x
მეტი
  • 22.05.2019
  • სტატია:90235
  • ვიდეო:340126
  • სურათი:452526
შურისმაძიებელმა პენსიონერმა ჩინოვნიკების მანქანები დალეწა

image

76 წლის ვოლგოგრადელმა პენსიონერმა შური იძია ჩინოვნიკებზე და 12 ძვირადღირებული ავტომობილი ადმინისტრაციის ავტოსადგომზე თავისი ძველი ვოლგით დალეწა.

პენსიონერი იმის გამო დააჯარიმეს, რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ, მისი სათბური კანონდარღვევით აშენებულად სცნეს, გარდა ამისა, პენსიონერი არ იყო ინდ. მეწარმედ დარეგისტრირებული და არ იხდიდა შესაბამის გადასახადებს.

პენსიონერმა გადაწყვიტა შური ეძია. 1959 წლის გამოშვებულ ვოლგას საბჭოთა კავშირის დროშა მიამაგრა და შუადღით, როცა ადმინისტრაციის ავტოსადგომი ჩინოვნიკების მანქანებით გაივსო, თავისი მანქანა ტარანზე მიმართა, თან რუპორიდან გაჰყვიროდა, რომ იქ, ზემოთ, სულ გათავხედდნენ და რომ მალე ჰაერის მოხმარებისთვისაც დააწესებდნენ გადასახადებს.

თავდასხმის შედეგად 12 მანქანა დაიმტვრა. პენსიონერმა ზოგიერთი მათგანის გადაბრუნებაც კი მოახერხა. თვითმხილველების ცნობით, სამართალდამცავების მოსვლამდე, თავად ადმინისტრაციის თანამშრომლები შეეცადნენ პენსიონერის შეჩერებას. ერთმა მათგანმა ცეცხლიც კი გაუხსნა მოხუცს, მაგრამ ვერ მოარტყა.

თაზეხელაღებული პენსიონერი მხოლოდ მას შემდეგ გაჩერდა, რაც სატვირთო მანქანით კედელთან მიიმწყდიეს. აღსანიშნავია, რომ 20-ზე მეტი შეჯახების შემდეგ, მის ვოლგას წინა ნაწილი დაუზიანდა, მაგრამ კვლავინდებურად აგრძელებდა სვლას.

ამჟამად პენსიონერი დაკავებულია და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

0
330
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0