x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მე არ შემიძლია ვატარო ჩადრი და ამით, უკან წარსულისაკენ გადავდგა ნაბიჯი

image ფარუხრუ ფარსა (1922 — 1980) — ირანელი პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი, პედაგოგი, პირველი ქალი მინისტრი ირანის ისტორიის მანძილზე, განათლების მინისტრი.
ფარუხრუს დედა, ფახრე-აფაგ ფარსა იყო პირველი ირანული ჟურნალის რედაქტორი, რომელიც ქალებზე წერდა, ის გახლდათ ასევე ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი. მისი აზრით ირანელ ქალებს სრული უფლება ჰქონდათ მიეღოთ განათლება. სწორედ ასეთი კრიტიკული აზრების გამო ის მეუღლესთან ერთად გადაასახლეს ქალაქ ყუმში, სადაც 1922 წელს დაიბადა ფარუხრუ. რამდენიმე ხნის შემდეგ ირანის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჰასან მოსტოუფიმ ნება დართო ოჯახს დაბრუნებულიყვნენ თეირანში.
ფარუხრუ ფარსამ მიიღო სამედიცინო განათლება, რომლის შემდეგაც სკოლაში დაიწყო მუშაობა პედაგოგად. აღსანიშნავია, რომ სკოლა ატარებდა საფრანგეთის ეროვნული გმირის, "ორლეანელი ქალწულის" სახელით ცნობილ ჟანა დ არკის სახელს. სკოლაში ფარუხრუსთან იღებდა განათლებას ირანის "იმპერატრიცა" ფარახ დიბე.
1963 წელს ფარსა აირჩიეს ირანის პარლამენტში და პირველივე დღიდან დაიწყო პეტიციების წერა ირანის შაჰის მუჰამედ რიზა ფეხლევის მისამართით, თხოვნით-მიეცათ ქალებისათვის ხმის მიცემის უფლება, რაც შაჰმა იმავე წელს ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის შედეგების შემდეგ დაამტკიცა და პარლამენტს სთხოვა შეეტანათ კონსტიტუციაში ცვლილებები აღნიშნული შესწორებებით.
1965 წელს ფარსა დაინიშნა განათლების მინისტრის მოადგილედ, ხოლო 1968 წლს უკვე განათლების მინისტრად.
ირანის რევოლუციის დროს ფარსა დააკავეს და ციხეში მოათავსეს. 1980 წლის 8 მაისს ფარუხრუ ფარსა დახვრიტეს. თავის ბოლო წერილში, რომელიც მან მიწერა ოჯახის წევრებს ის წერდა: "მე ექიმი ვარ, აქედან გამომდინარე მე არ მეშინია სიკვდილის, სიკვდილი წამის გაელვებაა და მეტი არაფერი. მე სიკვდილს უფრო ადვილად და მხიარულად შევხვდები, ვიდრე ვიარო იმ სირცხვილით, როგორ სირცხვილადაც ვთვლი ძალადობის გზით ქალებისათვის მოხვეული ჩადრს. ვერ მოესწრებიან ჩემი ნახევარ საუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, რაც მე ქალების უფლებებს შევწირე მოვინანიო რამე და ამით სიცოცხლე შევინარჩუნო.
მე ვიბრძოდი კაცებისა და ქალების თანაბარი უფლებებისათვის და მე არ შემიძლია ვატარო ჩადრი და ამით, უკან წარსულისაკენ გადავდგა ნაბიჯი".

0
399
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0