სხვა ბაიკალის მხარეში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა 2019, 20 აპრილი, 14:35
ბაიკალის ტერიტორიაზე (რუსეთი), საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა რეგიონში მძიმე ხანძრის გამო. ყველა დაზარალებული საავადმყოფოშია მოთავსებული, ჯერჯერობით 23 ადამიანმა მიმართა სამედიცინო პუნქტს. შვიდი ადამიანი გადის ამბულატორიულ მკურნალობას. ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ხუთ მათგანს აღენიშნება ზომიერი სიმძიმის დაზიანებები. ხანძრის შედეგად არავინ გარდაიცვალა. ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ ათეულობით ცხოველი ცოცხლად დაიწვა. ბაიკალის მხარის გუბერნატორის განცხადებით ხანძარი ადამიანების დაუდევრობით ნაგავს მოედო, ხოლო, ცეცხლი მონღოლეთიდან გამოვიდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა რუსეთის ტერიტორიაზე. 109 შეფასება არ არის
|