x
მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილზე: რასაც ეს მიირთმევს, მეტი არც ღირს

imageთიანეთის მერი თამაზ მეჭიაური საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს ერთი ფრაზით ეხმაურება: "რასაც ეს მიირთმევს, მეტი არც ღირს".

ამის შესახებ მეჭიაური "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდები თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს. მისივე თქმით, თითოეულმა ადამიანმა დღეში საშუალოდ გამოკვებისთვის ოთხი ლარი უნდა დახარჯოს, რაც რეალობასთან დაახლოებული თანხაა.

0
229
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენა18
ელენა18
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0