x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საქართველო! მე უკვე მართლა გული მერევა შენზე! მე შვილმკვდარი მამა ვარ! - მწვავე პოსტი 15 წლის ბიჭის სუიციდზე

ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში ბოლო დროის ყველაზე მწვავე თემის შესახებ შემდეგ პოსტს აქვეყნებს


''ეს ბავშვი ჩემი შვილია! ის 15 წლის იყო და თავი მოიკლა!


image


38 ლარი ჰქონდა სკოლის ბუფეტში ვალი და იმიტომ! სხვების ნაცვამი ტანსაცმელი მობეზრდა და იმიტომ! ყოველ დღე სხვისი გამომცხვარი პურის ჭამით დაიღალა! მობეზრდა ყოველ დღე სიტყვები: გშია? მოდი პურს მოგცემ! მობეზრდა სიტყვები: ჩემი შვილის ტანსაცმელს მოგცემ და ჩაიცვი! მობეზრდა სხვისი სათამაშოები, სხვისი წიგნები, სხვისი, სხვისი, სხვისი, ყველაფერი სხვისი მობეზრდა. მას არაფერი ჰქონდა საკუთარი, თავმოყვარეობის გარდა! და ამ თავმოყვარეობის გამო ქნა ეს!




15 წელი ის ასაკია ბიჭის ცხოვრებაში, როცა რაღაც მაინც გინდა გქონდეს შენი და როცა გინდა თუნდაც შენი 50 თეთრი გედოს ჯიბეში, რომ სკოლაში ბულკი მაინც ჭამო შესვენებაზე და ნისიად არ აიღო! ის 15 წლის იყო და არდადეგებზე დამლაგებლად მუშაობდა ხოლმე!



მას უბრალოდ სიცოცხლე მობეზრდა ამ ჯოჯოხეთში! ამ ფოტოზეც სხვისი ტანსაცმელი აცვია! ის ჩემი შვილი იყო, რომელმაც თავი მოიკლა და ამით ყველა ერთად მოგვკლა!



ამ პატარა ბიჭმა შეძლო და საკუთარ სინდისში ჩაგვახედა ყველა! ისინიც კი, ვისაც ეს სინდისი არ აქვს! წამით მაინც ჩაახედა ბევრი არარაობა საკუთარ თავში! იცით რამდეჯერ დაუძინია მშიერს? მცივანს? იცით რა ლამაზ სიზმრებს ხედავდა ყოველ ღამე? იცით რას გრძნობდა ხოლმე, როცა საკუთარ მომავალს წარმოიდგენდა? წამით მაინც წარმოიდგენთ რას გრძნობდა იმ წამებში როცა თოკი აიღო ხელში?



საქართველო! მე უკვე მართლა გული მერევა შენზე! მე შვილმკვდარი მამა ვარ!



პ.ს. აქ ზოგიერთმა ნაძირალამ რამე არ დაწეროთ ზედმეტი რაღაც განსხვავებულ ვერსიებზე და იმედის სამარცხვინო სიუჟეთზე, თორე სულ ფეხებზე მკიდია ვინ იქნებით, მიიღებთ საკადრის პასუხს!''

ნიკო მიქაია


ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მას უმრავი შეტყობინება მიუვიდა. გთავაზობთ რამდენიმეს:
imageimageimageimage


ნიკომ საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა:

''გადავწყვიტე მაინც დავდო ეს სქრინები! აი ამ უბედურებაში ვცხოვრობთ! ჯერ ხო იმედმა გააშუქა ის რაც გააშუქა...

ჩემი წინა პოსტის შემდეგ შემოცვენილები არიან ფეიქ ექაუნთები ჩემს გვერდზე, რომლებიც ამტკიცებენ რომ ბავშვს არაფერი უჭირდა და თვითონ მოიკლა თავი! აი ეს არის ბოროტება! ტექსტები რათქმაუნდა იდენტურია! თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ნახოთ ეს გულის ამრევი საქციელი!

კიდევ ერთხელ: გული მერევა იმ საქართველოზე, სადაც აი ეს შეიძლება იკადრონ ადამიანის მსგავსმა არსებებმა!''



image

0
249
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0