x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 თვისება,რომელიც მერწყულებს გამოარჩევს სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან

image
ასტროლოგების აზრით ყველაზე ექსცენტრიკული პლანეტაა ურანი, რომელიც მერწყულს მართავს. ურანის თავისებურებები, სხვა პლანეტებისაგან რომ გამოარჩევს, ნამდვილად გამოგვადგება მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების დასახასიათებლად.ამ ნიშნით დაბადებული ცნობილი ადამიანები გახლავთ აბრაამ ლინკოლნი, რუზველტი, ლორდი ბაირონი და სხვა.

ეს ნიშანი გამოირჩევა 10 განსაკუთრებული თვისებით ესენია :
1. მერწყულები ახალი იდეებით, ჩანაფიქრითა და პროექტებით სავსე, ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანები არიან. მათი შემოქმედებითი აღტკინებანი სპონტანურია და მოულოდნელი. ისინი მოდისა და სტილის კანონმდებლები არიან დიზაინში, ინტერიერში, ტანსაცმელში, მუსიკასა და პლასტიკურ ხელოვნებაში.
2.მერწყული გონებადამჯდარი, წინდახედულია, იგი კარგად ეწყობა ცხოვრების ყოველგვარ პირობებს, ამიტომ კეთილდღეობის ბევრი ნივთი, რაც ხხვებს იტაცებს, მას არც აინტერესებს.
3.ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია მეცნიერული აზროვნება, მათემატიკური და სხვა ზუსტი მეცნიერებების შესწავლის უნარი. ატომური ფიზიკა, თეორიული მათემატიკა, მედიცინა, ასევე ძლიერები არიან პოლიტიკაში, ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში, ასევე მასწავლებლობაც კარგად გამოსდით - აი მათი გონებრივი მოღვაწეობის სფერო.
4.დაქორწინებაზე ყოყმანობენ და სანამ შესაძლებელია მანამდე გადადებენ დაოჯახებას.
5.მერწყული კეთილი, რბილი ნიშანია, დახმარებისთვის მუდამ მზად არის. იგი განსაკუთრებით კმაყოფილია, როცა რჩევისათვის მიმართავენ, საუკეთესო მრჩეველიც არის.
6. მერწყულს არაჩვეულებრივი ინტელექტი აქვს და ადვილად იძენს ცოდნას და განათლებას. მაგრამ ნიჭიერების მიუხედავად, არც ცდილობს სხვებს თავისი უპირატესობა დაუმტკიცოს.
7.სიყვარულში ძალიან ერთგული და უღალატო არის - სულიერად მაინც, თუ ფიზიკურად არა, მაგრამ იგი ყოველთვის თავშეკავებულია და არ უყვარს თავისი გრძნბების გადმოღვრა
8.გამუდმებით ისწრაფვიან ინფორმაციისკენ, არ აკმაყოფილებთ ის ინფორმაცია რაც აქვთ.
9.შინაგანად მერწყულები ძალიან მგრძნობიარეები არიან, შიგნით მიმართული და გარეთ თითქმის არასდროს არ გამოქვთ წუხილი და დარდი.ძალიან გულჩატხრობილები არიან მიუხედავად იმისა რომ ყავთ უამრავი მეგობარი, ისინი შინაგანად თავს მაინც მარტოდ გრძნობენ.
10.არიან ძალიან არაპროგნოზირებადი, მათი შეცნობა თითქმის შეუძლებელია.
0
385
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0