x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
შეტაკება და ორმხრივი დაპირისპირება პანკისში

პანკისის ხეობაში მიმდინარე ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა დღეს ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილზე დილიდან მობილიზებული იყო სპეცრაზმელებისგან და პოლიციელებისგან შემდგარი დანაყოფი.

image

დანაყოფს გადაკეტილი აქვს იმ ადგილამდე მისასვლელი გზა სადაც ტრაქტორები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობს.

მოსახლეობის გამოჩენის შემდეგ კორდონი უფრო გაძლიერდა, ადგილზე დამატებითი ძალები გამოჩნდენ და დაპირისპირებაც მალევე დაიწყო.

image

მოსახლეობა შიშველი ხელებით და ქვებით იყო შეიარაღებული, ხოლო პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

image

ადგილზე სასწრაფო დახმარების მობილიზება გახდა საჭირო, დაშავებულია რამოდენიმე ადგილობრივი.

მოსახლეობა ჰესის მშენებლობის შეწყვეტას ითხოვს.

8
189
შეფასება არ არის
ავტორი:თეიმურაზ ლაცაბიძე
თეიმურაზ ლაცაბიძე
189
  
25 აპრილი, 17:28
ზვიადის დროს ვერ ჩასახლდებოდნენ ეს ხალხი პანკისში და რეალურად დიდი პრობლემა ეს სოფლები. ყველა ხელისუფლება ერიდება მაგათან რეალურად დატაკებას,რადგან მომგებიანი არ არის არც საზოგადოების და არც საერთაშორისო დონეზე. არადა ნაღმია,რომელიც როდის ამოქმედდება არავინ იცის.
25 აპრილი, 17:25
ეგრეა. სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს,რუსებს შეეკრენ და ქართველები დახოცეს. საქართველო მანამ ვერ გამოვა სიტუაციიდან,სანამ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა. იმ ხალხის ნაწილი ისევ პოლიტიკაშია და ხალხს კი მოკლე მეხსიერება აქვთ. ზვიადის მთავარი დანაშაული იყო ფანატიკოსობა,საქართველო ფანატიკურად უყვარდა. ეგეთი ადამიანი არც მაშინ და არც ახლა არავის აწყობს. თავი მოიკლაო და ეგ ისე იყო თავის მომკვლელი,როგორც მე შუშანიკის დამწერი. რამდენი ხანია მის საქმეს იძიებენ და ხანდაზმულობა გადიოდა,მერე პარლამენტმა ქულები დაიწერა და გაგრძელეს. ახალი თაობა წამოვიდა და ამ თაობამ დააფასა ზვიადი. ახლა ყველა ცდილობს პოლიტიკური ქულები დაიწეროს და სათავისოდ გამოიყენოს მისი სახელი. ილია ჭავჭავაძეს შემთხვაც ეგრეა,ერია თუ ბერი ყველა მას იჩემებს. ეკლესიამ წმინდა მართალი უწოდა და რა საერთო აქვს ილიას წმინდანობასთან,ეგ არ ვიცი:)
აუუუ, როგორ გეთანხმები, რომ იცოდე... ყველაფერზე რაც თქვი და განსაკუთრებით - "დედა რო არ მ... თავის დროზე სახელმწიფო დამნაშავეებს" აი ამზე!
23 აპრილი, 0:03
როცა პარტიული,ენჯეოშნიკური წესდება უფრო მაღლა დგას,ვიდრე ქვეყნის სიყვარული,მაშინ უნდა აგერიოს გული ამ ვითომ ნარჩევ საზოგადოებაზე. ამ ქვეყანაში ვეღარ გაიჭაჭანებენ პუჩისტები,სარიშვილები და იოსელიანები. ეს იმის ბრალია დედა რო არ მ... თავის დროზე სახელმწიფო დამნაშავეებს
22 აპრილი, 23:59
