x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მერაბ კაჭახიძე:"გრიგორიჩ, მტერი გაგიმრავლდა ძალიან. ისე დაემგვანა მათი ტექსტები ერთმანეთს, უკვე ვეღარ ვარჩევ ვინ ვინაა"
image

პარლამენტარი, ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კაჭახიძე ბიძინა ივანიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს და წერს:


"გრიგორიჩ,
მტერი გაგიმრავლდა ძალიან. ისე დაემგვანა მათი ტექსტები ერთმანეთს, უკვე ვეღარ ვარჩევ ვინ ვინაა. მემარცხენე, მემარჯვენე, ლიბერალი, კონსერვატორი, იმისტი, ამისტი, ყველა ერთ ხმაში გაჰკივის.


ბევრ მათგანს, ვინც სახალხოდ, ეკრანებიდან იმოძღვრება კარგად ვიცნობ, შემიძლია ვთქვა შენზე უკეთესადაც კი. ვიცი ვინ ვინ არის, ვის როდის რა უკეთებია და როგორ ქართულ პოლიტიკაში.



ზოგს დღესაც პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, მათ დღევანდელ რიტორიკას არ ვეთანხმები, მაინც ვთვლი ცუდი ზრახვანი არ აქვთ, უბრალოდ ამბიციებს ვერ მოერივნენ. უმრავლესობა კი მშვენივრად ვიცი რისთვის იგლეჯს ხმის იოგებს.
ხელისუფლება, ხელისუფლება და კიდევ ხელისუფლება. ეს არის
მათი მთავარი მიზანი და თუ გნებავს ოცნებაც.
ნაც. რეჟიმის ხელისუფლებიდან მოცილების შემდეგ, გაიწიე გვერდზე და შენს დღევანდელ ოპონენტებს, თითქმის ყველას მიეცი საშუალება ემართათ ეს ქვეყანა.


პირდაპირ ვთქვათ, ვერ მოადგეს თავი. მეტიც, ხალხის უკმაყოფილების შენსკენ დაძრულ ტალღასაც კი თავს არიდებდნენ, მეტ წილად დუმილით. თითქოს მიანიშნებდნენ, ჩვენ რა შუაში ვართო...
ამიტომაც მოგიწია, პოლიტიკაში მობრუნება, რათა 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო.


შენ არ ხარ პოლიტიკოსის კლასიკური ნიმუში. მეტსაც გეტყვი, არა ხარ პოლიტიკოსი, ანუ იმის მაგივრად ერთს ფიქრობდე, მეორეს ამბობდე და მესამეს აკეთებდე, რასაც ფიქრობ, იმას ამბობ და იმასვე აკეთებ. ეს ე.წ. სიალალე, 2011 წლის წერილიდან მოყოლებული, ბოლო ინტერვიუს ჩათვლით, შენს გამოსვლებს წითელ ხაზად გასდევს.


ეტყობა ბევრმა ამიტომაც ვერ გაგიგო, გიგუა თუ აგიტანა.
ჰოდა, შენგან შერისხულმა, გაშვებულმა ადამიანებებმა გადახედეს ერთმანეთს და თქვეს: ეს ვინ არის, ამან როგორ უნდა გვაჯობოს?! რა, ჩვენზე მეტი იცის პოლიტიკაში, ჩვენზე უკეთ მეტყველებს თუ ქარიზმა აქვს ჩვენზე მეტიო და ატყდა ის ვაკხანალია, რაც დღეს სუფევს ქვეყანაში, რომ იტყვიან ძაღლი პატრონს ვერ ცნობს.


უზარმაზარ მონსტრს ეჭიდავები გრიგორიჩ, ეჭიდავები თანაც მარტოკა, რადგანაც გუნდი, რომლითაც იბრძვი, მაპატიე და რბილად რომ ვთქვა, სუსტია.
დიდი არჩევანი არც გქონდა, ვისაც სხვადასხვა პერიოდში დაეყრდენი, ყველა სათავისოდ გაიწია და საყვედური რომ უთხარი, ტლინკები ყარა, თუმცა ვფიქრობ სელექციისთვის მეტი დრო რომ დაგეთმო, უკეთესის გამოდნობა შეიძლებოდა.
რას ვიზამთ, იდეალური რა არის ამ სამყაროში, რომ მთავრობა იყოს და ისიც საქართველოში.


მთავარია, სვლა გაგრძელდეს მიზნისკენ, რომელსაც ქვეყნის იმ მოჯადოებული წრიდან გამოყვანა ქვია, რომელშიდაც ბოლო ოცდაათი წელია ტრიალებს.
შენ ხომ გჯერა შენი სიმართლის და შენი საკეთებელის?!
ჰოდა იცოდე, მიუხედავად ყოველი მხრიდან ატეხილი ამ ჯოჯოხეთური კაკაფონიისა, მიუხედავად ამ კაკაფინიის ფეხის ხმას აყოლილებისა, არის საზოგადოება და არავისზე ცოტა, რომელიც სწორად ხედავს და აფასებს დღევანდელობას, ჯერა შენი და მოგყვება ამ ბრძოლაში.
მთავარია, შენ არ შედრკე და დაიღალო. ვფიქრობ ამხელაზე შეტოპილს აღარც გაქვს უფლება.



გამარჯვებულებს, მითუმეტეს ქვეყნის ხვალინდელ დღისთვის ბრძოლაში გამარჯვებულებს, არ კი არა, ვერ ასამართლებენ.
უკაცრავად მსმენელო(მკითხველო)საზოგადოებავ თუ გადაგღალეთ.
პატივისცემით."

image


0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0