x
მეტი
  • 22.05.2019
  • სტატია:90235
  • ვიდეო:340125
  • სურათი:452526
30 საინტერესო ფაქტი კატების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

კატები საოცარი, არაჩვეულებივი, საყვარელი არსებები არიან და აქვთ სუპერ-ძალა, ხელი შეგიშალონ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებაში. საინტერესოა, რა ხდის მათ ასე განსაკუთრებულებს? ალბათ, მათი დამოუკიდებელი ხასიათი; ან იქნებ კრუტუნი ბეწვზე მოფერებისას... ცხოველების თაყვანისმცემლები ადვილად მოძებნიან კატის სრულყოფილების ამხსნელ მიზეზებს, განსაკუთრებით კი - საკუთარი კატის.


სტატიაში 30 საინტერესო ფაქტს გთავაზობთ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ცხოველის შესახებ.








1. კატის ტვინი უფრო მეტად ჰგავს ადამიანისას, ვიდრე ძაღლის.

კატის ტვინს ისეთივე სტრუქტურა და ზედაპირის ნაკეცები აქვს, როგორიც ჩვენსას. ასევე, მისი ტვინის გარკვეული ნაწილიც ჩვენი ტვინივით მუშაობს.

image








2. კატებს შეუძლიათ 100 სხვადასხვანაირი ბგერის გამოცემა.

რომ შევადაროთ, ძაღლებს მხოლოდ 10 ბგერის გამოცემა შეუძლიათ. რთულია ადამიანის პოვნა, ვისაც არასდროს მოუსმენია კატის სხვადასხვაგვარი კრუტუნი და კნავილი.

image








3. მათ შეუძლიათ, პატრონის ხმა იცნონ.

კატებს შეუძლიათ, პატრონის ხმა უცნობების ხმისგან გაარჩიონ. თუმცა, თავიანთი 9 000 წლიანი ევოლუციის განმავლობაში, ყოველთვის ამჯობინებდნენ, თავისუფლები ყოფილიყვნენ და არ დამორჩილებოდნენ პატრონს, როგორც ძაღლები.

image








4. მართალია, ბევრი კულტურა შავ კატას უიღბლობის სიმბოლოდ მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ისინი უფრო მოსიყვარულეები არიან.

მიდლენდსში (ცენტრალური საგრაფო ინგლისში) შავი კატა იდეალურ საქორწინო საჩუქრად მიიჩნევა. საფრანგეთში სჯერათ, რომ ის კარგი იღბლის ნიშანია. იაპონიასა და სხვა აზიურ ქვეყნებში კი ფიქრობენ, რომ შავი კატის ყოლა პატრნოს აძლევს შესაძლებლობას, თავად წარმართოს საკუთარი ბედი და იღბალი.

image








5. ამჟამად მსოფლიოში რეგისტრირებულია კატების 44 ჯიში.

3 ყველაზე პოპულარული ჯიშია: სპარსული, მეინ ქუნი და სიამის.

image








6. პირველ და ერთადერთ კატას, რომელიც კოსმოსში გაფრინდა, ფელიჩიტა (ან "ასტროკატა") ერქვა და საფრანგეთიდან იყო.

ეს 1963 წელს მოხდა. ფელიჩიტას ტვინში ელექტროდები ჰქონდა იმპლანტირებული და ყველა სიგნალს დედამიწაზე გადმოსცემდა. საბედნიეროდ, მოგზაურობა მშვიდობიანად დამთავრდა და "ასტროკატა" უსაფრთხოდ დაბრუნდა შინ.

image








7. მათ უკეთესი სმენა აქვთ, ვიდრე ადამიანებსა და ძაღლებს.

ადამიანებს 20Hz-დან 24 kHz-მდე ბგერების გაგება შეუძლიათ, ძაღლებს - 40Hz, ხოლო კატებს - 64kHz.

image








8. სუპერ სისწრაფე

სუპერ სმენის უნარის გარდა, კატებს სუპერ სისწრაფეც აქვთ. მათ შეუძლიათ ერთ საათში 50კმ გაირბინონ. ყველაზე სწრაფმა ადამიანმა მსოფლიოში, უსეინ ბოლტმა, საათში 45 კმ გაირბინა.

image








9. კრუტუნი ერთ-ერთია იმ ძირითად "საქმიანობათაგან", რასაც კატა აკეთებს.

