x
მეტი
  • 22.05.2019
  • სტატია:90237
  • ვიდეო:340126
  • სურათი:452526
მამა-შვილი იძებნება: პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრამდე რამოდენიმე წუთით ადრე გადაღებული ერთერთი ფოტო twitter-ზე ვირუსულად ვრცელდება

ფოტო რომელზეც ისტრორიული კადრი დაფიქსირდა მთელ სოციალურ ქსელში აქტუალურად ვრცელდება, ეს ერთ-ერთი ისტორიული ფოტოა რომელიც “ნოტერდამის" ხანძრამდე შემორჩა კაცობრიობას, ფოტოზე ასახულია მამა-შვილი, რომელთაც ახლა 23 წლის ამერიკელი ტურისტი ბრუკ ვინდსორი ეძებს.

სწორედ ბრუკმა გადაიღო ეს თბილი ფოტო, რომელშიც მამა-შვილი “ნოტერდამის" ეზოში თამაშობს, ბრუკმა თქვა, რომ ამ მამა-შვილის ადგილას თავად რომ აღმოჩენილიყო დიდი სურვილი ექნებოდა ასეთი ისტორიული კადრის შენახვის, სწორედ ამიტომ ეძებენ მამა-შვილს.

image

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ნოტერდამი) 200 წლის მანძილზე შენდებოდა, ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობაა კაცობრიობის და საფრანგეთის ისტორიის, ტაძარი ტურისტულადაც ძალიან გამორჩეული ადგილია, მას წელიწადში 15 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს, ბოლოსდაბოლოს ეს ხომ უკვდავი ვიქტორ ჰიუგოს, ასევე უკვდავი რომანის “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"-ის ადგილმდებარეობის პროტოტიპია, უმშვენიერესი ესმერალდას და მასზე უზომოდ შეყვარებული კვაზიმოტოს ისტორიის შემნახველი ნაგებობა...

ხანძარი ტაძარში 15 აპრილს გაჩნდა, მის ჩაქრობას 10 საათამდე დასჭირდა, დაიწვა ხის სახურავი, თუმცა უვნებლად გადარჩა ტაძრის მთავარი რელიკვიები, მათშორის მაცხოვრის ეკლიანი გვირგვინი.

ტაძრის აღდგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა საფრანგეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ემანუელ ჟან-მიშელ ფრედერიკ მაკრონმა, რომ ნოტერდამი საფრანგეთის და ფრანგი ხალხის ისტორიაა, ხოლო მისი აღდგენა პირადად მისი და ფრანგი ხალხის ღირსების საკითხია.



0
101
შეფასება არ არის
ავტორი:თეიმურაზ ლაცაბიძე
თეიმურაზ ლაცაბიძე
101