდა. ჟანა დარჩა შვილებთან ერთად და თავს ბედნიერად გრძობდა, მაგრამ ეს ბედნიერაბა დიდხას არ გაგრძელდა, რამდენიემე თვეში მასაც მოუწია საქართვლოში წასვლა, იქ ჩასულ ჟანას გოდერძი უკეთესად დახვდა, არ იკეთებდა ნარკოტიკბს, მაგრამ მას ჟანას მიმართ აგრესია არ განელებია. ჟანას კიდევ სურდა დარჩენილიყო ცოტა ხნით საქართველოში მაგრამ გოდერძის გამო იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, დაბრუნდა მოსკოვში გოდერძი კი საქართველოში დარჩა. რამდენიმე დღეში საქართევლოდან ურეკავენ ჟანას რომ გოდერძი მანქანით ფეხით მოსიარულე ბიჭს დაეტაკა, საბედნიეროდ ბიჭი გადარჩა გოდერძის კი პირობითი მისცეს. ამ ამბის გამო ისევ მოუწიათ საქართველოში დაბრუნება. გოდერძის ჟანას ჩასვლა არც გახარებია, მისთვის სულერთი აღმოჩნდა ცოლის ჩასვლა მასთან. მისთვის ხომ ჟანა ერთი სათამაშო იყო რომელსაც როცა უნდოდა მაში მიაყენებდა შეურაცყოფას, ჟანა მივიდა იმ გადაწყვეტილებაზე რომ უკვე გაზრდილ შვილებს დალაპარაკებოდა. დაისვა შვილები და მათ აუხსნა, რომ გოდერძისთან გაჩერება არ შეეძლო ის მოსკოვში აპირებდა დაბრუნებას, შვილებს კი არჩევანის საშუალება მისცა, თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქცეცით, რადგან დიდები ხართ და იცით რა ჯობია, გადაწყვიტეთ გინდათ დარჩით აქ მამასთან, გინდათ ჩემთან წამოდით მოსკოვში, ბავშვებმა დედას უთხრეს რომ მას მარტო არასოდეს დატოვებდნენ. ჩაეხუტა შვილები დედას და ატირდნენ. მალე ჟანა შვილებან ერთად ჩუმათ გაიპარა სახლიდან და მოსკოვში. როცა გაიგო გოდერძიმ რომ ცოლ-შვილი სახლში არ ჰყავდა, დედას დაუწყო ჩხუბი, მეზობლებები რომ არ ჩარეულიყვნენ გაშველებაში გოდერძი დედის მკვლელი გახდებოდა. გოდერძი ვერ ახერხებდა მოსკოვში წასვლას. მას ქვეყნიდან გასვლის უფლება კანონით აკრძალული ჰქონდა. 2010წელის სექტემბერი იყო, გოდერძი საქართველოში მარტო ცხოვრობდა, ერთ საღამოს გადაწყვიტა ძმაკაცებთან ერთად ექეიფა და ჟანას ძმაც დაპატიჟა მასთან. მოილხინა გოდერძიმ მეგობრებთან ერთად. როდესაც ყველა წასასვლეგად გაემზადა ჟანას ძმას სთხოვა მასთან დარჩენილიყო და ისიც დარჩა, გამთენიისას კი ისმის გოდერძის ყვირილის ხმა, მიშველეთ ნოდარი ცუდად არის, მეზობელი რომ მივიდნენ ადგილზე დახვდათ თავგატეხილი დასისხლიანებული ნოდარი, რომ იკითხეს რა მოუვიდაო, გოდერძიმ უპასუხა რომ ჟანას ძმა აივნიდან გადავარდა. მაშინვე სავადმყოფოში წაიყვანეს მეზობლებმა ნოდარი. თავის ქალა გატეხილი აღმოჩნდა, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, ოპერაციის შემდეგ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა, ვერავის ცნობდა წონაში იკლებდა, დღითი დღე მის სიცოცხლე საფრთხე ემუქრებოდა. ჟანამ გაიგო ძმის ამბავი და მაშინვე საქართველოში წავიდა, ბავშვები მოსკოვსი დატოვა. ერთი თვე იცოცხლა ნოდარიმ და გარდაიცვალა, გაჩნდა ეჭვი რომ ეს მკვლელობა იყო, ჟანას მშობლებმა მოითხოვეს ყველაფერის გამოძიება, მკვვლელობის კვალი კი გოდერძიმდე მივიდა, მაშინვე დაიჭირეს. 