x
image
_K_
Mediator image
არის თუ არა "სპანჯბობის" ყურება სახიფათო ბავშვებისთვის
image

2011 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 60-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათ მენტალური ტესტი ჩაუტარეს და როგორც აღმოჩნდა, ბავშვებმა, რომლებმაც "სპანჯბობს" უყურეს, ბევრად ცუდი შედეგი აჩვენეს, ვიდრე დანარჩენებმა.


ბავშვთა განვითარების სპეციალისტ დოქტორ დიმიტრი ქრისტაკის თქმით, სწრაფი ტემპით მიმდინარე მულტფილმების ყურება სარგებლიანი არ არის ბავშვებისთვის. "მარტო იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს უყურებს ბავშვი ტელევიზორს, ისიც მნიშვნელოვანია, თუ რას უყურებს", - ამბობს ის.


სხვა კვლევამ, რომელშიც აკვირდებოდნენ, რამდენი ხანი შეძლებდნენ ბავშვები გაძლებას, რათა მეზობელ ოთახში დამალული ტკბილეული არ აეღოთ, აჩვენა, რომ ბავშვებმა, რომლებსაც "სპანჯობი" ჰქონდათ ნანახი, საშუალოდ 4 წუთით ნაკლებ ხანს შეძლეს მოთმენა.



ვირჯინიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორ ანჯელინ ლილარდის თქმით, პრობლემა მარტო "სპანჯბობში" არაა და ნებისმიერი სწრაფი ტემპით მიმდინარე მულტფილმის ყურება სახიფათოა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით სკოლაში წასვლისა და მეცადინების წინ.


კვლევების გარდა, არსებობს მოსაზრება, რომ "სპანჯბობის" ყურება ბავშვებს ლოგიკურად აზროვნების უნარს უქვეითებს. ზოგი ამას სერიოზულად აღიქვამს, ზოგი კი - ერთობა. შეიძლება, საქმე არც ისე რთულადაა და მულტფილმის ყურებას არც ისე დიდი გავლენა ჰქონდეს ბავშვის განვითარებაზე.


სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ალოგიკურობის მაგალითს მულტფილმიდან. თქვენზეა დამოკიდებული, ამას სერიოზულად აღიქვამთ თუ გაერთობით. ბოლოს კი თავად გადაწყვიტეთ, სახიფათოა თუ არა "სპანჯობის" ყურება ბავშვებისთვის.








1. როცა სპანჯბობი ბუშტებს ბერავს შუშის ჩაფხუტიდან.

image








2. როცა მისტერ კრაბსი ცდილობს, თავისი ფული წყალდიდობისგან დაიცვას, არადა, უკვე წყალქვეშაა.

image








3. როცა ოკეანის ფსკერზე ნაძვის ხე გაიზარდა, მაგრამ ჟანგბადის ნიღაბი სჭირდებოდა სასიცოცლოდ.

image








4. როცა სპანჯობმა და პატრიკმა ბუშტი მისი ნარჩენებისგან და ჰაერისგან აღადგინეს.

image








5. როცა სიბნელე გავლენას ახდენს პატრიკის სმენის უნარზე.

image








6. როცა სენდის შუშის ჩაფხუტი ახურავს და მაინც შეუძლია, თითები პირთან მიიტანოს.

image








7. ყოველთვის, როცა წყალქვეშ კოცონია გაჩაღებული.

image








8. მაგრამ განსაკუთრებით კი ამ დროს:

მეკობრე: -სპანჯბობი თან არ მოგიყვანიათ, არა? იმედი მაქვს, თავისი მოსაწვევი მიიღო.

სპანჯბობი: -ამ წვეულებაზე წასვლა მინდა, მაგრამ მოსაწვევის წაკითხვა არ შემიძლია... ვინც ეს დაწერა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ წყალში ნაწერი იდღაბნება!

პატრიკი: -მართალია. მოდი, ცეცხლში შევაგდოთ.

image








9. როცა პატრიკმა ჭიქები ბინოკლად გადააქცია.

image








10. როცა თევზი ისეთი მდიდარია, რომ წყალქვეშ აუზი აქვს, რომელშიც კიდევ ერთი აუზი აქვს.

image








11. როცა თევზი იხრჩობა და დახმარებას ითხოვს...

image








12. როცა მისტერ კრაბსი მუსიკას თვალებიდან უსმენს...

image


და მისი ქალიშვილი ვეშაპია.

image






13. როცა სქუიდვორდი წყალქვეშ რწყავს ყვავილებს.

image








14. როცა მთელი ოთახი იყინება, მასში არსებული წყლის გარდა.

image








15. როცა სპანჯბობის მრგვალ სახლს კუთხეები აქვს.

image








16. როცა წყალქვეშ საპონი საპნად რჩება.

image








17. და საერთოდ, როცა სპანჯბობი მოლაპარაკე სამზარეულოს ღრუბელია, რომელიც ანანასში ცხოვრობს წყალქვეშ.

image

თქვენ რას ფიქრობთ? შეიძლება თუ არა, რომ "სპანჯბობის" ყურება სახიფათო იყოს ბავშვებისთვის? გაგვიზიარეთ❤








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 25 ალოგიკურობის მაგალითი ანიმაციებში

image


2. ყველა დროის 100 საუკეთესო ანიმაცია
image

3. სპეცეფექტების ძალა: როგორ იღებდნენ სინამდვილეში ჩვენს საყვარელ ფილმებს

image
0
131
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0