x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
მოზარდმა თავი რომ მოიკლა, ეს ჩვენი, ჟურნალისტების ბრალიცაა.....პოლიტიკოსებს, ვისაც თავს ლაფს უნდა ვასხამდეთ ვაპიარებთ.

image
"შიმშილით და სიღარიბით გამწარებულმა მოზარდმა თავი რომ მოიკლა, ეს ჩვენი, ჟურნალისტების ბრალიცაა.
ჩვენი ბრალია იმიტომ სოციალურ თემებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენი ბრალია იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს, ვისაც თავს ლაფს უნდა ვასხამდეთ ვაპიარებთ.
იმის ნაცვლად რომ გაჭირვებული ადამიანების ყოფაზე ვიტიროთ, იმას ვაჩვენებთ საზოგადოებას როგორ მღერიან, ცეკვავენ და კუნტრუშობენ პოლიტიკოსები.
ჩვენი ბრალია იმიტომ რომ მხოლოდ ცნობადი სახეების და მათთან დაკავშირებული პირების ტრაგედიებს ვაშუქებთ და ლამისაა ეს ყოველივე ერის ტრაგედიად წარმოვაჩინოთ.
ამ დროს უამრავი ტრაგედია ხდება ჩვენს გარშემო, მაგრამ მათი გაშუქება არ გვინდა.
ჩვენთან ერთად დამნაშავეა საზოგადოებაც, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანების გასაჭირი.
არადა ყველა ადამიანი ერთნაირია.
სიღარიბე და გაჭირვება განაჩენი არ არის." - წერს ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი

1
162
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
162
  
21 აპრილი, 13:45
შორენა მარსაგიშვილო, რუსთავი2-ის უნამუსოდ გავრცელებულ დეზინფორმაციას ავრცელებთ, არ მოუკლავს შიმშილის გამო იმ მოზარდს თავი.
სინდის-ნამუსზე ნუ აიღეთ ჟურნალისტების ნაწილმა ხელი...
0 1 1