6#ჟანას და გამწარდა. ათას შეურაცმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდა ჟანას, დედა შვილებს უწყევლიდა, არც უფიქრდებოდა, რომ ჟანს შვილები მისი შვილისშვილები იყვნენ, მამა საგონებელში ჩავარდა რა ექნა არ იცოდა, მეზობლი ეუბნებოდა სახლი გადაეწვა გოდერძისთვის, ის კი ამბობდა, ეს როგორ გავაკეთო, ის სახლი ხომ ჩემი შვილის არის? ამას როგორ მეუბნებით? რა ვქნა ერთი შვილი ჩავდევი მიწაში და მეორე ცოცხლად დავმარხო? არა! ვერ გავიმეტეს ჩემს შვილს, ისიც საკმარისია ერთი რომ მომიკვდა. ჟანამ ერთ დღეს საგამომძიებლო ექსპერიმეტის ჩატარებისას გოდერძი დაინახა . აღმოჩნდა რომ გოდერძის სინანულის გრძნობა არ გააჩნდა. ჟანას წინ იდგა ადამიანი, რომელმაც ძმა მოუკლა, სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქცია. უცქერდა მას ჟანა და გულში ამბობდა. ნუთუ ეს ადამიანი მე მიყვარდა? ნუთუ ამ ადამიანის სიყვარულის გამო ავიტანე ამდენი დამცირება? შეურაცყოფა რაც აქამდე მიგემია? რიცთვის უფალო?! სად შევცდი? სად დაუშვი შეცდომა? საღამოს სუფრასთან ისხდნენ და ჟანას დედამ ჩხუბი დაუწყო; შე ძმის მკვლელო, ყოველლთვის წინააღმდეგი ვიყავი შენი ნარკომანი ქმარის გვერდით რომ ცხოვრობდი, არადა არ დაადგი საშველი, რომ გაშორებოდი და აი რა მიიღე, ძმა მოკალი ძმა!!! ჟანას მამამ ვერ მოითმინა და ცოლს დაუწყო ჩხუბი: -ნუთუ არ გესმის რომ ჟანა არაფერ შუაშია, განა მას უნდოდა რომ მის ქმარს ძმა მოეკლა? რატომ არ ფიქრობ და რატომ არ აზროვნებ იმას, რომ ერთი შვილი უკვე გყავს მიწაში და მეორეც რომ მოკვდეს რას შვები მერე?! -მოკვდეს! მოკვდეს! მკვდარი მირჩევნია იყო ეს ძმის გამყიდველი, ვიდრე ცოცხალი. ხმა არ ამოუღია ჟანს იჯდა და ტიროდა. ჟანას ძმის მკვლელს ეძახდნენ, ის დედას მხოლოდს წყევლისთვის ემეტებოდა, საკუთარი და ლანძღვით მოიხსენიებდა. იგი მხოლოდ მამას ეცოდებოდა. ჟანა სასამართლო ბოლო სხდომას არ დასწრებია.გოდერძის შვიდი წელი მიუსაჯეს. გადიოდა დრო ჟანა რუსეთშია და ნელ-ნელა ეგუებოდა მდგომარეობას დედამთილ მამამთილი რწმუნდებიან რომ ჟანა არის ქალი, რომელსაც უყვარს ოჯახი, შვილები, მაგრამ არავინ იცოდა რა დარდს და სევდად ატარებს მისი გული. ყოველ მის სევდას და ღიმილს აკვირდებოდა ირგვლივ მყოფები. რომ გაიცინებდა რა აცინებსო იტყოდნენ, დარდიანს რომ შეხედავდნენ ნიღაბს ირგებს, თორებ არაფერს არ დარდობსო ამბობდნენ. მას ახალი სამსახური მოსკოვიდან მოშორებით სხვა ქალაქში ჰქონდა, ბავშვები მოსკოვში ბებია ბაბუასთან იყვნენ, ჟანა ნაქირავებში ცხოვრობდა, შაბათ კვირას ჩადიოდა შვილები ჟანასთან. ერთ დღეს სამსახურში ჟანას შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ მამა ციხიდან გამოვიდა. შიშისგან ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, კანკალი დაიწყო, იქვე მყოფმა თანამშრომლებმა დაამშვიდეს . მათ არ იცოდნენ, რომ ჟამას ქმარი ციხეში ყავდა, იმის გამო რომ ძმა მოუკლა. რამდენიმე წუთში ისევ ტელფონზე ზარია, დახედა საქართველოს ნომერი იყო, აკანკალებულმა უპასუხა, გოდერძიმ უთხრა; - მე დღეს ციხიდან გამოვედი, განვთავისუფლდი და მალე გნახავ! ხმა არ გასცა ჟანამ ისე გათიშა ტელეფონი. დადგა 2016 წლის მაისი, გოდერძი მოსკოვში ჩავიდა, დაიწყო ბავშვების შევიწროება. ჟანას მიმართ მუქარები, ეუბნებოდა თუ სახლში არ დაბრუნდებოდა შვილების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. ჟანას სურდა დრო გაეყვანა და ბავშვებს არაფერი მოსვლოდათ, ამიტომ უგზავნიდა ფულს გოდერძის, ის ისევ დაუბრუნდა ადრინს ცხოვრებას და იაფფასიანით ნარკოტიკის მოიხმარების შედეგად "ჰალუცინაციები" დაეწყო. უკვე დღითი დღე გაუსაძლისი საშიში იყო ბავშვების მამასთან გაჩერება. დედას ურეკავდნენ, აპირებენ დედასთან წასულიყვნენ, ჟანა ცდილობდა შვილები დაემშვიდებინა. მამა შვილებს ჟანასთან