x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
შეწყვიტეთ ქართველი ერის სოციალურ-ეკონომიკური გენოციდი! მომხვეჭელთა ხროვავ, წადით ხელისუფლებიდან!"-
image
"მილიარდელ-მილიონერების ხელისუფალთ აშკარად არ აწყობთ ბავშვთა სიკვდილიანობის (თვითმკვლელობის) გახშირებული ფაქტების გახმაურება და ამ შემთხვევაშიც შეეცადა მის მიჩქმალვას.
ჟურნალისტის მოვალეობაა გამოაშკარავოს ასეთი ფაქტები, მაგრამ სუსმა და ადგილობრივმა გამგებელმა მობილიზება გაუკეთა თავის აგენტურას და შეეცადა ჟურნალისტის საქმიანობის აღკვეთას აგრესიული ქალებითა და მამაკაცების მეშვეობით, რაც კიდევ უფრო აღმაშფოთებელია.
ჟურნალისტს აქვს თმენის ვალდებულება და ეს ჟურნალისტიც აღიჭურვა თმენით სასურველი ინფორმაციის მოპოვების სანაცვლოდ. ჟურნალისტზე ძალადობა და ხელისშეშლა კანონით ისჯება მსოფლიოში.
ვაშა ამ ჟურნალისტს, რომელმაც გამგებელს გამოსტყუა მამხილებელი ინფორმაცია, რომ "მე დილიდან აქ ვარ, ამ ოჯახშიო". მაშასადამე, გამგებელი დილიდან "მუშაობდა" ოჯახში, რათა გადაებირებინა გასაცოდავებული ოჯახის წევრები, რომლებიც სოციალურად დაუცველები ყოფილან და სტატუსის შენარჩუნების მოტივით, ვაგლახ, რომ ცრუობდნენ და მალავდნენ ბავშვის თვითმკვლელობის ნამდვილ მიზეზს.
ვინც ასეთ რეჟიმს მიესალმება და ამუნათებ მამაც და პროფესიონალ ჟურნალისტს, იგი რეჟიმის ტაშისმკვრელია. ჟურნალისტს, ზნეობა, მორალი და პროფესიონალიზმი ავალდებულებს, სწორედ, ნებისმიერ სიტუაციაში მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია და არც მიცსეს რეჟიმს სიცრუით გაიხანგრძლივოს არსებობა და გააბითუროს ერი!
ივანიშვილო, მოუწოდე თქვენს მილიონერ ხელისუფალთ შექნან ფონდი ღატაკთათვის, რათა 21-ე საუკუნეში, სწორედ თქვენი მმართველობის პირობებში შიმშილით არ იღუპებოდნენ მოზარდები.
შეწყვიტეთ ქართველი ერის სოციალურ-ეკონომიკური გენოციდი! მომხვეჭელთა ხროვავ, წადით ხელისუფლებიდან!"- გაზეთ "განმათავისუფლებლი" მთავარი რედაქორი, ლეილა ცომაია
0
167
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0