ხო მარა რაღაც არ მჯერა,რომ ჰესების ამბავი ყოფილიყო. სხვა ძალას ჩვენი წამოკიდება უნდოდა და რაღაც პონტში გამოუვიდათ. სოლიდარობაპანკისელებს გავუპროტესტე მარიამს იმის გამო,რომ უახლოეს წარსულში ბევრი ცუდი მოხდა ემოციებზე მიღებული გადაწყვეტილებებით,ხოდა მგონია,რომ უნდა ვისწავლოთ რაღაც ჩვენ შეცდომებზე. მხარე არ უნდა აირჩიო ასეთ დროს და როცა 99.9% გეცოდინება რა და როგორ მოხდა,მაშინ ვისაც უნდა იმას გამოუცხადონ სოლიდარობა. როცა ხანძარია,ყველა ცდილობს მის ჩაქრობას და არა მის უფრო აგიზგიზებას. მთელი დღე გუშინ პანკისელების მხარდამჭერი განცხადებები,პოსტები და რავი რა აღარ ისმოდა. ეს კი ცეცხლზე ნავთის დასხმაა
ვეთანხმები ინდიქტოს - მართლაც და ორივეს უნდა დაეწუნოს ქმედება!
ვაღიარებ, არაფერი მსმენია ამ ჰესის შესახებ გუშინდლამდე და ზოგაგად ვიტყვი, რომ ჰიდროენერგია ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უალტერნატივოა, თუმცა ძალიან მაღიზიანებს გიგანტური ჰესების "ამბები".
სადღაც აქ წავიკითხე(არ ვიცოდი), საქართველოში 14000-მდე მდინარეაო, ეს რამხელა სიმდიდრეა, ვერც ამას ვაცნობიერებთ... ჯანდაბას, კაი, მე ვერ ვიგებ ამის მნიშვნელობას, მაგრამ ვინც ავირჩიეთ, იმის დანიშნულმა ამ დარგის სპეციალისტმა ხომ უნდა იცოდეს?! პატარ-პატარა ჰესები, მახსიმუმ 15 მეგავატიანები, სულ მცირე 4-5 მეგავატიანები, ყველა თუ არა, არსებული მდინარეების მეოთხედზე რომ დავდგათ, ძაან მაგარი თუ არა, "კაი პონტი" არ იქნება??? მოსახლეობაზე რომ გაიყიდოს აქციები(50% მაინც), მერწმუნეთ, ხალხის უმრავლესობა ლუკმას გამოიღებს პირიდან და ასეთ საქმეში ჩადებს, მომავლისთვის - პირადულისთვისაც და ქვეყნისთვისაც... მარა არა, დიიიდი ჰესები უნდათ, მსხვილი ენერგო კომპანიები ისე ვერ "სუქდებიან" და ქვეყნის ეკოლოგია და ინტერესი ვის ანაღვლებს?
21 აპრილი, 23:33
ზუსტად ის ხდება,რაც მაშინებდა მთელი დრის მანძილზე. ეს ფაქტი,რაც მოხდა არის სირცხვილი მთელი საქართველოსი,ეს რომ იცოდეთ. ძალიან ბევრი კითხვაა პასუხ გაუცემელი და მეთოდურად მივყვეთ. 35 პოლიციელი არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა,არსებობს პროტესტი მშვიდობიანად გამოხატვა და არა ხელკეტებით ან ქვებით,კიდევ დამატებითი ძალების შეყვანა,სიტყვები ეს ჩვენი სოფელია და ვინ მისცათ ეს ვერ გავიგე,აფხაზეთს და ოსეთს მიხედეთ,რა საჭირო იყო ამის წამიძახება, ჩვენი აქედან გასახლება უნდათ,პრემიერის ღლიცინი ჟურნალისტებთან, ასევე პრემიერის "ქუჩური" ტონი და კიდევ ბევრი იყო. გასაგებია,რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება,მაგრამ არც ის ხალხია ყველაფერში მართალი. საიდან მოიტანეს,რომ ვინმეს მათი გაყრა უნდა. სოლიდარობა პანკისელებს ადვილი სათქმელია ეხლა,მაგრამ დიდი ხანია,რაც ამ საკითხზე მიდის საუბარი და სად იყო ეგ სოლიდარობა? არ მგონია მართებული რომელიმე მხარის დაჭერა,რადგან ხელისუფლებას თავში აუვარდება მსგავსი მხარდაჭერა და ის მოსახლეობა კი დაიჯერებს,რომ ის სოფელი მართლა მათია ან პოლიციელს რასაც უნდა იმას გაუკეთებენ. ამიტომ,რას გავაკეთებთ ამ საკითხთან მიმართებაში კარგად ასაწონია და ეგრე მარტივად არ არის საქმე. კარგად გაიხსენეთ,როგორ მოხდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობის პროვოცირება ან რა შედეგები მოყვა ამ ყველაფერს. ჩემი აზრია,რომ ორივე მხარეს უნდა დაეწუწოს ასეთი საქციელის გამო.
21 აპრილი, 17:46
სოლიდარობა პანკისელებს
0 1 8