წასვლის უფლებასაც არ აძლევდა. ერთ დღეს ისტიტუტუდან დაბრუნებული გოგოები მთვრალმა გოდერძიმ სარდაფში ჩაკეტა. ჟანას დაურეკა ტელეფონზე, თუ არ ჩავიდოდა შვილებს ცოცხალს ვერ ნახავდა. გოგოებმა მეზობელს დაურეკეს და სარდაფს თავი დააწიეს. ჟანამ მათ უთხრა სახლიდან გამოიპარეთო. ამის თქმა და გოგოები ათ წუთში სახლიდან გავიდნენ და მეგობარის დახმარებით დედასთან წავიდნენ. გოგოებმა აკადემიური შვებულება აიღეს ინსტიტუდან, მამას და ხიფათს, რომ მორიდებიდნენ. ჟანას სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ცხოვრობდნენ ვიწროდ, მაგრამ ამითაც კმაყოფილები იყვნენ, გოდეძიმ დაიწყო ისევ მუქარები, რომ სამივეს მოკლავდა, მაგრამ ჟანა მუქარებს მიეჩვია და მისი აღარ ეშინოდა. ცხოვრება განაგრძო შვილებთან ერთად. ერთხელ მამამ ჟანას დაურეკა და რჩევა მისცა: -ჩემო ჟანა, გოდერძის არასოდეს შეურიგდე, იყავი ძლიერი ქალი, არასოდეს არ შეუშინდეს ცხოვრებას, დღეს თუ არ გაგიმართლა აუცილებლად დადგება დრო, რომ იქნები ძალიან ბედნიერი, ალბათ საჭირო იყო ეს ყველაფერი რომ გადაგვეტანა, მთავარია არასოდეს დაეცე, შენ არაფერი დაგიშავებია ამაყად იარე, გაუფრთხილდი შვილებს, ისინი შენი სიმდიდრეა. ჟანა უსმენდა მამას და ტიროდა. რამდენიმე დღეში მამა გარდაიცვალა. ვერ ჩავიდა ვერ დაიტირა მამა, ცხოვრება ხომ ისე არ არის მოწყობილი, როგორც ჩვენ გვინდა, ათასი სირთული გვხვდება ყოველთვის. მხოლოდ ნია წავიდა ბაბუის დასატირებლად და დარჩა საქართველოში. რამდენიმე თვეში ჟანას მოდის ტელეფონზე შეტყობინება ნიასგან. სადაც დედას წერდა. რომ გათხოვდა, გაყვა იმ ბიჭს, რომელიც წლებიას უყვარს და მას ვერაფერი დააშორებდა, არ მოეწონა ჟანას შვილის გადაწყვეტილება, მაგრამ რა გაეწყობოდა, შეეგუა ბედს, მის შვილს ხომ ის უყვარდა, მანაც ხომ ის აირჩია ცხოვრების თანამგზავრად ვინც ძალიან უყვარდა, ვერც ამ შემთხვევაში წავიდა ჟანა საქართველოში, შვილს ფული გაუგზავნა და ბედნიერება მიულოცა. ერთ დღეს ჟანას მამამთილი ურეკავს ტელეფოზე და თხოვს რაც შეიძლება მალე გაყიდოს მოსკოვის ბინა. ჟანამ უთხრა: წაიყვანე გოდერძი აქედან, ბინა დაცალეთ და გავყიდი. მართლაც ისინი ისე მოიქცნენ როგორც ჟანამ უთხრა, გოდერძი წავიდა საქართველოში, ჟანამ შინ დაბრუნდა, იმ საღამოს ტირილში გაათია, აგონდებოდა იქ გატარებული ნატანჯი დღეები, მეორე დღიდან შეუდგა ბინის გალამაზებას, ნელ-ნელა ყველაფერი შეიძინა, რამდენიმე თვეში სტუმრად მამამთილი და ნია თავისი ქმრით ესტუმრა ჟანას, მამამთილი ფიქრობდა რომ ჟანა ბინას გაყიდდა და მისგან წილს მიიღებდა, აქ კი სულ სხვა რამ დახვდა, განრისხდა, დაუწყო კამათი, მაგრამ ვერა და ვერ დაიყოლია ჟანა ბინის გაყიდვაზე. ერთი თვე დაჰყვეს მოსკოვში მიამ და მისმა მეუღლემ შემდეგ კი დედას დაემშვიდობეს, საქართველოში დაბრუნდენ. ჟანამ გააგრძელა ცხოვრება მშვიდად. დრო და დრო გოდერძის ურეკავს. ყოველ დარეკვის ჯერზე ზეპირად იცის რასაც ის ეტყვის. ცხოვრება გრძელდება, ჟანას არავინ და არაფერი აინტერესებს შვილების გარდა. მათი კეთიდღეობისთვის ფიქრობს, უნდა რომ სამაგალითო დედა იყოს. მან არ იცის რა სიურპრიზს უმზადებს კიდევ ცხოვრება, მან ყველა ტკივილი აიტანა, ის ცხოვრობს ყველასგან შორს და მე მჯერა დადგება ჟანასთვისაც აუცლიებლად კარგი დღეები, ის დაბრუნდება საქართველოში წელგამართული და ძლიერი ქალი....

0
306
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0