x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90134
  • ვიდეო:340050
  • სურათი:452467
14 000 ბავშვი სკოლაში ვერ დადის, სიღარიბე გაიზარდა, უფრო მეტი ოჯახი მიმართავს სესხს - დიახ, ეს საქართველოა

თბილისი, საქართველო, - სოციალური დახმარებები გახდა უფრო მიზნობრივი და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას; მიზნობრივი სოციალური დახმარება უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს; სიღარიბის დონე გაიზარდა მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის; მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის მომსახურებები; შემცირდა სხვაობა სოფელსა და ქალაქს და მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის სკოლამდელ დაწესებულებში ჩართულობის თვალსაზრისით, თუმცა საბავშვო ბაღების არარსებობის გამო დაახლოებით 14 000 ბავშვი კვლავ ვერ დადის სკოლამდელ სააღმზრედელო დაწესებულებაში - ეს არის იუნისეფის მიერ დღეს წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ზოგიერთი შედეგი.


image



მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოსხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2017 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის მაჩვენებლები.




“ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში“ - აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთაფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. “ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველისოციალური დაცვის სისტემა, ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება როგორც მოცულობის, ასევე დაფარვისთვალსაზრისით. ამავდროულად უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათაბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ“.




მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია:



• ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები ქვეყანაში გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა დასამომხმარებლო ფასების ზრდის გამო.




• შემოსავლის რეალური ზრდის გამო, ხალხი ნაკლებად მიიჩნევს თავს ღარიბად.




• მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა კვლავ რჩება ჯანდაცვაზე გაწეულიხარჯების მთავარ კომპონენტად.




• ეკონომიკურ სირთულეებთან თავის გართმევის მიზნით, უფრო მეტი ოჯახი მიმართავს სესხს. ფინანსური ინსტრუმენტებისგამოყენება (ბანკები და ლომბარდები) გაიზარდა ღარიბ ოჯახებში.




• საბავშვო ბაღში დასწრებასთან დაკავშირებით შემცირდა სხვაობა ღარიბ/მდიდარ და ქალაქად/სოფლად მცხოვრებ ბავშვებსშორის.




• ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ 3-5 წლის ასაკის 10 ბავშვიდან 6-ს საბავშვო წიგნები ან საერთოდ არ აქვს, ან აქვს არასაკმარისირაოდენობით.




• ღარიბი მოსახლეობის 15-18 წლის ასაკის ყოველი მეხუთე ბავშვი აღარ არის ჩართული საგანმანათლებლო სისტემაში.




‘მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის’ მონაცემების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერებისათვის.



0
89
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0