x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სოფელ სამრეკლოში ღატაკი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს კულტურის სახლში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, სამრეკლოს კულტურის სახლის თანამშრომელთა ორგანიზებითა და მათივე მონაწილეობით. კონცერტში მონაწილეობდნენ აგრეთვე სოფელ ოზაანის ქორეოგრაფიული ანსამბლი ლევან ხუნაშვილის ხელმძღვანელობით.


როგორც საღამოს ორგანიზატორმა გაიოზ ხუციშვილმა განაცხადა, ბილეთების რეალიზებიდან შემოსული თანხა მოხმარდება სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს.


ღონისძიებას არ დასწრებია სამრეკლოს საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები, მათი ჩართულობის შემთხვევაში საქველმოქმედო საღამო ბევრად უფრო ორგანიზებული იქნებოდა. შეგახსენებთ, ასეთივე ღონისძიება სამრეკლოს კულტურის სახლმა, საკუთარი ინიციატივით, ორიოდ წლის წინაც გამართა.



image

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0