x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
კადმოსი და თებეს დაარსება

კადმოსიკადმოსი რომელსაც მამაცი ვაჟკაცის სახელი ქონდა მთელს სახელმწიფოში ფინიკიელთა მეფის, აგენორისა და მისი ცოლის ტელეფას შვილი იყო.
მისი და სახელად ევროპა უმშვენიერესი მანდილოსანი იყო, რომელსაც მთელი სახელმწიფო შესცქეროდა მის სილამაზეს და ტკბებოდნენ მისით.
ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა მოკრა თვალი ამ უმშვენიერეს ქალიშვილს და მოიტაცა. იგი გადაიქცა ხარად, რომელსაც უღლის სიმძიმე არ ეგრძნო და ზურგზე წამოიკიდა მეფის ასული და გაიტაცა.
დაღონდა მეფე და დედოფალი. მათ მწუხარებას საზღვარი არ ქონდა. ბოლოს მეფემ მოიწვია შვილები და უთხრა: "თუ ჩემს მშვენიერ ასულ ევროპას არ მოძებნით და სახლში არ დააბრუნებთ, თქვენი ფეხი არ ვნახო სასახლეშიო".
კადმოსი დედასთან ერთად გაემგზავრა. მოიარა მთელი ქვეყანა, თუმცა მშვენიერ ევროპას ვერსად მიაგნეს. ხანგძლივი მოგზაურობის შემდეგ, როდესაც მივიდნენ ქალაქ თესალიაში, მოგზაურობით დაღლილი ტელეფა გარდაიცვალა.

კადმოსიკადმოსი სასოწარკვეთილებამ მოიცვა. გადაწყვიტა დელფში წასულიყო და აპოლონ ღმერთის გულთმისანს შეკითხვოდა როგორ მოქცეულიყო. გულთმისანმა უთხრა: "მახლობელ მინდვრად დაინახავ ძროხას, გაყევი მას და სადაც დაწვება იქ ქალაქი განაშენე, დის ძებნას შეეშვიო."
კადმოსი ასეც მოიქცა, დაინახა ძროხა მინდორში, გაყვა მას და არესის წყაროსთან მიიყვანა პირუტყვმა გმირი. გახარებულმა ყმაწვილმა წყაროზე გაგზავნა მეგობრები, თვითონ გადაწყვიტა ძროხა დაეკლა და მფარველი ღმერთისთვის სამადლოდ შეეწირა. საზარელი გველეშაპი, რომელიც წყაროს იცავდა და იქვე გამოქვაბულში იწვა, გამხეცებული ეძგერა კადმოსის მეგობრებს და ერთიანად შეახრამუნა.
როცა ფინიკიელთ შეაგვიანდათ, კადმოსი ხმლითა და ისრით შეიარაღებული წყაროსკენ გაემართა. მან ამხანაგების გვამები დაინახა და შეწუხდა.
კადმოსიძლევამოსილმა ჭაბუკმა ხელში ალმასივით მჭრელი ისარი მოიმარჯვა და გველეშაპს ესროლა. ცხოველის სქელი ტყავი ისარმა განგმირა და ხორცში შეაღწია. კადმოსმა დრო იხელთა ბასრი ხმალი მოიმარჯვა და გველეშაპს კისერში დაკრა მთელი ძალით. ტკივილებისგან გაგიჟებული გველეშაპი ჭრილობებს თავისი შხამიანი ენით ისველებდა, რა დროსაც კადმოსმა ხელმეორედ სტყორცნა ისარი და გაცოფებულ ცხოველს კისრის შუაგულში გაუარა. ეს უკანასკნელი ვეებერთელა ხეს გარს შემოეკრა, როდესაც ხე საშინელი გრიალით მოწყდა ადგილიდან დაეცა საზარელ ცხოველს და გამოესალმა სიცოცხლეს.
კადმოსიოლიმპოს მწვერვალიდან სასწრაფოდ ჩამოეშვა ათენა და გამარჯვებულ გმირს წინადადება უთხრა, რომ გველეშაპის კბილები დაეთესა. კადმოსმა ბრძანება შეასრულა და როდესაც კბილები დათესა მიწიდან უეცრად ამოყო თავი მძიმედ შეიარარებულმა მეომრებმა. კადმოსმა იძრო მახვილი, რომ შებრძოლებოდა მეომრებს თუმცა ამ უკანასკნელებმა უთხრეს: "ჩააგე ხმალი ქარქაშში! ერთი–მეორეს თვითონ გავუმკლავდებით!“
კადმოსიისინი ერთმანეთს დაერივნენ და ბოლოს 5 გადარჩა მათგან: ეხიონი, უდეოსი, ხთონი, პელორი და პიპერენორი.
მათ ზავი დადეს კადმოსთან და ააშენეს ქალაქი თებეა.

კადმოსიფინიკიიდან მოტანილი ანბანით კადმოსმა ბერძნებს წერა-კითხვა შეასწავლა, როგორც ხალხი ამბობდა. ამიტომ ყოველთვის დიდის პატივისცემით იგონებდნენ ქ. თებეს დამაარსებელ გმირს და მის დაუვიწყარ სახელს შარავანდის სხივებით მოსავდნენ.

კადმოსი

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0