x
მეტი
  • 22.05.2019
  • სტატია:90233
  • ვიდეო:340123
  • სურათი:452526
536 წელი:18 თვე სიბნელეში, ყველაზე საშინელი წელი კაცობრიობის ისტორიაში

image
ოდესმე გიფიქრიათ, რომ შეიძლება რამე უარესი მოხდეს? დღეს, რა თქმა უნდა, ბევრი ცუდი ამბავი ხდება, მაგრამ გვჯერა, რომ შეიძლება უარესი მოხდეს.

1918 წელს გრიპის პანდემიამ 50 მილიონზე მეტი ადამიანი მოკლა.

1349 წელს, შავი ჭირის ეპიდემიას ევროპის მოსახლეობის ნახევარი ემსხვერპლა.image

სიკვდილისა და განადგურების ამ წლებთან შედარებით, ისტორიაში ყველაზე ცუდი წელიც არსებობდა.

536 წელი, როდესაც იდუმალმა ნისლმა ევროპა, შუა აღმოსავლეთი და აზიის ნაწილი დაფარა, რის შედეგადაც 18 თვე იყო სიბნელე. ტემპერატურა დაახლოებით 2, 5 გრადუსით დაეცა, ხოლო, ზაფხულის შუა რიცხვებში ჩინეთში თოვლი მოვიდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მომდევნო წლები არც თუ სასიამოვნო იყო. მომდევნო ათწლეული ყველაზე ცივი იყო ბოლო 2300 წლის განმავლობაში. ირლანდიის ქრონიკებში წერია, რომ ქვეყანამ შიმშილობა გადაიტანა, რაც 536-დან 539 წლამდე გაგრძელდა.

541 წელს, აღმოსავლეთ რომის იმპერიაში იუსტინიანური ჭირი გავრცელდა, რომლის შედეგადაც საბოლოოდ დაიღუპა დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი და აღინიშნა ეპოქის დასასრული.image

ამ კატასტროფულ მოვლენაში მიზეზი, არის ის ღრუბელი, რომელმაც მოიცვა კონტინენტი. წელიწადნახევრის განმავლობაში იყო სიბნელე და არავინ იცოდა საიდან მოვიდა ეს ღრუბელი.

მეცნიერებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ ამ ღრუბლების წარმოშობის და გლობალური ტემპერატურის შემდგომი დაცემის მიზეზი ძლიერი ვულკანური აფეთქება გახდა.image

2015 წელს გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა კვლევამ დაადასტურა ეს ჰიპოთეზა, ამ პერიოდის განმავლობაში არსებული ხის რგოლების ქიმიური შემადგენლობის შესწავლით. მეცნიერების კვლევით ვულკანი ჩრდილოეთ ამერიკაში ამოიფრქვა.

ისტორიკოსების, არქეოლოგთა და კლიმატოლოგთა ჯგუფმა შვეიცარიის ალპებში ნაპოვნი ყინულის ბირთვი შეისწავლა. ახალი, ულტრაგამოკვლევის შედეგად ყინულში ნახეს მცირე ვულკანური ფრაგმენტები.



0
571
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0