თუმცა, მეცნიერებმა კიდევ არ იციან ზუსტად, როგორ კრუტუნებს კატა. ვეტერინარების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ბგერების ვიბრირების გამო ხდება. ხორხის კუნთები იხსნება და ჰაერის მიწოდებას ბლოკავს 25-ჯერ წამში.

image








10. როგორც წესი, კატები 1-დან 9 კნუტამდე აჩენენ.

1970 წელს, ბარმის-სიამის კატამ ოქსფორდშირიდან (ინგლისი) 19 კნუტი გააჩინა, რომელთაგან 15 გადარჩა ცოცხალი. კატა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა!

image








11. კატები საინტერესო გზით გაცნობებენ, ვინ არის აქ უფროსი.

თუ ისინი სახეს არ იფარავენ, ამ გზით ცდილობენ, გაჩვენონ, ვინ არის ამ ტერიტორიაზე უფროსი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახლომახლო სხვა კატებიც არიან. ეს ჩვევა მათი ველური წინაპრებისგან მოდის, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ ძალის დემონსტრირებას. ასევე, მათ სურთ, აკონტროლონ თქვენი ყოველი ქმედება.

image








12. პირველი კატა (ან მისი პრეისტორიული წინაპარი) დედამიწაზე 30 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

რაც შეეხება შინაურ კატებს, 12 მილიონი წელია, რაც ისინი ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ.

image








13. კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი სიბერიული ვეფხვია.

სიბერიული ვეფხვი სიგრძეში შეიძლება 3.7 მეტრი, ხოლო წონაში 318 კგ იყოს. ეს პატარა მანქანის ზომაა! შინაურ კატებში კი ყველაზე დიდი ზომის მაინ ქუნია, რომელმაც შესაძლოა 11კგ-მდე მიაღწიოს, ზომით კი 2-ჯერ დიდი იყოს ჩვეულებრივ კატაზე.

image








14. კატებს ეზიზღებათ წყალი.

კატებს არ მოსწონთ წყალი, რადგან მათი ბეწვი კარგად ვერ ეგუება მას. თუმცა, არსებობს ცენტრალურ აზიაში გამოყვანილი ჯიში თურქული ვენი, რომელსაც ცურვა სიამოვნებს.

image








15. ყველაზე ძველი კატის სახეობაა ეგვიპტური მაუ.

მისი წინაპრები დედამიწაზე 4 000 წლის წინ დასეირნობდნენ. თუ ოდესმე ეგვიპტეში იმოგზაურებთ, იცოდეთ, რომ იქ სიტყვა "კატა" ცნობილია როგორც "მაუ".

image








16. ზოგ ადამიანს ისე უყვარს კატები, რომ არასდროს ჰყოფნის.

ალბათ, ამიტომაც გახდა კატა პირველი არსება, რომლის კლონიც შექმნეს. ვსაუბრობთ პატარა ნიკიზე, რომლის კლონირებაშიც პატრონმა 50 000 დოლარი გადაიხადა.

image








17. კატების ჯგუფი

ინგლისურ ენაში სპეციალური სიტყვა არსებობს კატების ჯგუფის აღსანიშნავად - clowder.

image








18. "ფსიქიკური მოგზაურობა"

ყველას გაგვიგია ისტორიები, როგორ პოულობენ კატები სახლში დასაბრუნებელ გზას მაშინაც კი, თუ ძალიან შორს არიან. ეს უნარი "ფსიქიკური მოგზაურობის" სახელითაა ცნობილი. ბევრ მეცნიერს სჯერა, რომ ამ ცხოველებს ტვინში სპეციალური უჯრედები აქვთ, რომლებიც შინაგანი კომპასივით მუშაობს.

image








19. ისინი ერთმანეთს "მიაუს" არ ეუბნებიან.

მათ შეუძლიათ იკრუტუნონ, დაიღრინონ ან შეაშინონ სხვა კატები, მაგრამ "მიაუს" მხოლოდ ადამიანებს ეუბნებიან.

image








20. მათ ადამიანებით მანიპულირება შეუძლიათ.

