x
image
გემი დალანდი
უჩვეულო და შოკისმომგვრელი ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან
“კულტურული შოკი"-ალბათ გსმენიათ ეს გამოთქმა. ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობისას, სასიამოვნო ემოციებთან ერთად, შესაძლოა ამ ქვეყნის უჩვეულო და ზოგ შემთხვევაში უსიამოვნო წეს-ჩვეულებებმაც დაგამახსოვრონ თავი. წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს:


1.ინდოეთი

imageისინი, ვინც ინდოეთში იმოგზაურა, აღნიშნავენ, რომ ტუალეტის ქაღალდი ამ ქვეყანაში არც თუ ისე პოპულარულია. მის მაგივრობას წყლიანი თასი სწევს, საიდანაც, ტუალეტის შემდგომ, ინტიმური ადგილები უნდა დაიბანოთ. სასტუმროები ხშირ შემთხვევაში იმიტომ არიდებენ თავს ტუალეტის ქაღალდის გამოყენებას, რომ შესაძლოა ქაღალდი საკანალიზაციო მილში გაიჭედოს და ამან დამატებითი ხარჯები გამოიწვიოს.


2.ინდონეზია


imageინდონეზიაში, ტიდონგების საზოგადოებაში, მიუღებელია სააბაზანოთი სარგებლობა ქორწილიდან 3 დღე-ღამის განმავლობაში. ამან შესაძლოა წყვილის ქორწინებაზე ცუდად იმოქმედოს. ამიტომ, ოჯახის წევრები თუ ნათესავები ზრუნავენ, რომ წყვილიდან რომელიმეს ტუალეტით სარგებლობა არ მოუნდეს და ამის თავიდან ასარიდებლად რაც შეიძლება ცოტა სასმელს და საჭმელს აძლევენ.


3.მასაი

imageმიუხედავად იმისა, რომ ფურთხება უამრავ ქვეყანაში ცუდ ტონად ითვლება, კენიელი მასაები ამ ჟესტს მისალმებისას იყენებენ პატივისცემის ნიშნად: სანამ ხელს ჩამოგართმევენ, ამ ტომის წარმომადგენლები აუცილებლად დაიფურთხებენ ხელზე.


4.მექსიკა

imageვარდი -საუკეთესო საჩუქარია როცა გრძნობების გამოხატვა გვსურს. ასე ითვლება მთელ მსოფლიოში. თუმცა, ფერების შერჩევისას სიფრთხილე გმართებთ. მექსიკაში ყვითელი ვარდი სიკვდილს უკავშირდება, ამიტომ მისი ჩუქებისგან თავი შეიკავეთ.


5.გერმანია

imageგერმანიაში ქორწილს უჩვეულო ტრადიცია უკავშირდება, რომელსაც პოლტერაბენდი ეწოდება. ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე სტუმრებს წყვილის სახლში კერამიკის ჭურჭელი მიაქვთ, რომელსაც ამტვრევენ, წყვილმა კი სახლი უნდა დაალაგოს. ითვლება, რომ ამას მომავალი ქორწინებისთვის წარმატება მოაქვს.


6.დანია

imageეს ტრადიცია მე-16 საუკუნიდან მოდის. თუ ადამიანი თავის დაბადების დღეზე ისევ მარტოხელაა, მეგობრები მას დარიჩინს აყრიან. ეს ტრადიცია, სავარაუდოდ, სუნელებით მოვაჭრეებს უკავშირდებათ, რომლებიც ხშირად მოგზაურობდნენ და ოჯახის შესაქმნელად ვერ იცლიდნენ.


7.ვენესუელა

image
არ აქვს მნიშვნელობა ღონისძიებაზე მიდიხართ, საქმიან შეხვედრაზე თუ წვეულებაზე, ვენესუელაში ყველა აგვიანებს. ეს ადამიანები თითქოს ტკბებიან შენელებული ტემპით.


8.უნგრეთი

imageუნგრეთში მოგზაურობისას შესაძლოა გაკვირვებულმა აღმოაჩინოთ, რომ აქ ჭიქების მიჭახუნება პოპულარული სულაც არაა. ეს ტრადიცია 1848 წლიდან იღებს სათავეს, როცა ავსტრიამ უნგრეთის რევოლუცია ჩაახშო და გამარჯვებას ჭიქების მიჭახუნებით აღნიშნავდნენ. შედეგად, უნგრელებმა ამ ჟესტს ბოიკოტი გამოუცხადეს და ასე გრძელდება 150 წელია.


9.ბრაზილია

imageროცა ბრაზილიურ ტომის სატერე-მავეს წარმომადგენელი სრულწლოვანი ხდება, მან ტრადიციული ცეკვა უნდა შეასრულოს. მთავარი კი აქ ისაა, რომ ცეკვის დროს ჭიანჭველა-ტყვიებით სავსე ერთგვარი “თათმანები" უნდა ეკეთოს. ამ ჭიანჭველების ნაკბენი კი ძალიან მტკივნეულია.


10.ვანუატუ

imageვანუატუში ერთი უცნაური ტრადიცია არსებობს:იმისთვის, რომ კარგი მოსავალი აიღონ, ადგილობრივი მამაკაცები ხის მაღალი ნაგებობიდან ხტებიან, რომელიც სახელდახელოდაა აგებული და ამ გზით, როგორც ირწმუნებიან, ჯანმრთელობასაც იუმჯობესებენ და მოსავლის სიუხვეზეც დადებით ზეგავლენას ახდენენ.


11.საფრანგეთი

imageსაფრანგეთში 25 ნოემბერს წმ. ეკატერინეს დღეს აღნიშნავენ, რომელიც გასათხოვარი ქალების მფარველად ითვლება. ქალები, რომლებმაც 25 წელს მიაღწიეს და გათხოვილები არ არიან, ამ დღეს მწვანე და ყვითელფერებიან ქუდს იხურავენ, რაც სიბრძნეს და რწმენას გამოხატავს.


12.სამხრეთ აფრიკა

imageახალი წლის დადგომას ბევრ ქვეყანაში ფეიერვერკით აღნიშნავენ. სამხრეთ აფრიკაში კი, აპართეიდის შემდეგ, სხვა ტრადიციებია: აქ ადამიანები ავეჯს პირდაპირ ფანჯრებიდან ისვრიან. ამ პროცესს პოლიცია აკონტროლებს, რომ არავინ დაშავდეს.


13.ფინეთი

imageსაუნა-ფინური კულტურის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც საქმიანი შეხვედრების დროსაც კი იყენებენ. მიღებულია, რომ საქმიანი პარტნიორები გაცილებით მყუდრო გარემოში ხვდებოდნენ ერთმანეთს.


14.ჩინეთი

imageიმ დროს, როცა სხვა ქვეყნებში ქორწილის დროს სიცილი და მხიარულებაა, ჩინეთში საპატარძლო ქორწილამდე ერთი თვის განმავლობაში ტირის. მას ოჯახის სხვა წევრებიც უერთდებიან იმის საჩვენებლად, თუ როგორ ახარებთ მომავალი ქორწილი.




0
2645
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2645
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0