x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფაეთონტი

ფაეთონტიფაეთონტი იყო მზის ღმერთის პელიოსისა და კლიმენას შვილი. ეთიოპიაში სახელგანთქმული ვაჟკაცი იყო. იგი ამაყობდა თავისი შთამომავლობით. ზევსის შვილმა ეპაფმა ეჭვი შეიტანა მის შთამომავლოაბზე და დასცინა.
ფაეთონტი დედასთან მიიჭრა და შესჩივლა. დედამისმა კლიმენამ ყველაფერი იფიცა, რომ ის ნამდვილად ზღვის ღმერთის პელიოსის შვილია. ამის შემდგომ ფაეთონტი მამამისის სასახლისკენ გაემართა, რადგან დარწმუნებულიყო სიმართლეში. იგი უზარმაზარ სასახლეში მოკრძალებით შევიდა, შეჰყურებდა ძვირფას, ბრწყინვალე სასახლეს და გონს ვერ მოსულიყო, ყოველივე ამას ცხადად ხედავდა თუ სიზმრად. ჰელიოსმა დიდის თავაზიანობით მიიღო ფაეთონტი, მამობრივი სიყვარულით ოქროს სავარძელი შესთავაზა და გვერდით ჩამომჯდარ საყვარელ შვილს ლმობიერად შეეკითხა: „რა გაგჭირვებია ჩემო ბიჭუნა?"
ფაეთონტმა მოახსენე სიტუაცია როგორ და რანაირად იყო.
"ჩემო საყვარელო ფაეთონტ მე შენს შვილობაზე არასოდეს უარს არ ვიტყვი!"- უთხრა პელიოსმა.
თუკი ასეა საყვარელო მამავ, ერთი დღით დამითმე მზის ფრთოსანი ეტლი უთხრა ფაეთონტმა. ჰელიოსი ფაეთონტის შეუსაბამო თხოვნამ მეტად დააღონა, მზის მფლობელი ღრმად დარწმუნებული იყო, რომ ფაეთონტი ფრთოსანი ეტლით მოგზაურობას ვერ შესძლებდა, მაგრამ შვილს აუსრულა ეს წადილი და დასთანხმდა წინადადებაზე.

ფაეთონტი

ფაეთონტი გაბედულად ჩაჯდა ეტლში, მოიმარჯვა სადავეები, ერთი–კი განზე შეარხია მათრახი, და ცხენებმა ჩიტივით მოიტაცეს ცის სივრცისაკენ ჰელიოსის ფრთოსანი ეტლი. . გააფრთებული ცხენები ერთიანად დაგიჟდნენ და უგზოუკვლოდ მიაქროლებდნენ ეტლს. მზის ღმერთის ჰელიოსის ეტლი ხან ცის სივრცეში დატრიალებდა, ხან მიწის მახლობლად ჩამოეშვებოდა. ფაეთონტი შიშმა მოიცვა და ფეხები აუკანკალდა. ეტლის სიმხურვალემ დააშრო მდინარეები, ხანძარი გაუჩინა ბუნებას. ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა ჭექა-ქუხილი მიუვლინა ფაეთონტის ეტლს და ნაწილებად დაშალა. ფაეთონტის გაცივებული, მთლიანად შეტრუსული გვამი სამშობლოს მოშორებით იპოვეს და იქვე დაასაფლავეს.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0