როცა კატებს რამე სჭირდებათ პატრონისგან, ხმას იცვლიან, რათა გავლენა მოახდინონ ადამიანზე.

image








21. ფუმფულობა

კატების კანის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 20 000 თმის ღერია, რაც მათ ფუმფულასა და საყვარელს ხდის.

image








22. მემარჯვენე და მემარცხენე

როგორც ადამიანები, კატებიც უფრო მეტად მარჯვენა ან მარცხენა თათს იყენებენ. მდედრი კატების უმეტესობა მემარჯვენეა, მამრებისა კი - მემარცხენე.

image








23. ყველაზე წარმატებული თაგვებზე მონადირე

მას ტაუზერი ერქვა და შოტლანდიაში ცხოვრობდა. მამაცურად იცავდა მაღაზიებს თაგვებისგან და სულ დაახლოებით 30 000 მათგანი დაიჭირა. როცა ამ ქვეყნიდან წავიდა, ტაუზერს შოტლანდიაში ძეგლიც კი დაუდგეს.

image








24. გულისცემის სიჩქარე

კატის გული ადამიანისაზე 2-ჯერ სწრაფად ცემს, ანუ წუთში 110-დან 140-მდე.

image








25. სუპერ მგრძნობელობა

როცა საქმე ვიბრაციებს ეხება, კატები სუპერ მგრძნობელობით გამოირჩევიან. ზოგიერთ მათგანს ისიც კი შეუძლია, რომ მიწისძვრა 10-15 წუთით ადრე იგრძნოს.

image








26. შესაძლოა, ტემპერატურამ გავლენა იქონიოს კატის ფერზე.

1930 წელს ეს სიამის კატებზე შეამჩნიეს. ამ ჯიშს ალბინოსის გენები აქვს, რაც საოცრებებს ახდენს, როცა ტემპერატურა 36°C-ზე მეტია. ამ დროს კატებს ხშირად აქვთ მუქი შეფერილობა თათებზე, კუდზე, ყურებსა და სახეზე, როცა სხეულის დანარჩენი ნაწილი თეთრი რჩება. ეს ასევე ჰიმალაურ კატებსა და ზოგიერთ აღმოსავლურ სახეობასაც ემართება.

image








27. პირველი კატა მულტფილმში 1919 წელს გამოჩნდა და მას ფელიქსი ერქვა.

პირველი მულტილმი კატის მონაწილეობით იყო "კატა ფელიქსი", რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა.

image








28. ნამდვილი მოგზაური

ჰამლეტი, ნამდვილი მოგზაური, არის კატა, რომელიც ჰაერში გალიიდან გამოიქცა და 7 კვირა გაატარა თვითმფრინავში. მან სულ 600 000 კმ-ზე მეტი იფრინა.

image








29. მილიონერი კატა

ტომასო იყო კატა, რომელიც რომის ქუჩებში ეძებდა საჭმელს, სანამ თავის მომავალ პატრონს - მარია ასუნტას შეხვდებოდა. რადგანაც ქალს შვილები არ ჰყავდა და კატამ დიდი სიყვარული აჩვენა, მარიამ გადაწყვიტა, რომ 13 მილიონი დოლარის ქონება ტომასოსთვის დაეტოვებინა. ქალმა საკუთარ ექთანს დაავალა, ეზრუნა კატის ქონებაზე.

image








30. შეიძლება, რძე მავნებელი იყოს კატისთვის.

თუ ფიქრობთ, რომ რძე საუკეთესო ჯილდოა, რაც შეგიძლიათ მისცეთ კატას, რადგან ის ნატურალური პროდუქტია, ცდებით. როგორც მოზრდილი ცხოველების უმეტესობისთვის, რძე შეიძლება მავნებელი იყოს კატისთვისაც, რადგან ის ლაქტოზის შემცველია.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რას გეტყოდათ თქვენი ლეკვი, ლაპარაკი რომ შეეძლოს

image


2. როგორ გამოიყურებიან ალბინოსი ცხოველები (+ იშვიათი ფოტოები)

image

3. საყვარელი გარეგნობის ცხოველები, რომლებსაც ადამიანის მოკვლა შეუძლიათ

image


0
503
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
503
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0